ესპანელმა რაფაელ ნადალმა თავისი მეგობარი და თანამემამულე ფელისიანო ლოპესი კარიერაში კიდევ ერთხელ გააწბილა (6:3, 6:3)
ერთი მატჩი არ დასრულდა მამაკაცებს შორის. უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვისა და ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგას მატჩი მაშინ დასრულდა, როცა მესამე სეტში 3:2 იყო დაწინაურებული სლავი ჩოგბურთელი. შეხვედრის დასრულება მეორე დღისთვის გადაიდო და რადგან ამავე დღეს დანიშნულია ყველა მერვედფინალი, დოლგოპოლოვისა და ცონგას შორის გამარჯვებულს ერთ დღეს ფაქტობრივად ორი მატჩის ჩატარება მოუწევს. მერვედფინალში მეტოქე ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება, რომელმაც კარიერაში უკვე მერამდენად გააწბილა თავისი მეგობარი და თანამემამულე ფელისიანო ლოპესი - 6:3, 6:3.

"ეს უბრალოდ ჩოგბურთია და მეტი არაფერი. კორტის მიღმა მართლაც კარგი მეგობრები ვართ. მაგალითად, გუშინ ერთად ვივახშმეთ. ეს სპორტია, შეჯიბრი, კონკურენცია... ერთ-ერთმა ჩვენგანმა უნდა გაიმარჯვოს - ფრე გამორიცხულია", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.

სატურნირო ბადის ზედა მხარეს ტოპ-ათეულის კიდევ ორი წევრი იყო შემორჩენილი და ორივემ ორ სეტში გაიმარჯვა. ტომაშ ბერდიხმა არგენტინელი კარლოს ბერლოკი დაამარცხა, როჯერ ფედერერმა კი ამ ქვეყნის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ხუან მონაკოს მოუგო.

იყო ერთი მოულოდნელი შედეგი. ბელგიელ ოლივიე როხუსს დიდი ხანია სერიოზული მეტოქისთვის არ მოუგია, აქ კი ბრძოლას გამოთიშა ტურნირის მე-13 ნომერი მიხაილ იუჟნი. არადა, პირველი სეტის შედეგი ბელგიელი ვეტერანისთვის კარგს არაფერს მოასწავებდა - მან 35 წუთში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო, სამაგიეროდ, მომდევნო ორ პარტიაში სამი ბრეიკის წყალობით ერთნაირი ანგარიშით - 6:3 გაიმარჯვა.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/16 ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-კარლოს ბერლოკი (არგ) 7:6(8), 7:5; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:3, 6:3; ოლივიე როხუსი (ბელ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 13) 1:6, 6:3, 6:3; ფლორიან მაიერი (გერ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 6:1, 3:6, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ხუან მონაკო (არგ, 32) 7:6(4), 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 25)-პაბლო კუევასი (ურუ) 4:6, 6:1, 6:2.

1/8 ფინალი

ნადალი (1)-დოლგოპოლოვი (21)/ცონგა (15); ფ. მაიერი-ბერდიხი (7); ფედერერი (3)-ო. როხუსი; ტიპსარევიჩი-სიმონი (25); ფერერი (6)-გრანოლერსი; ფიში (14)-დელ პოტრო; ისნერი (30)-ანდერსონი; ტროიცკი (16)-ჯოკოვიჩი (2).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა