შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საფრანგეთის ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია?
შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საფრანგეთის ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია? ალბათ, საამისოდ ძალიან ადრეა, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენმა" წუხელ "მონაკოს" მისსავე მოედანზე 2:1 მოუგო და დევნის ხალისი გაუნელა. 14 ტურის შემდეგ მულტივარსკვლავური პსჟ უკვე 9 ქულით უსწრებს "მონაკოს".

"ლილში" უთავბოლო სიტუაციაა - მარსელო ბიელსა დროებით ჩამოშორებულია გუნდის თავკაცობას, "ძაღლები" კი "მონპელიესთან" მატჩისთვის მწვრთნელთა ოთხეულმა მოამზადა. ასეთ ექსპერიმენტებს ხეირი ჯერ არავისთვის მოუტანია და აბა, "ლილი" რატომ იქნებოდა გამონაკლისი? მით უფრო, რომ "მონპელიეს" დაცვა სალი კლდესავით მაგარია ამ სეზონში. შედეგად, 3:0 "მონპელიეს" სასარგებლოდ და ჩრდილოელები ცხრილში მხოლოდ უსუსურ "მეცს" უსწრებენ. გუნდი, რომელსაც ფავორიტთა შორის ასახელებდნენ სეზონის წინ, გავარდნის პირასაა.

ბრეტონულ დერბიში ვაჰბი ხაზრის დუბლის წყალობით "რენმა" 2:1 აჯობა კლაუდიო რანიერის "ნანტს". ამ თამაშში "რენს" დიდად წაადგა გამოჯანმრთელებული იოან გურკუფის გამოცდილება.

"ლიონი" და მისი ლიდერი მემფის დეპაი საოცარ ფორმაში არიან. გუშინ "ლიონმა" სტუმრად 5:0 გაანადგურა "ნიცა". დეპაიმ დუბლი შეასრულა.

"მარსელმა" "ველოდრომზე" მინიმალურად იმარჯვა და ლიდერთა ჯგუფს არ ჩამორჩა.

ფაქტები

"მონპელიემ" ამ სეზონში მე-8 "მშრალი" მატჩი ითამაშა. გუნდს სეზონში მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული.

"ამიენმა" ზედიზედ მეექვსე მატჩში არ წააგო.

ჟერემი გრიმმა (სტრასბური) კარიერაში პირველად ითამაშა ლიგა 1-ის მატჩი სასტარტოში. ფეხბურთელი 30 წლისაა.

"რენმა" ბოლო 8 ბრეტონული დერბიდან ერთიც არ წააგო "ნანტთან" - 4 მოგება, 4 ფრე.

"ლილმა" პირველ ნახევარ საათში სამი უპასუხო გოლი 21-ე საუკუნეში მხოლოდ მეორედ გაუშვა.

მემფის დეპაიმ (ლიონი) ამ სეზონში რვავე გოლი სტუმრად გაიტანა.

"ლიონმა" პირველი ტაიმი 4:0 ბოლოს 2003 წელს მოიგო.

"მარსელს" 9 ტურია არ წაუგია. ბოლოს გუნდმა სექტემბერში "რენთან" დათმო - 1:3.

"ლიონმა" ბოლო 18 ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო (ისიც პსჟ-სთან).

სენტ ეტიენი-სტრასბური 2:2

გოლები: 1:0 ერნანი (41), 1:1 აჰოლუ (45), 2:1 მონე-პაკე (56), 2:2 მარტენი (63-პენ)

რენი-ნანტი 2:1

გოლები: 1:0 ხაზრი (51), 1:1 სალა (73-პენ), 2:1 ხაზრი (88)

გაძევება: პალოა (57. ნანტი)

კაენი-ბორდო 1:0

გოლი: 1:0 სანტინი (23)

დიჟონი-ტულუზი 3:1

გოლები: 1:0 კვონი (42), 2:0 ქსეკა (57), 3:0 საიდი (64), 3:1 დელორი (71)

გამოუყენებელი პენალტი: გრადელი (5. ტულუზი)

მეცი-ამიენი 0:2

გოლები: 0:1 კონატე (29), 0:2 ზუნგუ (66)

მონპელიე-ლილი 3:0

გოლები: 1:0 რუსილიონი (5), 2:0 სიო (26), 3:0 ნინგა (31)

ტრუა-ანჟერი 3:0

გოლები: 1:0 ქაუი (12), 2:0 სუკი (45+2), 3:0 თომასი (84. ს. კ.)

ნიცა-ლიონი 0:5

გოლები: 0:1 დეპაი (5), 0:2 კორნე (20), 0:3 მარიანო დიასი (27), 0:4 დეპაი (38), 0:5 მაოლიდა (79)

ლიონი (4-3-3): ლოპეში - ტეტე, მარსელო, დიაქაბი, მარშალი - ნდომბელე, ტუსარი (69. ფერი), ოარი - კორნე, მარიანო დიასი (75. მაოლიდა), დეპაი (79. გუირი)

გაძევება: მარლონი (70. ნიცა)

მარსელი-გენგამი 1:0

გოლი: 1:0 ტოვენი (31)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, აბდენური, ამავი - მ. ლოპესი, ლუის გუსტავო - ტოვენი (89. საკაი), სანსონი (79. ზამბო), პაიე (72. ოკამპოსი) - მიტროღლუ

მონაკო-პსჟ 1:2

გოლები: 0:1 კავანი (19), 0:2 ნეიმარი (52-პენ), 1:2 ჟოაო მოუტინიო (81)

მონაკო (5-3-2): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი (62. რონი ლოპეში), ჟორჟე - ტილემანსი (67. ღეზალი), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო - ფალკაო, კეიტა (79. სიდიბე)

პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა (69. ი. ბერჩიჩე) - რაბიო - ვერატი, დრაქსლერი (82. პასტორე) - მბაპე, კავანი (82. დი მარია), ნეიმარი

ბომბარდირები: 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 10 - მარიანო დიასი (ლიონი); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური

28 ნოემბერი: ამიენი-დიჟონი, სტრასბური-კაენი, ბორდო-სენტ ეტიენი;

29 ნოემბერი: ანჟერი-რენი, გენგამი-მონპელიე, ლიონი-ლილი, მეცი-მარსელი, ნანტი-მონაკო, ტულუზი-ნიცა, პსჟ-ტრუა.

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს