<p>ხანგრძლივი მოლაპარაკებები გუშინ დასრულდა და კლუბის ოფიციალური მფლობელი იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ტომას დი ბენედეტო გახდა <br> "რომას" გულშემატკივრებისთვის მისალოცად გვაქვს საქმე, რადგან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გუშინ დასრულდა და კლუბის ოფიციალური მფლობელი იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ტომას დი ბენედეტო გახდა. ტომასი ორშაბათს ჩავიდა რომში და ჯერ კიდევ აეროპორტში განაცხადა, რომ სულ მალე ყველა დეტალი მოგვარდებოდა - ასე აგიხდეთ ყველაფერი, შეთანხმება მიღწეულია, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომლის ძალითაც კლუბის 60% დი ბენედეტოს გადაეცა. დარჩენილი 40% ბანკ "უნიკრედიტის" საკუთრებაში დარჩა, ანუ სენსების ოჯახი კლუბს ბოლომდე ვერ შეელია. მართალია, მართვის სადავეები მათ ხელში აღარ იქნება, მაგრამ თანამფლობელის სტატუსით ყველა შემთხვევაში ისარგებლებენ. ამასთან, დი ბენედეტოს და სენსებს კარგი ურთიერთობება აქვთ და სავარაუდოდ, ერთობლივი ძალებით შეეცდებიან "რომას" ახალ სიმაღლეზე აყვანას.</p><p>ტომას დი ბენედეტო იტალიაში დიდი გეგმებით ჩავიდა, მისი სურვილია, რომ "ჯალოროსი" ევროპის საუკეთესო გუნდი გახდეს და საამისოდ, არც ენერგიას დაიშურებს და არც ფინანსებს. აქედანვე ცნობილია, რომ მალე ახალი სტადიონის პროექტს წარმოადგენს, რომელიც ინგლისური სტილის, სუფთა საფეხბურთო იქნება. ჟურნალისტებთან საუბარში მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გუნდს ხუთი-ექვსი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის დამატება სჭირდება და ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად იაქტიურებს. დიდი პატივისცემა გამოხატა ფრანჩესკო ტოტის მიმართ და არც ვინჩენცო მონტელას დაწყვიტა გული, რომელიც მომავლის მწვრთნელად მონათლა. ბოლოს დავძინოთ, რომ კლუბის პრეზიდენტის პოსტს თავად მფლობელი, ტომას დი ბენედეტო დაიკავებს.</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"