27 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება
27 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ქალაქ ბელგრადში, "ალექსანდრ ნიკოლიჩის არენაზე" გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

რას გვიპირისპირებს სერბეთი?

როგორც უკვე ვწერდით, სერბეთს ჩვენთან დაპირისპირებაში "ცრვენა ზვეზდადან" 3 ევროლიგელი ეყოლება.

სერბებს საქართველოსთან მატჩში ევროლიგელები ეყოლებათ - ჩვენ?

სერბეთმა ავსტრია 85:64 გაანადგურა და დღეს უფრო შეთამაშებულ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. სერბეთის სასტარტო ხუთეულში, წინა მატჩთან შედარებით, აუცილებლად იქნება ცვლილებები.

დავიწყოთ სასტარტო ხუთეულით ავსტრიასთან მატჩში:

მილან მაცვანი, "ბაიერნი" (გერმანია), მძიმე ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 17:45 წუთი. მის ანგარიშზეა: 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში თამაშობს 22:8 წუთს. მისი მონაგარია: 10.07 ქულა, 3.87 მოხსნა და 2.33 პასი.

ივან პაუნიჩი, "ტოფასი" (თურქეთი), მცველი - ავსტრიასთან ითამაშა 27:32 წუთი. მის ანგარიშზეა: 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში თამაშობს 19 წუთს. მისი მონაგარია: 5.4 ქულა, 1.5 მოხსნა და 0.7 პასი.

მიროსლავ რადულიცა, "ჯიანგსუ ნანგანი" (ჩინეთი), ცენტრი - ავსტრიასთან ითამაშა 28:14 წუთი. მის ანგარიშზეა: 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი.

დეიან ტოდოროვიჩი, "ბილბაო" (ესპანეთი), მცველი - ავსტრიასთან ითამაშა 15:30 წუთი. მის ანგარიშზეა: 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში თამაშობს 25.3 წუთს. მისი მონაგარია: 13.27 ქულა, 3.33 მოხსნა და 1.33 პასი.

სტეფან პენო, "ალბა ბერლინი" (გერმანია), გამთამაშებელი - ავსტრიასთან ითამაშა 19:42 წუთი. მის ანგარიშზეა: 1 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 17.6 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 5.35 ქულა, 2.53 მოხსნა და 3.06 პასი.

რაც შეეხება "ცრვენა ზვეზდას" (სერბეთი) ევროლიგელებს, რომლებიც ჩვენთან ითამაშებენ:

ბრანკო ლაზიჩი, მცველი - ევროლიგაზე საშუალოდ თამაშობს 23.4 წუთს. მისი მონაგარია: 2.11 ქულა, 2.67 მოხსნა და 1.44 პასი.

ნემანია დანგუბიჩი, მსუბუქი ფორვარდი - ევროლიგაზე საშუალოდ თამაშობს 16.5 წუთს. მისი მონაგარია: 3.6 ქულა, 3 მოხსნა და 0.8 პასი.

ნიკოლა იოვანოვიჩი, ცენტრი - ევროლიგაზე საშუალოდ თამაშობს 10.4 წუთს. მისი მონაგარია: 3.62 ქულა, 4 მოხსნა და 0.25 პასი.

კალათბურთელები, რომლებიც ავსტრიასთან მატჩში სათადარიგოები იყვნენ:

მილენკო ტეპიჩი, "ენელ ბრინდისი" (იტალია), მსუბუქი ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 19:34 წუთი. მის ანგარიშზეა: 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 26.1 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 6.88 ქულა, 2.75 მოხსნა და 1.38 პასი.

მარკო სიმონოვიჩი, "ზენიტი" (რუსეთი), მსუბუქი ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 23:53 წუთი. მის ანგარიშზეა: 15 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 28 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 9.6 ქულა, 2.5 მოხსნა და 0.9 პასი.

სტეფან ბირჩევიჩი, "ისტანბულ ბელედიესი" (თურქეთი), მძიმე ფორვარდი - ავსტრიასთან ითამაშა 19:28 წუთი. მის ანგარიშზეა: 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 27.1 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 12.06 ქულა, 3.94 მოხსნა და 1.44 პასი.

დორდე გაგიჩი, "ბელედიე" (თურქეთი), ცენტრი - ავსტრიასთან ითამაშა 11:01 წუთი. მის ანგარიშზეა: 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი. საშუალოდ ამ სეზონში კლუბში 24.1 წუთს თამაშობს. მისი მონაგარია: 9.43 ქულა, 4.57 მოხსნა და 1.29 პასი.

რა შეიძლება ითქვას მეტოქის შემადგენლობიდან გამომდინარე? სერბებს კარგი სტარტი გამოუვიდათ სუსტ ავსტრიასთან, თუმცა შემდეგ ევროლიგიდან დამხმარე ძალა დაემატათ.

სერბი კალათბურთელების დონე ბევრად აღემატება გერმანელების დონეს, ხოლო რა წინააღმდეგობა გაუწიეს ქართველებმა გერმანელებს, უკვე ვნახეთ.

დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეს შეხვდება.

სერბეთი VS საქართველო - ამხანაგურებში ვიგებთ, ოფიციალურში?

გელა
პრაქტიკულად, 1 თამაშის მოგება გვჭირდება - ვთქვათ, 10 ქულით გერმანიასთან, ან უკეთესი ბალანსით ავსტრიასთან. ასე არ არის? ჰოდა, რა გვჭირს აბა გაუსვლელი?
Oto
Ara ra uechveli gavalt msoflioze
Oto
Ara ra uechveli gavalt msoflioze
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია