ინგლისში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს A ნაკრებმა ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი 38:13 დაამარცხა

"მომავლის ბორჯღალოსნებმა" საწვრთნელ შეკრება, საქართველოს A ნაკრების მწვრთნელების ლევან მაისაშვილისა და ნიკოლოზ ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, ინგლისში, ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე გაიარეს. ჩვენმა მორაგბეებმა აქ ორი საწვრთნელი მატჩი გამართეს. ჯერ ინგლისის არმიის გუნდს მოუგეს - 30:17, ხოლო შემდეგ, საქართველოში გამომგზავრების წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს 38:13.

"იფლი როუდზე" Cvenმა მორაგბეებმა ოქსფორდელებს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან სამი, ფრანგულ "ორტეზში" მოთამაშე შერკინების ბურჯის, კარლენ ასეიშვილის ანგარიშზეა. გასაკვირი არაა, რომ "ყოჩების" ყოფილი მორკინალი, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შეგახსნებთ, რომ ასეიშვილმა არმიასთან მატჩშიც გამოიჩინა თავი და ორი ლელო გაიტანა.

პირველი ნახევარი 19:6 მოვიგეთ. ასეიშვილის ორ ლელოს, ერთიც, "ლელოს" მგეზავმა ლაშა ხმალაძემ მიუმატა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს ჰართპულის კოლეჯის სარაგბო გუნდში გადის. ორი ლელო ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა (ლელო) გარდასახა. ოქსფორდელებმა ამაზე მხოლოდ ორი საჯარიმოთი გვიპასუხეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ ასეიშვილმა გაილაღა. მერე კი ყოფილი ლელოელების, მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილისა (კლერმონი) და შერკინების ბურჯის გიორგი მენაბდიშვილის (გრენობლი) ჯერიც დადგა. ორი გარდასხვა შეცვალეზე შესულმა გოდერძი ჯოგლიძემ (ლელო) გაიტანა - 38:6.

მასპინძლებმა ერთადერთი ლელო მატჩის მიწურულს მიითვალეს - 13:38.

"ჩვენთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის გუნდთან თამაში, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილეა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველები ჯგუფურ ტურნირში ინგლისის ნაკრების მეტოქეები არიან.

თამაშმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძალზედ ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასზე თავის სიტყვას იტყვის." - თქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის გენერალურმა დირექტორმა ტიმ სტივენსმა.

ოქსფორდი-საქართველო 13:38

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. რეზო გიგაური, 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. ირაკლი ჩხიკვაძე, 11. სანდრო ნიჟარაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი ღვინჯილია. 1. კარელნ ასეიშვილი, 2. რეზო ბელქანია, 3. ელიზბარ ყუფარაძე, 4. ბაჩუკი გუჯარაიძე, 5. ლაშა აზალაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. ირაკლი დაუშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.

6ლ: ასეიშვილი (3), ხმალაძე, კოლელიშვილი, მენაბდიშვილი. 4გ: ყიასაშვილი (2), ჯოგლიძე (2)

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო