დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს გამართავს
დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა გერმანიასთან სტუმრად გამართა და ანგარიშით 70:79 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]

გოგა ბითაძე: მატჩის ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ

ილიას ზუროსი: არასწორად მიმაჩნია, რომ ნაკრებს თამაში საუკეთესო შემადგენლობის გარეშე უწევს

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი სერბეთი იქნება, რომელსაც ქართველები ბელგრადის ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები ბელგრადში გერმანიიდან, 25 ნოემბრის დილას ჩავიდა და საღამოს "ალეკსანდარ ნიკოლიჩზე" მსუბუქად ივარჯიშა.

ილიას ზუროსმა გუნდი სრული დატვირთვით მეორე დღეს, 26 ნოემბერს ავარჯიშა.

ქართველებამდე ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზი სერბებს ჰქონდათ დაკავებული და გასასვლელში ილიას ზუროსი მათ მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯორჯევიჩს შეხვდა.

მწვრთნელებმა ფიბას ახალი სანაკრებო ფორმატის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფაქტობრივად, NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეების გარეშე ტოვებს ნაკრებებს. ზუროსმაც და ჯორჯევიჩმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს ამის გამო.

ილიას ზუროსმა ასისტენტებთან ერთად ნაკრები კომბინირებულად ავარჯიშა. სროლები, კომბინაციები, ორმხრივი თამაში და რა თქმა უნდა, მოთელვები - ეს გახლდათ ის კომპონენტები, რაზეც ნაკრების წევრებმა "ალეკსანდარ ნიკოლიჩზე" იმუშავეს.

ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ნაკრებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც 30 ნოემბრამდე და პირველ დეკემბრამდე კლუბებში თამაში არ უწევთ.

სერბებს საქართველოსთან მატჩში ევროლიგელები ეყოლებათ - ჩვენ?

ყველა მოთამაშე მხნედაა და ტრავმა არავის აწუხებს.

შესაძლოა, ითქვას, სერბებთან 100-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს. პირველი ამხანაგური მატჩი 2013 წლის 16 აგვისტოს გაიმართა და ჩვენი ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 75:71 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა "აკროპოლისის თასზე" 2017 წლის 24 აგვისტოს ჩატარდა და საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 68:66 დასრულდა.

სერბეთი-საქართველო 66:68 - "აკროპოლისის თასი" უკვე ჩვენია! [VIDEO]

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, ეს გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება იქნება.

სერბეთი-საქართვეელო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ეტაპზე სამი გუნდის გადის.

ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს?

ზაზა
ბასკონიას პრეზიდენტი კისრისტეხით ჩამოქანდა თბილისში არიქათ ფედერაციის მესვეურებს არ მიწყენინოთო და დავიჯერო ერთი დღით შენგელიას გამოშვებაზე უარს იტყოდა?!!
ზაზა
,,ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ნაკრებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც 30 ნოემბრამდე და პირველ დეკემბრამდე კლუბებში თამაში არ უწევთ,,,....თამაშამდე 10 საათით ადრე დაიწერა სტატია და...
კითხვა გეზარებათ?
სერბეთი-საქართვეელო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
nika
პირველი არხი აჩვენებს????
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია