პირველი ლიგა. პატარძეულმა ლიდერობა განიმტკიცა
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე წრე ავჭალაში, ‘ყოჩებისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრით დაიწყო. პირველობის დებიუტანტმა ქვეყნის სამგზის ჩემპიონს , ზვანში სენსაციური ფრე გაუხერხა და მეორე შეხვედრის პირველი ტაიმიც თავის სასარგებლოდ 7:14 დაასრულა. გურულებმა მასპინძლებს შერკინებაში აჯობეს, რასაც შუამარბ იოსებ ფირცხალაიშვილისა და მღლეტელ ზურაბ კვაჭაძის ლელოები მოჰყვა. შერკინება, ‘ყოჩებისთვის’ ბოლო ხანს აქილევსის ქუსლად იქცა. აკაკი ცინცაძის მორკინალთა მდგომარეობა პირველივე წუთზე მარჯვენა ბურჯის გიორგი ხოსიტაშვილის ტრავმამ გაართულა. მეორე ტაიმში ბორჯღალოსან თემურ სოხაძის თაოსნობით ფავორიტი ტაქტიკურად დალაგდა. ‘ყოჩებმა’ უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე ტემპს უმატეს, თამაში გაშალეს, ფაზები აკინძეს და მეტოქეს 6 უპასუხო ლელოც გაუტანეს, 47:14 იმარჯვეს და საშური პრემიაც აიღეს. ‘ყოჩების’ მგეზავ თემურ სოხაძესთან ერთად, კარგი თამაშით ფულბეკი ირაკლი გეგენავაც გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ გეგენავას 7-კაცას ეროვნულ გუნდში კვლავ უხმეს. ცინცაძეს მარქაფაც სრულფასოვანი ჰყავს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარჯვენა ფრთა ზაურ ნიკოლაიშვილი, ვინაც მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს. მარცხის მიუხედავად, თორნიკე აშვეთიას გუნდის თამაშში პროგრესი აშკარად იგრძნობა. გურულები, თავიანთ საპატიო პრეზიდენტ არჩილ თალაკვაძეს იმედიანად შეჰყურებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბიჭებს ოზურგეთში, ზვანის უბანში მდებარე სარაგბო არენის საფუძვლიან რეკონსტრუქციას დაპირდა. ‘არწივთა’ დირექტორ თენგიზ კალანდაძის თქმით, გუნდი განახლებულ არენაზე მომავალი სეზონიდან ითამაშებს. ‘ყოჩებთან’ მარცხის მიუხედავად, გურულებმა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი შეინარჩუნეს.

აქვე ავჭალაში, ‘დინამო’ თბილისი ქუთაისის ‘არესს’ დაუხვდა. ორივე გუნდმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა. რიონისპირელთა მდგომარეობა პირველ ტაიმში მარცხენა ფრთის ირაკლი ცხადაძის მიღებულმა ტრავმამ დაამძიმა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘დინამოს’ მხრიდან თავი, ჰუქერმა იაგო წაქაძემ და მეორე ხაზელმა ნიკა გაფრინდაშვილმა გამოიჩინეს, სტუმართა გუნდში კი ლელო, მარბიელმა ნიკა სირაძემ და შუამარბმა ნიკა ფანჩულიძემ მიითვალეს. ‘არესმა’ ხელით თამაშში ვერ ივარგა. ბურთის ხშირად წინ ვარდნასთან ერთად, სტუმრებს არაერთი თერნოვერი შეემთხვათ. ‘დინამო’, მეტოქეზე განსაკუთრებით მეორე ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა და რომ არა ‘არესის’ მოთამაშე-მწვრთნელის გაგა სინაურიძის გააზრებული თამაში, უცილობელ გამარჯვებასაც გამორჩებოდა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 20:20 დასრულდა, რამაც სერგო ფრუიძის ბიჭები ლიდერს 4 ქულით დააშორა და თანაც ქუთათურები მდევარ ‘ყოჩებს’ 1 ქულითღა უსწრებენ. სერგო რამიშვილის ‘დინამო’ კი მართალია მეექვსე ადგილზე რჩება, თუმცა მეოთხე ადგილოსან არწივებთან’ სულ 2 ქულა აშორებს.

პირველობის ლიდერმა ‘ვეფხვებმა’ საკუთარ არენაზე, პატარძეულში აუტსაიდერ ‘ხულიგანას’ 11 ლელო დაუდეს და მეტოქე ‘მშრალი’ ანგარიშით 69:0 დაამარცხეს. ‘ჰეთ-თრიკი’ კახელთა მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ და გუნდის კაპიტანმა, შუამარბმა ვანო გაბროშვილმა შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ‘ვეფხვების’ დამრიგებლებმა, ზვიად ცუხიშვილმა და ზურა ამონაშვილმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბეს დასვენების შეასაძლებლობა მისცეს. ‘ხულიგანას’ მდგომარეობა კი მეთოდურად რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თავკაცები: ლეგენდარული ბორჯღალოსანი გოშა შკინინი და გამოცდილი მამუკა ტყეშელაშვილი ვითარების გასაუმჯობესებლად ცდას და ღონეს არ იშურებენ, კლუბში არსებული ცოცხალი რესურსი პოზიტიური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა და ამად ‘ხულიგანა’ რეგიონულ ლიგაში დაქვეითების უპირველესს კანდიდატად იქცა.

ტური ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ ‘ივერიასა’ და ‘იუნკერების’ დაპირისპირებით დასრულდა. მცირე ფავორიტად მიჩნეული ‘ივერია’ ტაიმის შუაწელს მეორეხაზელ გოგა კაციტაძის ლელოთი 12:7 დაწინაურდა, რის შემდგომ კიკეთელებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, დარჩენილ დროში 40 უპასუხო ქულა მიითვალეს და ერთ-ერთი უხნესი ქართული კლუბი 12:54 დამაჯერებლად დაამარცხეს. ‘იუნკერებმა’ უკანა ხაზის საიმედო ქმედებას, სწრაფი ხელდახელ თამაშიც შეაშველეს და ორივე ფრთაზე მოპოვებული უპირატესობაც მაქსიმალურად გამოიყენეს. ჰეთ-თრიკი სწორედ კიკეთელთა მარცხენა ფრთამ ბონდო ლომიძემ შეასრულა. გიორგი ნოზაძისა და გიორგი ზაბახიძის გუნდს დიდად წაადგა ‘ლოკომოტივის’ ყოფილი ესპუარი რეზი ხარაზიშვილი. ‘იუნკერთა’ ახალბედა მგეზავი უკვე გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘იუნკერთა’ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ენუქიძის ნაყოფიერი საქმიანობა. წარსულში ცნობილი მორაგბე გუნდის დამრიგებლებს დიდ დახმარებას უწევს და თან ‘სენატორა’ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის’ ბინადარ ‘იუნკერი ჩოხოსნებიდან’ პირველლიგელ კიკეთელებს საიმედო ცვლასაც უმზადებს.

ზამთრის არდადაგების წინ, მორიგ ტურში გამორჩეული, ლიდერთა შეხვედრა იქნება. ‘არესი’ ქუთაისში პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უმასპინძლებს.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე