3 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართება
3 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართება. II ტურის შეხვედრებს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავლენ. 11:00 სთ-ზე ჯეო ჰოლდინგი ელიტა ბურჯს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრაში, ერთმანეთის პირისპირ ენერგო-პრო და ავერსი წარსდგებიან. 13:00 სთ-ზე დაიწყება "ძალოვანთა" დერბი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიას დაუპირისპირდება. 14:00 სთ-ზე აიღებს სტარტს "საბანკო დერბი" ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ბანკის გუნდების მონაწილეობით. ვერცხლის ლიგის II ტურს 19:00 სთ-ზე თბილისის მერიისა და შემოსავლების სამსახურის დაპირისპირება დაასრულებს.

03.12.2017.ვერცხლის ლიგა. II ტური

11:00 Geo Holding - ელიტა ბურჯი

12:00 ენერგო-პრო - ავერსი

13:00 SSPS - ეთა

14:00 ლიბერთი ბანკი - საქართველოს ბანკი

19:00 თბილისის მერია - შემოსავლების სამსახური

სუპერლიგის II ტური 15:00 სთ-ზე, აჭარის ნაკრებისა და თელავის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. 16:30 სთ-ზე გაიმართება სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა - "სტუდენტური დერბი", რომელშიც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდებიან სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებ-გვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა. სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთ თვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე, დათა ფარაჯანაშვილი გახდა. ხოლო ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო, შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი იასონ ხუნდაძე გახდა, რომელსაც JOMA-ს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა.

ტური 18:00 სთ-ზე სფფ-სა და მაუდის შეხვედრით განახლდება. 20:00 სთ-ზე გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტისა და მფკ ნატახტარის დაპირისპირება, ხოლო სათამაშო დღეს ტვ იმედისა და პსპ-ს შეხვედრა დაასრულებს.

03.12.2017.სუპერლიგა. II ტური

15:00 აჭარა - თელავი

16:30 კსუ/CIU - თსუ-ჰიუნდაი

18:00 სფფ - მაუდი

20:00 FC UG - მფკ ნატახტარი

21:00 ტვ იმედი - FC PSP

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, იზოტონური სასმელი OSHEE, რადიო ენერჯი 104.7, ტელეკომპანია "იმედი", GT GROUP, იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა
SBM League 2017/18: 29 ოქტომბერს, მეათე სეზონი აიღებს სტარტს!