მადრიდული დერბი არ გამოდგა თვალსასეირო, უსეირო 0:0 კი ყველაზე მეტად "ბარსელონას" აწყობდა
პირველად ვანდაზე - არც გოლები, არც სანახაობა
მადრიდული დერბი არ გამოდგა თვალსასეირო, უსეირო 0:0 კი ყველაზე მეტად "ბარსელონას" აწყობდა, რომელიც ახლა უკვე 10-10 ქულით უსწრებს "რეალსა" და "ატლეტიკოს". ჩემპიონატი მესამედ გაილია და ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა...
"სამეფო კლუბი", რომ კრიზისშია ამის დასტურად შაბათის დერბიც გამოდგება - "რეალმა" ზიდანის ეპოქაში ვერ გაიტანა გოლი სტუმრად ლა ლიგის მატჩში. ფრანგმა გუნდი 2016-ში ჩაიბარა და მას მერე ჩემპიონატში 35 საგარეო მატჩი ითამაშა.
თუ ისტორიას დავუჯერებთ, მადრიდის "რეალმა" უკვე წააგო ტიტული "ბარსელონასთან" - ჩემპიონატის მესამედის შემდეგ 10-ქულიანი ჩამორჩენა ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ არც ერთ გუნდს არ აღმოუფხვრია. ყველაზე დიდი სხვაობა ამ ეტაპიდან "ბარსამ" ამოქაჩა - 1998/99 წლების სეზონში "მალიორკას" 9 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ჩემპიონი გახდა.
ეს არ იყო ისეთი თამაში, როგორიც ახალთახალ "ვანდა მეტროპოლიტანოსა" და მადრიდულ დერბის შეეფერებოდა - დიეგო სიმეონესა და ზინედინ ზიდანის ფეხბურთელებს გოლის გატანის თითზე ჩამოსათვლელი შანსები ჰქონდათ - მასპინძელთა შორის გოლის გატანა ანხელ კორეასა და კევინ გამეიროს შეეძლოთ, სტუმრებში კი ტონი კროოსსა და კრიშტიანო რონალდოს.
კვლავ ვერ შეძლეს თავის გამოჩენა კრიშტიანო რონალდომ და ქარიმ ბენზემამ. ფრანგმა უგოლობას საშინელი თამაშიც დაურთო. ამას დაემატა ის, რომ სერხიო რამოსმა ცხვირი გაიტეხა, მის ნაცვლად შემოსულმა ნაჩომ კი ყვითელი ბარათი მიიღო და "მალაგასთან" თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მოკლედ, ზიდანი საგონებელშია.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მე ასე ვიზრდებოდი - თუ ოჯახის წევრი ხარ, ოჯახის წევრი ხარ სიცოცლის ბოლომდე. გრიზმანი კი ჩვენი ოჯახის წევრია. მას ჩემგან მხარდაჭერა ყოველთვის გარანტირებული აქვს. დღეს ჩვენ ვეთამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ბურთის გათამაშება. თამაში სწორედ ისე წარიმართა, როგორც გვსურდა, მაგრამ ჩვენ დღეს ამ მატჩის წაგებაც შეგვეძლო და მოგებაც".
ზინედინ ზიდანი (რეალი): "სიტუაციას მე ასე ვხედავ: წინ კიდევ ბევრი მატჩია. "ბარსასთან" უკვე დიდი ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ ეს შეიცვლება, რადგან ლიდერი ყველა თამაშს ვერ მოიგებს. აი, ჩვენ კი მზად უნდა ვიყოთ მათ დასაწევად. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. დღეს ჩვენი თამაში კარგი იყო, მაგრამ დაგვაკლდა გოლი. ბიჭების გამო გული მწყდება, რადგან მათ მეტი დაიმსახურეს. მე მათი გასაკრიტიკებელი დღეს არაფერი შემიმჩნევია".
ფაქტები
მადრიდული დერბი 0:0 2005 წლის მაისის შემდეგ (784 დღე) პირველად დასრულდა.
"ატლეტიკოს" მოედანზე მადრიდული დერბი 0:0 1993 წლის შემდეგ პირველად დასრულდა.
12 ტურის შემდეგ "ლოს ბლანკოსი" 1995/96 წლების სეზონის შემდეგ არასოდეს ჩამორჩებოდნენ ლიდერს 10 ქულით.
ზედიზედ მერვე მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო), რომელსაც უკვე 723-წუთიანი მშრალი სერია აქვს.
ტონი კროოსის (რეალი) 41 პასიდან პირველ ტაიმში ყველა ზუსტი იყო.
"ატლეტიკოს" პირველი დერბი არ მოუგია არც "მეტროპოლიტანოზე" (1929 წ.) და არც "ვისენტე კალდერონზე" (1967).
18.11.17 ატლეტიკო - რეალი 0:0
"დუბლი ძალიან კარგია, მე ძალიან მჭირდებოდა გოლების გატანა", - შვებით ამოისუნთქვა თამაშის შემდეგ ლუის სუარესმა, რომელმაც მადრიდის გარეუბანში ორი გოლი გაიტანა (მანამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა სეზონში), ორივე დამატებაზე, მას შემდეგ, რაც კუელიარმა პაკო ალკასერს აუღო. ამ დუბლს პაულინიომ სამი დაურთო და კატალონიურმა გრანდმა "ლეგანესი" 3:0 დაამარცხა.
ყველაფერი კარგად მაინც არ ყოფილა "ბარსელონასთვის" - ჟერარდ პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ტურს გამოტოვებს "მესტალიაზე".
ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ანგარიშის მიხედვით, ჩვენ იმაზე მეტად ვდომინირებდით, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. "ლეგანესს" სახიფათო მომენტები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ კარგად ვუტევდით. ჩვენ მოვიგეთ მძიმე თამაშში, რაც კიდევ უფრო კარგი შეგრძნებაა. ზოგჯერ ფანტასტიკურად ვთამაშობთ, მაგრამ არის ასეთი მატჩებიც, როცა მეტოქე ბევრის საშუალებას არ გაძლევს. "ბარსელონა" მძიმე სიტუაციებშიც ასე უნდა თამაშობდეს".
ფაქტები
"ლეგანესმა" პირველ 9 ტურში 3 გოლი გაუშვა, ბოლო 3-ში კი - 8.
ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) ლა ლიგაში მე-300 მატჩი მოიგო. ამისთვის მას 15 წელიწადი დასჭირდა.
ინიესტა "ბარსელონას" მესამე ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში 300 მატჩი მოიგო ანდონი სუბისარეტასა (333) და ჩავის (322) მერე.
პაულინიომ (ბარსელონა) ამ სეზონში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც ბენზემამ, ბეილმა და რონალდომ ერთად - 4.
"ბარსელონამ" 12 ტურში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, რაც ლა ლიგაში მეორე საუკეთესო შედეგია ("ატლეტიკომ" 1995 წელს 12 ტურში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა).
პრიმერა დივიზიონში "ბუტარკეზე" მხოლოდ ლიონელ მესისა და ლუის სუარესს აქვთ დუბლი შესრულებული.
18.11.17 ლეგანესი - ბარსელონა 0:3
"სევილიამ" კრიზისი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ანდალუსიელებმა "სელტას" მას მერე აჯობეს, რაც აგებდნენ, გამარჯვების გოლი კი "სიტიდან" ესპანეთში დაბრუნებული ნოლიტოს ანგარიშზეა, რომელსაც პაბლო სარაბიამ გაატანინა.
ჟოფრეი კონდოგბიასა და სანტი მინას გოლებმა "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება მოუტანეს ბარსელონაში "ესპანიოლის" წინააღმდეგ.
მარსელინოს გუნდი აღარ ხუმრობს - "ბარსას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში მას "მესტალიაზე" იღებს, ხოლო მადრიდულ გრანდებს უკვე 6-6 ქულით უსწრებს. ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიას" თავკაცი მარსელინო სათადარიგოთა სკამზე არ იჯდება, რადგან ის "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში გააძევეს.
სხვა ფაქტები
"სელტამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა დაკარგა მას შემდეგ, რაც დაწინაურდა - 9.
მარკელ ბერგარამ "ხეტაფეს" მაისურით 12 მატჩში შეძლო 3 გოლის გატანა, როცა "რეალ სოსიედადში" ამისთვის 146 მატჩის გამართვა დასჭირდა.
"ჟირონას" გოლების ნახევარი კრისტიან სტუანის ანგარიშზეა.
"ვალენსიამ" ზედიზედ რვა ტურში ისტორიაში პირველად იმარჯვა.
"ვალენსიას" ისტორიაში არასოდეს ჰქონია აქამდე პირველ 12 ტურში 30 ქულა.
ჟოფრეი კონდოგბიამ (ვალენსია) ამ სეზონში უკვე გაიტანა 3 გოლი, რაც მისთვის უკვე საუკეთესო შედეგია კარიერაში.
ამ სეზონში მატჩის განმავლობაში ყველაზე ცოტა დროს "ვალენსია" აგებდა - 8 წუთი.
მიჩელმა (მალაგა) სამწვრთნელო კარიერაში 8 შეხვედრიდან მხოლოდ 2 დათმო "დეპორტივოსთან".
გონსალო კასტრომ (მალაგა) ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი 2015 წლის მერე პირველად მიითვალა.
ლა ლიგა. XII ტური:
ჟირონა- სოსიედადი 1:1
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (7), 1:1 სტუანი (64)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (65. ზუბელდია) - იანუზაი (81. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (89. კანალესი)
ხეტაფე-ალავესი 4:1
გოლები: 1:0 ბერგარა (6), 2:0 მოლინა (9-პენ), 3:0 ანხელი (53), 4:0 ანხელი (64), 4:1 სანტოსი (81)
ლეგანესი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (28), 0:2 ლ. სუარესი (60), 0:3 პაულინიო (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (59. ა. ვიდალი), პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (59. პაულინიო) - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი (82. დ. სუარესი)
სევილია-სელტა 2:1
გოლები: 0:1 მ. გომესი (13), 1:1 მურიელი (36), 2:1 ნოლიტო (48)
სევილია (4-2-3-1): სორია - კორშია (75. კიაერი), გაისი, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, პისარო - სარაბია, ფ. ვასკესი (65. ბანეგა), ნოლიტო (83. კრონ-დელი) - მურიელი
ატლეტიკო-რეალი 0:0
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, თომასი (54. ფერეირა-კარასკო), გაბი, კოკე - ა. კორეა (77. გამეირო), გრიზმანი (76. ფ. ტორესი)
რეალი (4-1-3-2): კასილია - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი (46. ნაჩო), მარსელო - კაზემირო - მოდრიჩი, ისკო, კროოსი - რონალდო, ბენზემა (76. ასენსიო)
მალაგა-დეპორტივო 3:2
გოლები: 1:0 როსალესი (15), 1:1 ლ. პერესი (23), 1:2 შარი (52), 2:2 კასტრო (63), 3:2 ბასტონი (84)
ესპანიოლი-ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 კონდოგბია (67), 0:2 მინა (83)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, მურილიო (66. გარაი), გაბრიელი, ლატორე (60. გედეში) - ა. პერეირა (80. სოლერი), პარეხო, კონდოგბია, გაია - როდრიგო, მინა
ლას პალმასი-ლევანტე 0:2
გოლები: 0:1 დუკურე (71), 0:2 ჟასონი (78)
ბილბაო-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ტრიგეროსი (28), 1:1 ადურისი (77)
გამოუყენებელი პენალტი: ტრიგეროსი (20. ვილიარეალი)
ორშაბათი, 20 ნოემბერი
ეიბარი-ბეტისი 23:59
ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7 - როდრიგო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
მომდევნო ტური
24 ნოემბერი: სელტა-ლეგანესი;
25 ნოემბერი: ალავესი-ეიბარი, რეალი-მალაგა, ბეტისი-ჟირონა, ლევანტე-ატლეტიკო;
26 ნოემბერი: დეპორტივო-ბილბაო, რეალ სოსიედადი-ლას პალმასი, ვილიაერალი-სევილია, ვალენსია-ბარსელონა;
27 ნოემბერი: ესპანიოლი-ხეტაფე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მორწვი
ზიდანის ფიქრები კოსმონავტი ვიქნები ;))))
ხარი
ზიდანი ჩემპიონი რომ ვერ გახდეს მაინც იტყვის კარგი სეზონი გქვონდაო. ერთ ვიღაცას მაგონებს ქვეყანა თავზე ენგრეოდა და იძახოდა ყველაფერი კარგადაო.
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
"კუკურელია იუდაა და ტანჯვა ელოდება" - "ბარსელონას" ფეხბურთელები მას იამალით ემუქრებიან
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
უარი პსჟ-სა და "არსენალს" - ალვარესმა "ატლეტიკოს" სასურველი კლუბი დაუსახელა
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა