ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნაკრები 12 საკონტროლო მატჩს გამართავს

ნაკრები 12 საკონტროლო მატჩს გამართავს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმა საბოლოოდ დაადგინა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ საბოლოოდ დაადგინა ეროვნული ნაკრების ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმა. მოდი, ჯერ საკონტროლო მატჩების სრულ განრიგს გავეცნოთ, დასკვნები და კომენტარები მერე მოვისმინოთ.

24 ივლისი-4 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია).

30 და 31 ივლისი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, ავსტრია-საქართველო.

5-7 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი): საქართველო, ესტონეთი, შვედეთი, NСAA-ს კლუბი.

8-11 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია).

12-14 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი ალმერეში (ჰოლანდია): საქართველო, ჰოლანდია, ისრაელი, NСAA-ს კლუბი.

15-20 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება თბილისში

16 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - საქართველო-ისრაელი (თბილისის სპორტის სასახლე).

22 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - ლატვია-საქართველო (რიგა, ლატვია).

24 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - ლატვია-საქართველო (შაულიაი, ლიტვა).

27 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - ლიტვა-საქართველო (ვილნიუსი, ლიტვა).

28-30 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება კლაიპედაში (ლიტვა).

მოსამზადებელი გეგმის გაცნობისას თვალშისაცემი ორი ამბავია. პირველი -თბილისის მერიის თასის არგამართვა და მეორე - შეკრების დასკვნითი ეტაპის ბალტიისპირეთში ჩატარება.

კალათბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ინიციატივით 2010 წელს საფუძველი ჩაეყარა მერიის თასის გათამაშებას, რომელშიც შარშან ქართველების გარდა უკრაინა, ბელარუსი და რუმინეთი თამაშობდნენ. ამ ტურნირის გამართვა წელსაც იგეგმებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა, რის მიზეზზეც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ილაპარაკა:

"წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით უკრაინასთან და პოლონეთთან. შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილს ისრაელის ნაკრებიც გამოთქვამდა. თუმცა, რადგან უკრაინა ჩვენს ჯგუფში მოხვდა, მასთან ამხანაგურად დაპირისპირება მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ. პოლონეთის კალათბურთის ფედერაციამ ბოლო მომენტში მოგვიბოდიშა - თბილისში ვერ ჩამოვალთო. პოლონეთის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერაც ვაკანტურია.

ისრაელის ნაკრები თბილისში სათამაშიდ მზად რომ არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ ჰოლანდიიდან ორივე ნაკრები ერთად გამოემგზავრება საქართველოში და სპორტის სასახლეში 16 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეიძლებოდა თბილისის ტურნირისთვის B დივიზიონელების (თუნდაც ბელარუსის) მოწვევაც, მაგრამ ქვედალიგელები ოფიციალურ მატჩებს შედარებით ადრე იწყებენ..."

საქართველოს ნაკრები 12 მატჩს გამართავს, რაც მოსამზადებელ ციკლში სარეკორდო მაჩვენებელია. იგორ კოკოშკოვის კრებული ეთამაშება A დივიზიონის სამ, B ლიგის ოთხ და ამერიკის კოლეჯების ლიგის ორ გუნდს. ყველაზე ძლიერი მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ლიტვაა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე ვხვდებით და ბოლო რეპეტიცია ნამდვილად გენერალური გამოვა. ლიტვა ერთადერთი ევროგრანდია, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე "დავეჭიდებით". საინტერესოა, თუ იყო ლიტვის დარ სხვა გუნდებთან თამაშის ვარიანტი...

"იტალიელებმა, გერმანელებმა და პოლონელებმა დაგვპატიჟეს, - გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა, - ამ ქვეყნებში გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე ბევრი გრანდი ჩადის. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან შეთანხმებით რამდენიმე ტურნირზე უარი ვთქვით, რადგან დასკვნითი ეტაპის გამართვა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვასთან მიახლოებულ კლიმატურ ზონაში გვსურდა.

20 აგვისტოს ლიტვის მეზობელ ლატვიაში ჩავალთ, 22-ში რიგაში ვითამაშებთ. შემდეგ ლატვიელებთან ერთად ლიტვის ქალაქ შაულიაიში გავემგზავრებით და მეორე ამხანაგურ მატჩს იქ ჩავატარებთ. ბოლო შეხვედრა კი ლიტველებთან ვილნიუსში იგეგმება (27 აგვისტოს), საიდანაც საქართველოს ნაკრები კლაიპედაში გადავა. ევრობასკეტზე D ჯგუფის ყველა შეხვედრა სწორედ კლაიპედაში იგეგმება. ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბალტისპირეთში მანამდეც ჩავალთ: 5-7 აგვისტოს ესტონეთის საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობ, ოფიციალურ მატჩებამდე კალათბურთელები აკლიმატიზაციის სრულყოფილად გაივლიან".

ვფიქრობთ, გეგმასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავია. რაც შეეხება შეკრებას, ბევრისთვის საინტერესოა, საქართველოს ნაკრები პირდაპირ ავსტრიაში შეიკრიბება, თუ იგორ კოკოშკოვი შემადგენლობის შერჩევის მიზნით თბილისშიც ჩაატარებს წინასწარ შეკრებას.

"აქამდე იგორ კოკოშკოვთან მოსამზადებელ გეგმებს, მატჩების განრიგს ვადგენდით. ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. ახლა უშუალოდ მწვრთნელის გეგმებზე დავილაპარაკებთ. აპრილის ბოლოსთვის კიდევ არაერთი ნიუანსი დადგინდება და ისიც გაირკვევა იგორ კოკოშკოვი ავსტრიულ შეკრებამდე თბილისში ჩამოვა, თუ გაფართოვებულ შემადგენლობას ავსტრიაში იახლებს. შესაძლოა, მან შტაინბურნში 18 კალათბურთელი იხმოს, ისინი საკონტროლო მატჩებში შეაფასოს და ნელ-ნელა ოპტიმაულრი შემადგენლობა შეარჩიოს. ევრობასკეტზე 14 კალათბურთელი წავა, საიდანაც ყოველი მატჩისთვის თორმეტეული შეირჩევა".

შეიძლება, ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაინც საინტერესოა, ნატურალიზებული კალათბურთელებიდან 14-კაციან სიაში რომელი, ან რამდენი მოხვდება.

"ეს იგორ კოკოშკოვს ჩვენც ვკითხეთ, რადგან შემადგენლობის შერჩევა მისი გადასაწყვეტია. ტორინ გრინი, ტაირონ ელისი და ქუინტონ ჰოსლი... ამ სამი ნატურალიზებულიდან რამდენი ითამაშებს ნაკრებში და ვინ იქნებიან, იგორ კოკოშკოვი აპრილში გვეტყვის. რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებს, მოსამზადებელი ციკლის გეგმა ყველას გავუგზავნეთ", - დასძინა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა