30 ნოემბერს თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის მორიგ ტურში მოქმედ ჩემპიონ "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და 14 ქულით - 69:83 წააგო
30 ნოემბერს თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის მორიგ ტურში მოქმედ ჩემპიონ "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და 14 ქულით - 69:83 წააგო.

ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მწვრთნელმა, მიუხედავად იმისა, რომ შენგელია ყველაზე შედეგიანად ირჯებოდა, მოედანზე მხოლოდ 17 წუთით გაიყვანა.

ბასკონიელთა მწვრთნელმა შენგელია მატჩის ბოლო არასრული 13 წუთი არ ათამაშა, რაც გაუმართლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი კალათბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და ეს ამ მატჩშიც დაამტკიცა, როცა 13 ქულა ჩააგდო. ვიტორიელთა მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელი მას შემდეგ განარიდა მოედანს, რაც თორნიკეს სტამბოლელთა ლიდერ იან ვესელისთან შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა ის ეპიზოდი ისე განიმუხტა, რომ "ბასკონია" არ დაზარალებულა.

ერთი სიტყვით, "ბასკონიამ" მატჩის გადამწყვეტი პერიოდი შენგელიას გარეშე ჩაატარა და უშანსოდაც წააგო. იმ პერიოდში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი დ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულით მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ქართველის აქტივში 1 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც იყო. თორნიკემ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

10 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით "ბასკონია" 16-გუნდიანი ევროლიგის ცხრილში მე-11 ადგილზეა. შემდეგ ტურში ევროლიგაში ქართული დერბია. 7 დეკემბერს შენგელიას "ბასკონია" მალაგაში გიორგი შერმადინის "უნიკახას" დაუპირისპირდება. დღეს კი "უნიკახა" ათენში "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მართალი
ბასკონია შენგელიას გარეშე ვერ წააგებდა,თუ რატომ არ გამოუშვეს? საქართველოს ნაკრებს მაგრად დააკლდა
ქუთაისელი-2
შენგელია უდა გადავიდეს სხვა გუნდში, ტრენერმა ბასკონიის არ იცის მისი ფასი.
gio
და თუ არ სჭირდებოდა მაგ დალოცვილს გამოეშვა ჩვენთან იქნებ გერმანიისთვის მაინც მოგვეგო :))
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე