მაიამის სუპერტურნირის მერვედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩთან მატჩში დამარცხდა
მაიამის სუპერტურნირზე მორიგ სათამაშო დღეს ქალებს უნდა გამოევლინათ ყველა მეოთხედფინალისტი, კაცებს კი უნდა დაესრულებინათ მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გამოსვლა. თუმცა საქმეში ამინდი ჩაერია და ორი შეხვედრის დასრულება არ მოხერხდა.

გაცილებით საინტერესო იყო გუშინ ქალების თამაშები. უდიდესი სენსაცია მოხდა იმ მატჩში, რომელშიც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით. მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ზედიზედ რვა მოგებით შეხვდა გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩთან მატჩს. წინა კვირას დანიელმა ინდიან უელსი დაიპყრო, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ორი ამერიკული სუპერტურნირის ზედიზედ მოგება ძალიან რთულია. ასეთი რამ ადრე მხოლოდ ლეგენდარულმა გერმანელმა შტეფი გრაფმა და კიმ კლაისტერსმა მოახერხეს.

ვოზნიაცკი ამ მატჩში ძალიან დაღლილი ჩანდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა. პირველ სეტში დანიელს 5:4-ზე სამმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ სამი გეიმი და მასთან ერთად პარტია წააგო. ორივე მეტოქე ძალიან ბევრს ცდებოდა ამ მატჩში. გერმანელი ცდილობდა პირველ ნომრად ემოქმედა, უტევდა და ამის გამო 59 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. 52 ასეთი შეცდომა ჰქონდა ვოზნიაცკის, თანაც გადამწყვეტ მომენტებში უფრო ზუსტი გერმანელი ჩოგბურთელი იყო და ამან გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი - 7:5, 3:6, 6:3 პეტკოვიჩის სასარგებლოდ. თამაში ორსაათნახევარი გაგრძელდა. ცნობისთვის, ვოზნიაცკიმ ამ დროის განმავლობაში 17 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და მხოლოდ 5 გამოიყენა.

"პირველ პარტიაში სეტბოლი მქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენე. შემდეგ ძალა გამომელია და მატჩი ამის გამო დავთმე. სპორტში ასეთი რამ ხდება. მეტოქე აგრესიულად და დამაჯერებლად თამაშობდა და დაიმსახურა გამარჯვება. ახლა რამდენიმე დღე დავისვენებ. პლაჟზე ვინებივრებ და შემდეგ დავიწყებ მზადებას ჩარლსტონის ტურნირისთვის", - განაცხადა მატჩის შემდეგ ვოზნიაცკიმ.

დიდ ინტერესს იწვევდა მარია შარაპოვასა და სამანტა სტოსურის შეხვედრა. სტატისტიკის მიხედვით რუსს არ უნდა გასჭირვებოდა ავსტრალიელის დამარცხება, რადგან ამ ჩოგბურთელების წინა ექვს მატჩში ყველა შარაპოვას ჰქონდა მოგებული. სტატისტიკა უტყუარი აღმოჩნდა.

თამაში უცნაურად დაიწყო - პირველივე გეიმში სამანტამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცა. მაგრამ იქვე მარიამ სამი სამმაგი შეცდომა დააგროვა და საპასუხო ბრეიკი მიიღო. ამის შემდეგ ჩოგბურთელებმა ორ-ორი საკუთარი მოწოდება აიღეს და გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-7 გეიმი. ავსტრალიელმა ისევ დაუშვა ორი ორმაგი შეცდომა და ისევ ვერ გადაარჩინა საკუთარი გეიმი. შარაპოვამ დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:4.

მოულოდნელად მეორე პარტიაში ბრძოლა არ ყოფილა. მარიამ შეცდომებს უკლო, მოწოდება გააუმჯობესა და შეტევითი მოქმედებები გააგრძელა. სტოსურს კი, პირიქით, აღარაფერი გამოსდიოდა. გაჭირვებით მოგებული პირველი გეიმის შემდეგ ავსტრალილემა ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო - 1:6.

ორგანიზატორებმა ბოლოსთვის შემოინახეს ცენტრალური მატჩი ბელგიელ კიმ კლაისტერსსა და სერბ ანა ივანოვიჩს შორის, მაგრამ წვიმამ სწორედ ამ შეხვედრის გამართვას შეუშალა ხელი და ის მეორე დღისთვის გადაიდო.

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/8 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 13)-სამანტა სტოსური (ავსტრია, 4) 6:4, 6:1; ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 26)-შუაი პენგი (ჩინ) 6:3, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 7:5, 3:6, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 6)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:1, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-მარიონ ბარტოლი (საფ, 15) 2:6, 6:3, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5) 6:0, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17) 3:6, 6:1, 6:4.

1/4 ფინალი

პეტკოვიჩი (21)-იანკოვიჩი (6); შარაპოვა (13)-დულგერუ (26); ა. რადვანსკა (9)-ზვონარევა (3); აზარენკა (8)-ივანოვიჩი (19)/კლაისტერსი (2).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს