უკრაინის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს იური კალიტვინცევს, ოლეგ ბლოხინს და პაველ იაკოვენკოს შორის აირჩევენ
უკრაინის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს სამ კანდიდატს - იური კალიტვინცევს, ოლეგ ბლოხინს და პაველ იაკოვენკოს შორის აირჩევენ. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა განაცხადა. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს 2011 წლის 21 აპრილს დაასახელებენ.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური 2010 წლის აგვისტოში გახდა, როდესაც მოლაპარაკებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო მირონ მარკევიჩი გადადგა. ნაკრების თავკაცის მოვალეობის შემსრულებლად კალიტვინცევი დაინიშნა.

კალიტვინცევის ხელმძრვანელობით უკრაინის ნაკრებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარა პოლონეთთან (1:1), ჩილესთან (2:1), კანადასთან (2:2), შვედეთთან (1:1) და იტალიასთან (0:2). იტალიელებთან მატჩი 29 მარტს შედგა.

უკრაინა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში არ მონაწილეობს, რადგან კონტინენტის პირველობის ერთერთი ორგანიზატორია. ალბათ, უკრაინის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე სწორედ 21 აპრილს დანიშნული მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

ბლოხინი, რომელსაც ნაკრების თავკაცის პოსტისთვის ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნევენ, უკრაინის ნაკრებს 2003 წლიდან 2007 წლამდე ედგა სათავეში და ის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა. 2008 -2009 წლებში ბლოხინი საფეხბურთო კლუბ "მოსკოვის" თავკაცი იყო, შემდეგ კი ოდესის "ჩერნომორეცის" სპორტული დირექტორი გახდა.

იაკოვენკო 2008 წლიდან უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს უდგას სათავეში. ადრე მწვრთნელი რამდენიმე რუსულ და უკრაინულ კლუბში მუშაობდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა