რეფორმები ქართულ ძიუდოში არა მხოლოდ ვაჟებში, არამედ ქალებშიც იგეგმება
რეფორმები ქართულ ძიუდოში არა მხოლოდ ვაჟებში, არამედ ქალებშიც იგეგმება: ფედერაციამ მათთვისაც შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც ახალგაზრდების უფროსთა შეჯიბრებებში ეტაპობრივად ჩართვას ითვალისწინებს.

ქალთა ძიუდოს განვითარება ისედაც იყო ფედერაციის პრიორიტეტი, მაგრამ გუნდურ შეჯიბრებაში შერეული სისტემის შემოღების შემდეგ, რაც ვაჟთა და ქალთა გაერთიანებული გუნდით გამოსვლას ითვალისწინებს, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ამას ლიცენზიების თემაც ემატება, რომელთა გათამაშებაც უკვე გაისად დაიწყება. ამიტომ ფედერაციამ ქალებისთვის საგანგებოდ იზრუნა, ოღონდ აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი:

ვინაიდან ჩვენი ძიუდოისტი ქალების უმეტესობა ასაკით ჯერ პატარაა, მათ იმ პროგრამაშიც მოუწევთ ჩართვა, რომელიც პერსპექტიული ახალგაზრდა და ჭაბუკი ძიუდოისტების ცალკე მომზადებას ითვალისწინებს, პარალელურად კი, უფროსთათვის განკუთვნილი კალენდრითაც იმუშავებენ, რაც სოლიდურ შეჯიბრებებში გამოსვლასაც მოიცავს.

ამ ახალი მიდგომის შედეგად, ჩვენი გოგონები მაქსიმალურად ხშირად ივლიან უცხოურ კემპებზე, ერთობლივ ვარჯიშებზე, გამოვლენ შეჯიბრებებშიც.

ამ მიზნით, მწვრთნელ კახა მოცრაძის ხელმძღვანელობით, ისინი 3 დეკემბერს 2-კვირიან ერთობლივ შეკრებაზე გაემგზავრებიან საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, სადაც მთელი ევროპა შეიკრიბება სავარჯიშოდ.

წინასწარი მონაცემებით, იქ ყველა წამყვანი ქვეყანა აპირებს ჩასვლას, თუმცა იქნებიან არაევროპელებიც, ამ შეკრების დასრულების შემდეგ კი მისი მონაწილეები მარსელში გადაინაცვლებენ საერთაშორისო ტურნირში საჭიდაოდ.

მოცრაძეს საფრანგეთში ახალი თაობის პერსპექტიული ხუთეული მიჰყავს: ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52), ევროპული ფესტივალის გამარჯვებულები: ეთერ ლიპარტელიანი (52), მზია ბებოშვილი (57), მარიამ ჭანტურია (63) და სოფიო სომხიშვილი (+70).

ქალთა ძიუდოს სამომავლო გეგმებზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა შემდეგი განგვიცხადა:

"გოგონებს დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ეს პროცესი უკვე დავიწყეთ: იმ 5 გოგოს, რომლებსაც შეუძლიათ ლიცენზიებისთვის ბრძოლა, სპეციფიკურად მოვამზადებთ და აგერ, ახლა საფრანგეთშიც მიგვყავს მთელი 20 დღით. მათ უცხოეთშიც ყველგან ჩავრთავთ ერთობლივ ვარჯიშებზე, რათა საგაისო სეზონი მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათ მოსამზადებლად და შეძლონ ლიცენზიების მოპოვება. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება".

ბუნებრივია, დავინტერესდით ნატურალიზაციის თემითაც, რაც შერეული გუნდის შემოღების შემდეგ ასევე აქტუალური გახდა. ამაზე ქევხიშვილმა ასე გვიპასუხა:

"რომ გითხრათ, ნატურალიზაციას არ ვცდილობთ-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი მხრიდანაც იყო რამდენიმე მცდელობა და მწვრთნელებსაც ვთხოვე, მოიკითხეთ-მეთქი, რომ ადგილზე შევქმნათ კონკურენცია, რათა დანარჩენებსაც გავუზარდოთ მოტივაცია.

კონკურენციის შექმნა იმათთვისაც ბევრად უკეთესი იქნება, ვინც უკვე გამოიკვეთა ქალთა ნაკრებში. ცხადია, მე უფრო ის მინდა და უფრო გამიხარდება, ქართველი გოგონებით მივაღწიოთ წარმატებებს. საამისოდ უკვე წლეულსვე ვიჭერთ თადარიგს, რათა მაქსიმალურად მეტი ყურადღება და დრო დავუთმოთ მათ ერთობლივ შეკრებებსა და შეჯიბრებებს.

დავიწყებთ საფრანგეთიდან და მერე თითქმის ყველა მნიშვნელოვან კემპში მიიღებენ მონაწილეობას".

შეგახსენებთ, რომ ადრე ძიუდოს ფედერაციამ სამბოში მოვარჯიშე ძიუდოისტებს შეზღუდვა დაუწესა, მაგრამ ახლა ქალთა ძიუდოში ისევ დასჭირდათ ყოფილი სპორტსმენების - ნინო ოძელაშვილის და ელენე ქებაძის უკან დაბრუნება.

ქევხიშვილი აცხადებს, რომ სამბოში გამოსვლისას მათ პრობლემები არ შეექმნებათ. უბრალოდ, თუ ისინი ძიუდოს ნაკრებში დარჩებიან, მაშინ აქაური სავარჯიშო გრაფიკის გამო სამბოსთვის ვერ მოიცლიან, ამისთვის ფიზიკურად დრო არ ეყოფათ.

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
აჭარა - ქალთა ძიუდოს საუკეთესო კერა რეგიონში
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია