საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გამოტევებული შეხვერები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გამოტევებული შეხვერები გაიმართა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ყველა მატჩის ჩატარება მაინც ვერ მოხერხდა. მაგალითად, C ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს" დაწინაურებულ "ლიმოჟზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

A ჯგუფში გათამაშების ლიდერმა შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" შინ გაანადგურა დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზი" - 56:5. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ამ მოგების შემდეგ პარიზელები 85 ქულით პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ "ბობინის" 12 ქულით უსწრებენ.

"ბობინიმ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში წააგო ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონთან" - 9:13. ყუფარაძემ საქართველოს A ნაკრებში ითამაშა, დათუნაშვილი განაცხადში არ იყო. მონლუოსნელებს ახლა 67 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან.

ბოლო ტურში "მონლუსონი" შინ სტუმრად ეთამაშება უშუალო კონკურენტ "დიჟონს", რომელსაც სამი ქულით უსწრებს. გამარჯვევბის შემთხვევაში ჩვენებურთა გუნდი პლეი ოფში იასპარეზებს.

პლეი ოფს მიღმა დარჩა ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის"მაკონი", რომელმაც შინ მოუგო "ანესის" - 35:12. ჩვენებურთა გუნდს 49 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მას 8 ქულით ჩამორჩება ავთანდილ კოპალიანის "ორლეანი", რომელიც შინ დამარცხდა "ბურგ ან ბრსთან" - 16:20.

კიდევ უფრო უარესი სატურნირო მდგომარეობა აქვს თემურ გელანტიას "სტრასბურს", რომელმაც შინ მოუგო "ნევერს" 29:20. სტრასბური 34 ქულით მეცხრეა.

A ჯგუფი

სურესნე-დიჟონი 3:20, მონლუსონი-ბობინი 13:9, სტრასბური-ნევერი 29:20, მასი-სერჟ პონტუაზი 56:5, ორლეანი-ბურგ ან ბრესი 16:20, მაკონი-ანესი 35:12

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 85 ქულა, 2. ბობინი - 73, 3. ბურგ ან ბრესი - 69, 4. მონლუსონი - 67, 5. დიჟონი - 64, 6. მაკონი - 49, 7. ნევერი - 49, 8. ორლეანი - 41, 9. სტრასბური - 34, 10. ანესი - 32, 11. სურესნე - 13, 12. სერჟ პონტუაზი - 11

B ჯგუფში ერთი შეხვედრა გაიმართა. გიორგი ნემსაძის "მონტობანმა" შინ მოუგო "ვალანსს" - 27:13. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მონტობანელებს ახლა 56 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.

ამ ჯგუფში კიდევ ორი ტურია გასამართი. ამდენად "მწვანეებს" პლეი ოფში ადგილი ჯერ დაბევებული არ აქვთ. მას კვალში მიჯყვებიან გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლე სეინი" და დავით კაჭარავას "ნიცა". ერთადერთი გუნდი, ვისაც B ჯგუფში პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზია". ლანგედოკელები 65 ქულით პირველ ადგილზე არიან.

B ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბეზიე - 65 ქულა, 2. მონტობანი - 56, 3. ლა სეინი - 52, 4. ნიცა - 51, 5. ბლანიაკი - 49, 6. ვალანსი - 48, 7. შატორენარი - 47, 8. ლავორი - 45, 9. რომანი - 45, 10. ობენა - 37, 11. გროლე - 36, 12. გრასი - 17.

ერთი შეხვედრა გაიმართა C ჯგუფშიც. გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ მოუგო "ვანს" - 25:12. ჩვენებურის გუნდს 47 ქულა აქვს, მეშვიდე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანის აღარ აქვს.

53 ქულით მე-6 ადგილზეა და მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებს ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერი".

თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის " პერიგოს" კი 77 ქულა დაუგროვდა, მე-2 ადგილზეა და პლეი ოფში თამაშის უფელბა დიდი ხანია მოპოვებული აქვს.

C ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ლიმოჟი - 81 ქულა, 2. პერიგო - 77, 3. ვანი - 71, 4. მარმანდი - 60, 5. ლანჟონი - 55, 6. სენ ნაზერი - 53, 7. სენ ჟუნიენი - 47, 8. სენ მედარი - 46, 9. რიბერაკი - 29, 10. პაი დუ მედოკი - 23, 11. ნიორი - 14, 12. ტური - 13.

D ჯგუფში გამოტოევბული შეხვედრები არ გამართულა. აქ მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდები, მერაბ კვირკაშვილის, რეზო გიგაურის, ბექა ურჯუკაშვილის, დავით ბალანჩივაძისა და ლევან დათუნაშვილის "ფიჟაკი" და კარლენ ასეიშვილის "ორტეზი" დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.

D ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 81 ქულა, 2. ლილი - 69, 3. კასტანე - 68, 4. ლანამეზანი - 66, 5. ოლორონი - 53, 6. სენ ჟან დე ლუზი - 53, 7. მორლაა - 48, 8. ლურდი - 48, 9. მოლეონი - 46, 10. ტურნეფოი - 41, 11. ფოჟაკი - 35, 12. კაორი - 31, 13. ორტეზი - 26.

მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების ჩემპიონატში. აქ გათამაშებას დმაჯერებლად ლიდერობს ლევან ჩილაჩავას და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" - 14:6. ტულონელებს 51 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ "აჟენს" 13 ქულით უსწრებს.

"აჟენს" ერთი ქულით ჩამორჩება ვიქტორ კოლელიშვილის, მიხეილ ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის ""კლერმონი", როემლსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "უმცროსი ვულკანების" შეხევდრა სტუმრად "ბურგუენთან" გადაიდო.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" კი სტუმრად "დამარცხდა "ბაიონთან" - 22:27. ჩვენებურის გუნდს 30 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

ესპუარები, XVI ტური

გრენობლი-ტულონი 6:14, პო-პერპინიანი 18:6, აჟენი-ტულუზი 16:15, ბაიონი-მონპელიე 27:22, ბურგუენი-კლერმონი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 51 ქულა, 2. აჟენი - 38, 3. კლერმონი - 37, 4. პერპინიანი - 36, 5. პო - 34, 6. ტულუზი - 33, 7. ბურგუენი - 33, 8. ბაიონი - 31, 9. მონპელიე - 30, 10. გრენობლი - 27.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის