საფრანგეთის ჩემპიონატის წინა ტურმა ყველაფერი, თითქოს, თავის ადგილზე დაალაგა საჩემპიონო რბოლაში
საფრანგეთის ჩემპიონატის წინა ტურმა ყველაფერი, თითქოს, თავის ადგილზე დაალაგა საჩემპიონო რბოლაში. დიახ, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია, "ლიონს" ძალზე საინტერესო შემტევები ჰყავს და სუპერფორმაშია, "მარსელმა" ბოლო დროს მტკიცე ხასიათი გამოიმუშავა, მაგრამ... "პარი სენ-ჟერმენამდე" მათ ბევრი უკლიათ.

"ლუი მეორეზე" პსჟ-მა ოფლი კი დაღვარა, მაგრამ მაინც გატეხა "მონაკო" (2:1) და ახლა ამ უკანასკნელს 9 ქულით უსწრებს, ისევე, როგორც "ლიონს", "მარსელთან" უპირატესობა 14 ტურში 10-ქულიანია. ამ მატჩში ედინსონ კავანის გოლი ტურის ტოპ-გოლებში მოხვდა.

ჩემპიონატის ლიდერი ტურს ოთხშაბათს "ტრუასთან" საშინაო მატჩით დაასრულებს. მოკლედ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, ამიერიდან უნაი ემერის გუნდი საკუთარ შეცდომებს უნდა "ეთამაშოს" შიდა პირველობაზე.

ჩემპიონი "მონაკო" სტუმრად კლაუდიო რანიერის "ნანტს" ეთამაშება. ფანების თვალში ორივე გუნდს ესაჭიროება რეაბილიტაცია.

"მარსელს" ყველაზე იოლი მეტოქე ეყოლება - ბოლოადგილოსან "მეცს" სტუმრობს.

აუტსაიდერია "ლიონის" მეტოქეც - "ლილი". უბრალოდ, გუნდი შემადგენლობითაც და მოლოდინებითაც გაცილებით მაღლა უნდა იყოს ცხრილში, მაგრამ ახლა "ძაღლების" რიგებში სრული ქაოსია, მარსელო ბიელსა მწვრთნელობას ჩამოშორებულია, გუნდს კი მწვრთნელთა ოთხეული მართავს.

ფაქტები

პსჟ-ს ლიგა 1-ში 4-ტურიანი მოგებათა სერია აქვს.

პსჟ-მა ლიგა 1-ში ამ სეზონში 14 მატჩიდან 12 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

კლაუდიო რანიერის "ნანტმა" ბოლო ხუთ ტურში 4 მარცხი იწვნია.

"ლიონს" ყველა შეჯიბრებაში 7 მატჩია, გოლი არ გაუშვია.

პსჟ-მა ლიგა 1-ში 14 ტურში უკვე გაიტანა 45 გოლი. ეს კი 11 კლუბის შედეგს სჯობია, გასული სეზონის მონაცემებს თუ ვიგულისხმებთ.

მემფის დეპაის (ლიონი) ანგარიშზე 8 გოლია, რვავე სტუმრად.

"რენმა" ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მოიგო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური

სამშაბათი, 28 ნოემბერი

ამიენი-დიჟონი 22:00

სტრასბური-კაენი 22:00

ბორდო-სენტ ეტიენი 23:59

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი

ანჟერი-რენი 22:00

გენგამი-მონპელიე 22:00

ლიონი-ლილი 22:00

მეცი-მარსელი 22:00

ნანტი-მონაკო 22:00

ტულუზი-ნიცა 22:00

პსჟ-ტრუა 23:59

ბომბარდირები: 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 10 - მარიანო დიასი (ლიონი); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნანტთან" მატჩში?
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკე: "კვარას" უეჭველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს