ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯაბა დვალი: ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა

ჯაბა დვალი: ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა

ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი Eliga.ge-ს ვებგვერდს ესაუბრა
ჯაბა დვალს ეროვნული ტიტულები ნამდვილად არ აკლია, მან თბილისის "დინამოში" ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

32 წლის ფეხბურთელმა "ზესტაფონის" შემადგენლობაში ოქროს მედლები ორჯერ მოიპოვა, ხოლო თითოჯერ თასი და სუპერთასი აღმართა.

დვალს საქართველოს ფარგლებს გარეთაც უთამაშია მოლდოვურ "დაჩიაში" და აზერბაიჯანულ აგდამის "ყარაბაღში". აგდამელებთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვა.

დვალი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი ორჯერ იყო - 2005-06 წლების სეზონში "დინამოს" მაისურით 21 გოლი გაიტანა, ხოლო 2011-12 წლების სეზონში "ზესტაფონის" რიგებში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

ამჟამად, გამოცდილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ "სიონში" გამოდის და ბოლნისელები რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან, მის მიერ გატანილი გოლების დამსახურებაა. სეზონის დასკვნითი ეტაპი წინაა და დვალს პროფესიონალურ კარიერაში პირადი რეკორდის (21 გოლი სეზონში) გაუმჯობესების შანსიც აქვს.

ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი Eliga.ge-ს ვებგვერდს ესაუბრა.

- სეზონის დასაწყისში "სიონში" რატომ გადახვედი? ეროვნული ლიგის კლუბებიდან წინადადება არ გქონდა?

- კონტრაქტი მოლდოვურ "დაჩიასთან" მაკავშირებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მთავრდება. ზამთარში იყო შანსი, მოლდოვაში დავბრუნებულიყავი. შემდეგ რაღაც გუნდების ვარიანტი მქონდა, მაგრამ "დაჩიამ" არ გამიშვა, ზოგან მე არ მოვინდომე წასვლა.

საბოლოოდ, უთამაშებელი რომ არ ვყოფილიყავი, ნახევარი სეზონი იჯარით "სიონში" თამაში გადავწყვიტე, ხოლო შემდეგ განათხოვრების ვადა გავახანგრძლივეთ.

- ბოლოს ქვედა ლიგაში, რომელსაც მაშინ პირველი ლიგა ერქვა, 12 წლის წინ თბილისის "დინამო 2"-ში ითამაშე. მაშინდელთან შედარებით ახლა რა მდგომარებაა ლიგა 2-ში?

- მე რომ ვთამაშობდი, პირველ ლიგაში ბევრი გუნდის დუბლშემადგენლობები გამოდიოდნენ. შეიძლება ითქვას, დუბლების ჩემპიონატი უფრო იყო. ანუ პირველი ლიგაში უმეტესად ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც უმაღლეს ლიგაში მთავარ გუნდში ვერ ხვდებოდნენ.

ახლა სულ სხვა ვითარებაა. ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა. მაგალითად, "რუსთავმა" საქართველოს თასის 1/4-ფინალში თბილისის "დინამოსთან" ფრე ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში გავარდა. უფრო მეტიც, ლიგა 3-ის ხონის "იმერეთი" თასის 1/2-ფინალში გავიდა...

- ეროვნულ ლიგასთან შედარებით ლიგა 2-ში თამაში გიადვილდება?

- ლიგა 2 იქნება თუ მე-5 ლიგა, თამაში ადვილი არსადაა. ხომ ამბობდნენ წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელები დადიანო და 2 კილომეტრსაც ვერ დარბიანო. ახლა როდესაც პოლარის სისტემის შედეგები დაიდო, აღმოჩნდა, რომ ჩვენთანაც 10 კილომეტრზე ნაკლებს არ დარბიან.

ჩემი მოვალეობა გოლის გატანაა და ეს ლიგა 2-შიც არაა ადვილი. არ ვიძახი, რომ სერია A გვაქვს, მაგრამ ადრინდელივით გასასეირნებელი მატჩები აღარ არის.

- როგორ ფიქრობ, ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა?

- 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა. ადრე თუ ზოგ გუნდს თამაშზე წასასვლელი ან თუნდაც საჭმლის ფული არ ჰქონდა, მსგავსი რამ აღარ ხდება. ნელ-ნელა სტადიონებიც გვემატება, იგივე, დავით პეტრიაშვილის არენა ძალიან კარგია. 10-გუნდიან ჩემპიონატში ვინ ვის მოუგებს, წინასწარ რთული სათქმელია. ლიგა 2-შიც ძალიან კარგი გუნდებია - "ვიტ ჯორჯია", "გაგრა", "სამგურალი".

ამიტომ მოდუნების საშუალება არ გაქვს და სულ ტონუსში ხარ, როდესაც ზურგსუკან სუნთქვა გესმის. ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს. ჩემპიონატის დონემ რომ აიწიოს, დაძაბულობა უნდა იყოს, რაც მიმდინარე სეზონში ნამდვილადაა.

- ლიგა 2-ის ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვი და ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- ცხადია, თავდამსხმელისთვის მთავარი გოლის გატანაა. რაც მეტი გაგაქვს, გუნდს უფრო ეხმარები წარმატების მიღწევაში. თუმცა, ჩემთვის გოლების გარდა, მთავარი გუნდის წარმატებაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხბურთელი ბომბარდირი გამხდარა, მაგრამ მის გუნდს შედეგი ვერ უჩვენებია. მაგალითად, მე 10:0 მოგებულ მატჩში 8 გოლის გატანას, მირჩევნია, როდესაც ანგარიში 0:0 ან 1:1-ია, გადამწყვეტი გოლი გავიტანო.

- 32 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობ?

- ჩემი აზრით, სადაც არ უნდა თამაშობდე, ვიდრე შეგიძლია შედეგი აჩვენო, დატვირთვებს გაუძლო და გოლები გაიტანო, კარიერა არ უნდა დაასრულო. თუ იმის თავი გაქვს, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულო და გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანო, უნდა ითამაშო!

• mebo

ჯაბა დვალი: "ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა". რა მაგარი სიბრძნეა ამ სიტყვებში ჩაქსოვილი არა!!!!! კი ჯაბა, მართალი ხარ, თავისუფლად ითამაშებდა, მაგრამ რა შედეგს მიაღწევდა? თუმცა სადღაც მართალი ხარ, ლიგებს შორის სხვაობა კლასში არც ისე მაგრად იგრძნობა.

• გიორგი

ჯაბა დვალი რულეტკაზე მეტს ვარჯიშობს ვიდრე ფეხბურთზე, ვალებს იღებს და მერე იმალება. ესაა ფეხბურთელი?

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა

ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]