ბალარდინი წინადადებებს განიხილავს

"კატანიას" მესვეურები ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, უნდა დარჩეს თუ არა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიეგო სიმეონე. არგენტინელი სპეციალისტი მაშინ ჩავიდა სიცილიაში, როდესაც გუნდს მწვავე კრიზისი ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით, ვერც მან უშველა საქმეს. "კატანია" არასტაბილურად ასპარეზობს და არის შანსი, რომ სერია ბ-ში დაქვეითდეს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, სიმეონე იმ შემთხვევაშიც კი ვერ შეინარჩუნებს პოსტს, თუ სიცილიელებმა ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნება მოახერხეს. კლუბის სპორტულ დირექტორს, პიეტრო ლო მონაკოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება აქვს:

"დღეს, ჩვენი მთავარი საზრუნავი უმაღლეს ლიგაში ადგილი შენარჩუნებაა. შესაბამისად, ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ, რა შემადგენლობა გვეყოლება მომდევნო სეზონში და ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი. სიმეონეს ხელში, გუნდს დიდი პროგრესი არ განუცდია და გამომდინარე აქედან, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებულნი. მთავარი თამაშები წინ გველის და კარგი შანსი აქვს არგენტინელს, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს".

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თუ "კატანიამ" შეინარჩუნა ადგილი სერია ა-ში, გუნდს სათავეში დავიდე ბალარდინი ჩაუდგება. ეს ინფორმაცია კი იმად გახლავთ განსაკუთრებულად საინტერესო, რომ დავიდე ამჟამად "ჯენოას" უდგას სათავეში, სადაც კახა კალაძე ასპარეზობს. როგორც ჩანს, გენუური კლუბის მესვეურები უკმაყოფილოები არიან ბალარდინის მუშაობით და მის შეცვლას აპირებენ. "ჯენოას" თავკაცმა "გაძეტა დელო სპორტთანაც" კი ისაუბრა ამ თემაზე და განაცხადა, რომ უმუშევარი არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება. მისი თქმით, აქედანვე აქვს რამდენიმე საინტერესო შეთავაზება და თუ გენუის დატოვებამ მოუწია, ახალ სამსახურს იოლად იპოვნის.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"