საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. "სიონი" მესამე ადგილზე გავიდა
ვის მხარესაა სიმპათიები, რატომ არ მოხდა "სიონის" გაფრთხილება?! – პლეი-ოფი 30 ნოემბერს გაიმართება

საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. "სიონი" მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლნისურმა გუნდმა პლეი-ოფში უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. "სიონის" მეტოქე ბათუმის "დინამო" იქნება.

ჩემპიონატის დაწყებამდე და შემდეგაც ცნობილი იყო, რომ პლეი-ოფის შეხვედრები 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო. არსებობს კალენდარი, რომელიც ფედერაციიდან ჩვენმა კლუბმა სეზონის დასაწყისში მიიღო, სადაც მკაფიოდ წერია პლეი-ოფის ჩატარების თარიღი. გარდა ამისა, 24 ნოემბერს ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა კომუნიკაცია, სადაც დადასტურდა აღნიშნული მატჩის 29 ნოემბერს ჩატარება.

სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს, 26 ნოემბერს, გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თამაში 29 ნოემბრის ნაცვლად 30 ნოემბერს ჩატარდება.

როგორც წესია, მატჩის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კლუბს ოფიციალური წერილი გონივრულ ვადაში ეგზავნება, იმისათვის, რომ კლუბი მოემზადოს კონკრეტული მატჩისთვის, მოაგვაროს აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები (მატჩის უსაფრთხოება, სამედიცინო უსაფრთხოება, ვარჯიშების განრიგი, სასტუმროს ჯავშანი, მატჩის ანონსი და სხვა).

საპლეიოფო მატჩამდე სამი დღით ადრე ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე, 23:20 საათზე ჩნდება ინფორმაცია, რომ თამაში გაიმართება 30 ნოემბერს, მაშინ, როდესაც კლუბში არანაირი ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე არაა გაგზავნილი, მაშინ, როდესაც კლუბის მოსამზადებელი გეგმა მთლიანად ორგანიზებული იყო 29 ნოემბრისთვის. რატომ არ მოხდა კლუბში ოფიციალური წერილის გაგზავნა, რატომ გვითხრეს ჩვენ სხვა თარიღი და ბათუმის "დინამოს" სხვა?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ფედერაციის მხრიდან იკვეთება მეტი სიმპათია ამჟამინდელი უმაღლესი ლიგის გუნდისკენ?!.

ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში დადგა ფეხბურთის პოპულარიზაცია, მაყურებლის სტადიონზე მოზიდვის აუცილებლობა, მსგავსი ტექნიკური, თითქოს უმნიშვნელო ფაქტები, ნამდვილად ვნებს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას.

fcsionibolnisi.com

ანტიფეხბურთი
ბათუმი რომ გავარდეს სტადიონის აშენებას აზრი ეკარგება :) იმედია რომ სიონი მოახერხებს ბათუმის გაგდებას, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდეს თავის მრავალწლიან უაზრო პოლიტიკას. ყოფილი ჩემპიონი უნდა დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას,სანამ ბათუმში აზროვნებას არ ისწვალიან და სანამ სახელმწიფო ფულით საზრდოობენ.

ზურიკელა ნახავ ვინ მოხვდება ნაგავზე ბოლოს
qomagi
kobuletma sharshan chautara amat, axla batumi chautarebs, egeni pro2 ligashiz ar unda ikvnen))))
Kartveli
წარმატებები სიონს, იმსახურებს უმაღლესში თამაშს.
zurab
ამიტომ, მტრების ჯინზე, თავი უნდა გაწიროთ და ბათუმის დინამო, რომელიც უღირსი ხალხის კლუბია, სანაგვეზე მოისროლოთ!
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]