ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში აშშ-სთან შეხვედრამდე
"ბორჯღალოსნებმა" წლის დამაგვირგვინებელი მატჩის წინ ‘შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს. თიბისი რაგბის სერიების მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი აშშ-ს (არწივებს) 25 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე" ერკინება.

თამაში 18 საათზე იწყება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ‘მიხეილ მესხის’ სალაროებში 11-იდან 19 საათამადე და ონლაინ TKT.GE/TBCRugbySereis

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, გასულ შაბათს უელსთან გამართული მატჩის შედეგით კმაყოფილი არაა, ხოლო მომავალ თამაშზე ფიქრობს, რომ ბორჯღალოსნებმა მაქსიმალური მობილიზებით უნდა ითამაშონ:

"არც მე,მწვრთნელები და მოთამაშეები ამ შედეგით ბედნიერები არ ვართ. ეს იყო თამაში, რომლისგანაც შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

რაც შეეხება აშშ-ს ნაკრებს, ესაა გუნდი, რომელიც წამიერ მოდუნებასაც არ გაპატიებს და თუნდაც 25 ქულას იგებდე, არ დანებდება და საკუთარ შანსს აუცილებლად გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, 25-ში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება გვმართებს, რათა იმ უპირატესობამ, რომელიც გვაქვს, დათვური სამსახური არ გაგვიწიოს და ეს გუნდშიც კარგად იციან“.

შემადგენლობა ჯერ არ გაცხადებულა, თუმცა ბორჯღალოსანთა დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობაში ტაქტიკური ცვლილებები იქნება:

"ამერიკასთან მატჩს მომზადებული ვხვდებით. უელსიდან დაბრუნების შემდეგ გავიარეთ რეაბილიტაცია და შევუდექით მზადებას. გვყავს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე, შემადგენლობაში გვექნება ტაქტიკური ცვლილებებიც. ვცდილობთ დავხვეწოთ ჩვენი თამაში, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და თუ ხარისხი გვექნება, შედეგიც შესაბამისი დადგება.

უელსთან ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ანგარიში შესაძლოა დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს, თუმცა შედეგით კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ. რეალურად გვქონდა შანსი, რომ მატჩი ფრედ დაგვესრულებინა, თუმცა შანსი ხელიდან გავუშვითდა ვეცდებით აშშ-სთან უკეთ ვითამაშოთ“.

ლაშა ლომიძეს "არწივებთან" ოთხი წლის წინ რუსთავში გამართული ტესტი კარგად ახსოვს და ახლაც დაძაბული ბრძოლის მოლოდინშია:

"ამერიკა იოლად დასამარცხებელი გუნდი არაა, რაშიც წლების წინ რუსთავში გამართულ მატჩშიც დავრწმუნდით. მათ ძალიან კარგი ხაზის მოთამაშეები ყავთ. უელსთან ვერ დავიჯერეთ, რომ მოგება შეგვეძლო და მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენი ძალების გვწამდეს და ვაჩვენოთ ის თამაში, რასაც ვგეგმავთ“.

კვაჭი შალვა მამუკაშვილი ფიქრობს, რომ ამ თამაშის შედეგზე მთელი წლის შეფასება იქნება დამოკიდებული:

"2017 წლის ბოლო მატჩია და სეზონის შეფასებაც მისი შედეგის მიხედვით მოხდება. ამიტომ, მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული უნდა გავიდეთ. მართალია უელსში მგზავრობამ და მძიმე თამაშმა ცოტა დაგვღალა, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით და სათამაშოდ მზად ვართ“.

გიორგი ჩხაიძე შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მესამე ბორჯღალოსანი ცენტურიონი გახდება:

"ბედნიერი ვარ, რადან მეასედ დავდგები საქართველოს ჰიმნზე. ასევე ბედნიერი ვარ, რადგან იმ ბიჭების გვერდითაც მითამაშია, რომლებიც ახლა გუნდში აღარ არიან. არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი, რომ ნაკრებში მაინცდამაინც 100 თამაში ჩამეტარებინა და ამ შეხვედრისთვისაც ჩვეულებრივად ვემზადები. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, გავალთ მოედანზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ და იმედია გამარჯვებას მოვიპოვებთ.

აშშ-ს ნაკრები ისევე ვითარდება, როგორც ჩვენ. სწრაფი და ღონიერი ბიჭები ყავთ, მოედანზე კარგად გადაადგილდებიან და ვფიქრობ, იოლი თამაში არ გვექნება“.

rugby.ge

roma
თუ რომელიმე ამერიკელი წაიქცევა და ვერ წამოდგება მივიდეთ და წამოვაყენოთ, მაგრამ ისეთი ანგარიშით მოვუგოთ რომ გვეხვეწებოდნენ წამოდგომა გვაცალეთო, გადავთელოთ და გავიმარჯვოთ ღირსეული გამარჯვებით და არა ისე როგორც უელსი მოგვექცა, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები ხართ ბიჭებო და კაცურად მოუგეთ, გაანადგურეთ, შეჭამეთ. წარმატებები ბიჭებს და მთელ საქართველოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
ლევანი
შევავსოთ სტადიონი ბოლომდე! ვუგულშემატკივროთ ბოლომდე! და კარგი გემრიელი გამარჯვება ვიგემოთ!
rugby
არ უნდა მოვდუნდეთ, ერთ ლელოს მეორე უნდა მივაყოლოთ და საბოლოოდ უნდა გადავთელოთ და შევჩამოთ, ასე თამაშობენ ჩვენს წინ მდგომნი რეიტინგში და მიტომაც არიან წინ.გამარჯვება ბიჭებო, მხოლოდ გამარჯვება.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით