Online Opinions-ის წარმომადგენლის თქმით, "მანჩეტსერ იუნაიტედი" საკუთარი წამრატებულობის ტყვე გახდა
ბრიტანეთში ყველაზე საძულველი კომპანია საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" აღმოჩნდა. Online Opinions -ის გამოკითხვის შედეგად ის ბრიტანელების 26 პროცენტს არ უყვარს.

Online Opinions-ის წარმომადგენლის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარი წარმატებულობის ტყვე გახდა. მის წინააღმდეგ ხმა ძირითადად სხვა საფეხბურთო კლუბის ფანებმა მისცეს (მხოლოდ ინგლისში 21 საფეხბურთო ლიგაა, კლუბების რიცხვი კი ათასობით ითვლება).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საძულველი კომპანიების რეიტინგში ავიაგადამყვან - დისქაუნთერ Ryanair-ს და ქვეყნის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას British Gas-ს გადაუსწრო, რომლებმაც შესაბამისად ხმების23 და 22 პროცენტი მოაგროვეს. მათ McDonald's (19 პროცენტი) და კომპანია RBS-ის ფინანსური ჯგუფი (17 პროცენტი) - მისდევს.

ბრიტანელებს ფინანსური კომპანიები იმის გამო არ უყვართ, რომ ისინი წარმატებულები არიან, მათი ხელმძღვანელობა კი დიდ ბონუსებს იღებს. Ryanair-ის მიმართ ზიზღს კი, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული ავიაგადამყვანია, ჟურნალისტები იმით ხსნიან, რომ კომპანია ბარგზე მოსაკრებელს იღებს, მისი ბილეთების ყიდვა კი მხოლოდ საკრედიტო ბარათებით შეიძლება.

ბრიტანეთის საძულველი ფირმების ათეულში ასევე აღმოჩნდნენ Lloyds Bank , ყავის ქსელი Starbucks, სატელეკომუნიკაციო კომპანიები BT, Sky და საბიუჯეტო ავიაგადამყვანი easyJet. Online Opinions-ის გამოკვლევაში სულ ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა