საუკეთესო არგენტინელი ჩოგბურთელი ქალი ზაფხულში, ფედერაცის თასზე თავისი ქვეყნის ნაკრებს ქორწილის გამო ვერ დაეხმარება
ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი ფედერაციის თასზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე. ამ დღეებში 26 წლის ბარტოლიმ ნაკრების კაპიტანთან ნიკოლა ესკუდესთან განიხილა მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოსვლის პერსპექტივა. ეს მატჩი 16-17 აპრილს გაიმართება. 2007 წლის უიმბლდონის ფინალისტმა უარი თქვა თამაშზე იმ მიზეზით, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია არ გადაიხდის ჩოგბურთელის გუნდის გადაფრენისა და ცხოვრების ხარჯებს.

"მე შევხვდი ნიკოლს, დავილაპარაკეთ, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა. მე საკმაოდ დიდი გუნდი მყავს, რომლის გარეშეც არ შემიძლია პროგრესი, - ამბობს ბარტოლი. - შედგენილი მაქვს მკაცრი გეგმა, რომელიც ჩემს საწვრთნელ შტაბთან ყოველდღიურ ორსაათიან მეცადინეობას ითვალისწინებს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემსა და ესკუდეს შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს. ჩვენ ასე შევთანხმდით: ის გააგზავნის წერილს საერთაშორისო ფედერაციაში, რომელშიც დაწერს, რომ მე თანახმა ვარ ნაკრებში თამაშზე, მაგრამ თავად მწვრთნელმა არ გამომიძახა შემადგენლობაში. ეს 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის გარანტიას მომცემს".

როგორც ჩანს, საუკეთესო არგენტინელი ჩოგბურთელი ქალი ხისელა დულკო ზაფხულში ვერ დაეხმარება ფედერაცის თასზე თავისი ქვეყნის ნაკრებს იაპონელთა გუნდის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ ივლისში წყვილთა თანრიგში მსოფლიოს პირველი ჩოგანი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველზე - ფერნანდო გაგოზე იქორწინებს.

ასე რომ, დულკო ფრიად საპატიო მიზეზის გამო გამოტოვებს უმნიშვნელოვანეს მატჩს, რომელშიც მსოფლიო ჯგუფის საგზურის ბედი ირკვევა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა