<p>ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი: იონინგი, ოლსენი, სოლბაკენი თუ ლაუდრუპი? HSV-ს ამჟამად არმინ ფეეს ყოფილი ასისტენტი მიხაელ იონინგი წვრთნის <br> ბუნდესლიგის „უკანასკნელი დინო“ „ჰამბურგი“, ერთადერთი გუნდი, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა, მეკარის ძებნას იწყებს. საქმე იმაშია, რომ გუნდის დღევანდელი მეკარე ფრანკ როსტი ხელმძღვანელებს გულზე არ ეხატებათ და თანაც, ეს უკანასკნელი ზაფხულში 38 წლის ხდება. შესაბამისად, HშV-ს შეფებმა სერიოზულად დაიწყეს ახალი კიპერის ძებნა და „კიკერის“ ინფორმაციით, მათთვის სასურველი მეკარეების სიაში პირველ ადგილზე „ბაიერნის“ პირველი ნომერი თომას კრაფტია, რომელიც ზაფხულში, შესაძლოა, უფასო იყოს.</p><p>გუნდის ბოსებმა როსტზე (419 თამაში ბუნდესლიგაში) პირველ რიგში მისი ასაკის გამო აიცრუეს გული და ესეც რომ არ იყოს, ფრანკი ყოველთვის კრიტიკულია ხელმძღვანელობის მიმართ, რაც მათ ასევე არ მოსწონთ. რაც შეეხება კრაფტს: „ბაიერნის“ ახალგაზრდა მეკარეს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, კარს მომავალ სეზონშიც მას ანდობენ თუ ახალი მეკარის ყიდვას ეცდებიან. ფაქტია, რომ 22 წლის კრაფტი „ბაიერნის“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არაფრისდიდებით არ დათანხმდება და რაკი ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ბავარიელები ზაფხულში ახალ გოლკიპერს შეიძენენ, „ჰამბურგს“ კრაფტის ხელში უფასოდ ჩაგდების ძალიან კარგი შანსი აქვს. „კიკერის“ ცნობით, ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსებმა კრაფტის აგენტთან უკვე გამართეს პირველი მოლაპარაკებები...</p><p>პარალელურად, ჰამბურგის შეფები დღენიადაგ იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. HSV-ს ამჟამად არმინ ფეეს ყოფილი ასისტენტი მიხაელ იონინგი წვრთნის, რომლის პოსტზე დატოვება ნაღდად არ არის გამორიცხული, მაგრამ როგორც ირკვევა, „ჰამბურგის“ ახალ სპორტულ დირექტორ ფრანკ არნესენს მიაჩნია, რომ უმჯობესია, გუნდი სკანდინავიელ მწვრთნელს ჩააბაროს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, არნესენის ფავორიტები მისი თანამემამულე მიქაელ ლაუდრუპი და ნორვეგიელი სტალე სოლბაკენი არიან. გაირკვა, რომ არნესენი ორივეს შეხვდა და ესაუბრა. მათ გარდა, არნესენი დანიის ნაკრების თავკაც მორტენ ოლსენზეც სერიოზულად ფიქრობს.</p>
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს