Sportall.ge "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. გასულ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თბილისის "საბურთალომ".

თბილისელები დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში "ტორპედოს" იმედად არიან, რადგან სწორედ ქუთაისელთა გამარჯვების შემთხვევაში გავლენ ევროტურნირებზე.

Sportall.ge "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- რას იტყოდით "საბურთალოს" განვლილ სეზონზე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეგიძლიათ გამოჰყოთ?

- "საბურთალომ" ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და რაც მაქსიმუმი შეგვეძლო, ის გავაკეთეთ.

უარყოფითი, რაც იყო, ის არის, რომ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა მთელი სეზონის განმავლობაში და ამ ვითარებაში ვიძახი, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ, თორემ ყველა რომ ჯანმრთელად გვყოლოდა და ოპტიმალური შემადგენლობით ვყოფილიყავით, შეიძლებოდა სამეულში მოსახვედრად გვებრძოლა.

- როგორ ჩაიარა საქართველოს ჩემპიონატმა, აიწია თუ არა დონემ?

- საქართველოს ჩემპიონატი ახლა უფრო კარგი არის, ვიდრე იყო. ძალიან კარგი თამაშები ჩატარდა. ვფიქრობ, რომ გაამართლა და ყველაფრით, გაშუქებით, მსაჯებით, იყო ძალიან კარგი ჩემპიონატი.

თქვენ თავად ნახეთ, რომ ბოლო ტურამდე არავის გარკვეული არაფერი არ ჰქონდა და ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მაღალ დონეზე მიუთითებს.

- რას გეგმავს "საბურთალო" მომავალი სეზონისთვის, სად გაივლის კლუბი შეკრებას?

- ყველაფერი დავით ყიფიანის თასის ფინალზე არის დამოკიდებული. 2 რიცხვის შემდეგ გადავწყვეტთ. მაგალითად, თუ ევროპულ ასპარეზზე გავედით, რა თქმა უნდა, სელექციაც და შეკრებაც სხვანაირი იქნება. ასეთ შემთხვევაში შეკრებასთან ერთად რაღაც ტურნირში მინდა მონაწილეობის მიღება და რაც შეიძლება ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა.

თუ ევროტურნირების გარეშე დავრჩით, ჩვეულებრივად, სტანდარტულად მოვემზადებით, როგორც გასულ წელს.

- როგორ ფიქრობთ, დამსახურებულად მოიპოვა თუ არა "ტორპედომ" ჩემპიონობა და რა დააკლდა "დინამოს" მოპოვებული ქულათა ჰანდიკაპის შესანარჩუნებლად?

- რა თქმა უნდა, "ტორპედოს" ჩემპიონობა დამსახურებული იყო. იმიტომ, რომ "დინამოს" დიდი უპირატესობა ჰქონდა, "ტორპედომ" იბრძოლა და ბოლო, გადამწყვეტი გასვლითი თამაში მოიგო.

რაც შეეხება "დინამოს", მათ სეზონის განმავლობაში ძლიერი ფეხბურთელები გაუშვეს. ვფიქრობ, რომ მათ რაღაც სწორად ვერ დაგეგმეს. როდესაც ამხელა უპირატესობა გაქვს და გქვია "დინამო", გმართებს, რომ ჰანდიკაპი შეინარჩუნო და გახდე ჩემპიონი.

- გიორგი არაბიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი უსამართლობა ხდება და ბევრი ფეხბურთელი იჩაგრება. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?

- არ ვიცი, გიორგი რას გულისხმობდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს შანსი თანაბრად ეძლევა. უბრალოდ, გიორგის, ალბათ, რაღაც კონკრეტულ მაგალითზე აქვს სათქმელი. საქართველოს ისეთი ფუფუნება არ აქვს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი გყავდეს და ის ვერ გამოჩნდეს. ამიტომ მე ვერ გეტყვით, ჯობს არაბიძემ დააკონკრეტოს. მე ვფიქრობ, რომ არავინ არ იჩაგრება.

Odala
ჩEმპიონატის დონემ აიწიაო :))) ამისთანა არაადეკვსტური მწვრთნელი რომ გეყოლება...
თენგო
გიორგი დაასახელე ფეხბურთელის სახელი ვინც იჩაგრება? მართლა მაინტერესებს
გიორგი
"მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს შანსი თანაბრად ეძლევა". რა დილეტანტივით ამბობ, მე გამიგია ასეთი ამბების შესახებ და შენ არა? თუ შენ რადგან პროფესიონალად ითვლები და ჩვენ უბრალოდ მოყვარულები ვართ ვერაფერს ვხვდებით?
აბო
დინამოს სტილია ეგ "არასწორი" გათვლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს