ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლიგა. XIV ტური: ბარსელონოლოგი ასპასი და ყველაზე უხეში რამოსი [VIDEO]

ლა ლიგა. XIV ტური: ბარსელონოლოგი ასპასი და ყველაზე უხეში რამოსი [VIDEO]

ამ ტურში გრანდებს ფეხი დაუცდათ, რითაც ყველაზე კარგად "ატლეტიკომ" ისარგებლა
ამ ტურში გრანდებს ფეხი დაუცდათ, რითაც ყველაზე კარგად "ატლეტიკომ" ისარგებლა. დიეგო სიმეონეს გუნდი მხოლოდ ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ "ვალენსიას" და "რეალს" ორი ქულით უსწრებს. ლიდერთა ოთხეულის სხვა წევრებმა ქულები დაკარგეს...

ბარსელონა-სელტა

"ვალენსიასთან" ფრის შემდეგ ყველას ეგონა, რომ ლიდერი მოიგებდა, მით უფრო, რომ "კამპ ნოუზე" თამაშობდა, მაგრამ "ბარსას" მეტოქედ ვიგოს "სელტა" ჰყავდა.

უცნაურია, მაგრამ ბოლო წლებში კატალონიელების წინააღმდეგ გრანდები უფრო შიშით თამაშობენ, ვიდრე ეს გალისიური გუნდი, ხოლო მათი ლიდერი იაგო ასპასი ჩამოყალიბებული "ბარსელონოლოგია" - მან მორიგი გოლი გაუტანა "ბარსას", ბოლოს კი საგოლე პასით "სელტასთვის" ქულაც იხსნა - 2:2. ასპასს ძალიან სურს მუნდიალზე თამაში და, ვფიქრობთ, მისი პრეტენზია საფუძვლიანია.

"სელტას" წინააღმდეგ, ტრადიციულად, ძლიერად ითამაშა ლეო მესიმ, რომლის გოლმაც პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩში სამი ტრავმა ვიხილეთ - სამუელ უმტიტიმ შესაძლოა, ორი თვე გამოტოვოს, ხოლო სერხი გომესმა ლუის სუარესთან დუელში მხარი ამოიგდო და ისიც საკმაო ხანს გამოტოვებს. შედარებით იოლად გადარჩა ანდრეს ინიესტა, რომელმაც გამოცვლა თავადვე ითხოვა. მაშ ასე, იაგო ასპასმა და კომპანიამ ლა ლიგას ინტრიგა დაუბრუნა!

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ჩვენ შეგვეძლო 3:1 დავწინაურებულიყავით, სინამდვილეში კი იმ ეპიზოდში უმტიტის ტრავმა მივიღეთ. ამის მერე მომენტები პიკეს, პაკოს, პაულინიოს და მესის ჰქონდათ, მაგრამ მათ ისინი ვერ გამოიყენეს. "სელტამ" თამაში კარგად დაიწყო. თამაშის სადავეები ძლივს დავიბრუნეთ, ეს მათი პირველი გოლის მერე მოხდა. უკვე ჩვენ ვდომინირებდით, როცა ის ეპიზოდი მოხდა, რომელმაც ქულები დაგვაკარგვინა".

ხუან კარლოს უნსუე (სელტა): "თუ "კამპ ნოუდან" რაიმე შედეგის წაღება გსურს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ითამაშო გუნდურად და ინტენსიურად გამოიყენო ფლანგები. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ აქ თამაში ყოველთვის უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სხვაგან. მაქსი გომესი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და უკვე 7 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, ეს კი შთამბეჭდავია. მოგება ფანტასტიკური იქნებოდა, მაგრამ "ბარსასთან" ფრეც კარგი შედეგია".

Video

02.12.17 ბარსელონა-სელტა 2:2

ფაქტები

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინათ, 3 დეკემბერს ვერ მოიგო. მაშინ "რეალს" 1:1 ეთამაშა.

ბოლო ორ სეზონში "სელტამ" "ბარსელონას" 12 გოლი გაუტანა, მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბმა ესპანეთში.

ჟორდი ალბამ ლუის სუარესს კარიერაში მე-11-ედ გაატანინა გოლი.

ლეო მესიმ "სელტასთან" ბოლო 3 დაპირისპირებაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

იაგო ასპასმა (სელტა) ბოლო 4 თამაშში "ბარსას" 4 გოლი გაუტანა.

"სელტა" ერთადერთი კლუბია ლა ლიგაში, რომელმაც წინა სამ სეზონში, ერთხელ მაინც შეძლო "ბარსელონას" დამარცხება.

ატლეტიკო-რეალ სოსიედადი

დიეგო სიმეონეს გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და "რეალ სოსიედადთან" თამაში შემოატრიალა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს ანტუან გრიზმანმა გაიტანა ახლო მანძილიდან, მაგრამ ყოფილი გუნდის კარში გოლი მას არ უზეიმია. მანამდე იყო იან ობლაკისა და მიკელ ოიარზაბალის დუელი, რის გამოც პენალტი დაინიშნა და ვილიან ჟოზემ დააწინაურა ბასკური გუნდი. მეორე ტაიმში კი ბრაზილიელმა ფილიპე ლუიშმა შორი მანძილიდან გაათანაბრა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკო" ყოველთვის უნდა თამაშობდეს მონდომებით. ამიტომ ჩვენ გახარებულები ვართ, რომ საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ მძიმე სიტუაციაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა. მეორე ტაიმში შეცდომები კი გვქონდა, მაგრამ ძალიან მონდომებულები ვიყავით. ჩემპიონატი ძალიან გრძელია, ჩვენ არასოდეს ვიყურებით მომდევნო მატჩზე წინ".

Video

02.12.17 ატლეტიკო-სოსიედადი 2:1

ფაქტები

"ატლეტიკომ" საკლუბო რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 18 მატჩი არ წაუგია ლა ლიგაში.

ვილიან ჟოზემ პრიმერაში პირველად გაიტანა ზედიზედ 4 მატჩში.

იან ობლაკმა "ატლეტიკოში" თამაშისას პირველი პენალტი გაუშვა ჩემპიონატის მატჩში.

ბილბაო-რეალი

"სან მამესზე" რომ მოეგო, "რეალი" ლიდერთან ჩამორჩენას 6 ქულამდე შეამცირებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "სამეფო კლუბში" ყველაფერი წესრიგში ვერ არის - ის კი არა, ბოლო წუთებზე სერხიო რამოსის გაძევების გამო "რეალს" ქულის გადარჩენაზე უწევდა ზრუნვა - 0:0.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "გასულ წელთან შედარებით ჩვენი შედეგები შეიცვალა ლა ლიგაში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შეიცვალა თამაში. გასულ სეზონში ბევრი იყო ისეთი თამაში, რომელიც ბოლო წუთებზე მოვიგეთ, ახლა კი ასეთებს ვერ ვიხსენებ. დამწუხრებული ვარ, თუმცა სანერვიულო არაფერია - კარგად ვითამაშებთ და გოლებსაც გავიტანთ. ამ თამაშში კი ჩვენ მეტი დავიმსახურეთ. რამოსს მიაჩნია, რომ ბარათი არ დაიმსახურა, მაგრამ ჩვენ ახლა ვერაფერს შევცვლით".

Video

02.12.17 ბილბაო-რეალი 0:0

ფაქტები

ლუკა მოდრიჩმა (რეალი) ლა ლიგაში 150-ე მატჩი ითამაშა.

სერხიო რამოსი (რეალი) გახდა ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ გააძევეს (19).

"რეალმა" ზუსტად იმ შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც მოიგო ლიგის ფინალი ივნისში.

"რეალმა" 14 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები ქულა (28) დააგროვა 2008/09 წლების სეზონის შემდეგ.

კრიშტიანო რონალდომ ახალ "სან მამესზე" მეხუთე თამაშშიც ვერ გაიტანა.

ერთიც და "სევილია" ლა ლიგაში მეათასე მატჩს მოიგებს. ეს შეიძლება "სანტიაგო ბერნაბეუზეც" მოხდეს, რადგან შემდეგ ტურში ანდალუსიური კლუბი სწორედ "რეალს" სტუმრობს. მანამდე კი ნოლიტოს ორი საგოლე პასით ვისამ ბენ იედერმა და შეცვლაზე შესულმა მიკაელ კრონ-დელიმ ისარგებლეს და "სანჩეს პისხუანზე" "დეპორტივო" დაამარცხეს - 2:0.

გუნდის თავკაცი ედუარდო ბერიცო კი პროსტატის სიმსივნეს ებრძვის. არგენტინელმა ოპერაცია გაიკეთა და ის თამაშის დღეს გაწერეს საავადმყოფოდან. ბერიცო სამშობლოში გაივლის რეაბილიტაციის პროცესს.

წააგო "ბარსას" მდევარმა "ვალენსიამ", რომელიც საათზე მეტხანს რიცხობრივ უპირატესობაში ეთამაშა "ხეტაფეს", მაგრამ გოლი აქეთ გაუშვა - თავი რიკოშეტის დახმარებით მარკელ ბერგარამ გამოიჩინა.

სხვა ფაქტები

"ლევანტე" ესპანეთში ერთადერთ კლუბად რჩება, რომელსაც "ლა როსალედაზე" უთამაშია, მაგრამ არ მოუგია.

"სევილიამ" ლა ლიგაში 999-ე მატჩი მოიგო.

ვისამ ბენ იედერმა (სევილია) ბოლო 6 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 6 გოლი გაიტანა.

მიკაელ კრონ-დელიმ (სევილია) ლა ლიგაში პირველად გაიტანა საჯარიმოს გარედან.

"ვალენსიამ" სეზონში პირველი მარცხი იწვნია. მარსელინომ პირველად წააგო "ვალენსიას" თავკაცის რანგში.

ნორდინ ამრაბატი (ლეგანესი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც შეცვლაზე შევიდა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

დანი რაბამ პირველად ითამაშა "ვილიარეალის" სასტარტოში და გოლიც გაიტანა.

ლა ლიგა. XIV ტური

მალაგა-ლევანტე 0:0

ბარსელონა-სელტა 2:2

გოლები: 0:1 ასპასი (20), 1:1 მესი (22), 2:1 ლ. სუარესი (62), 2:2 მ. გომესი (70)

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი (72. ვერმალენი), ალბა - რაკიტიჩი (79. პ. ალკასერი), პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა (53. დ. სუარესი) - მესი, ლ. სუარესი

ატლეტიკო-სოსიედადი 2:1

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (29-პენ), 1:1 ფილიპე ლუიში (63), 2:1 გრიზმანი (88)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - თომასი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (70. ფერეირა-კარასკო), გაბი, საულ ნიგესი, კოკე - გრიზმანი (91. ა. ფერნანდესი), გამეირო (70. ფ. ტორესი)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ა. ელუსტონდო, ი. მარტინესი, როდრიგეში - ილიარამენდი, ზუბელდია, ზურუტუზა - ჩაბი პრიეტო (70. კანალესი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (90. ველა)

სევილია-დეპორტივო 2:0

გოლები: 1:0 ბენ იედერი (45), 2:0 კრონ-დელი (78)

სევილია (4-3-3): სორია - მერკადო, გაისი, ლონგლე, ესკუდერო - ბანეგა (85. ხესუს ნავასი), პისარო, ფ. ვასკესი (69. კრონ-დელი) - სარაბია, ბენ იედერი, ნოლიტო (87. ხ. კორეა)

ბილბაო-რეალი 0:0

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი (72. ლეკუე), ეჩეიტა, ნუნიესი, ბალენზიაგა - იტურასპე (39. სან ხოსე), მ. რიკო - ვილიამსი (83. კორდობა), რაულ გარსია, სუსაეტა - ადურისი

რეალი (4-3-2-1): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო (82. კოვაჩიჩი), რონალდო - ბენზემა (82. მაიორალი)

გაძევება: ს. რამოსი (86)

ლეგანესი-ვილიარეალი 3:1

გოლები: 0:1 რაბა (60), 1:1 დ. რიკო (72), 2:1 ელ ჟარი (81), 3:1 გაბრიელი (93)

ხეტაფე-ვალენსია 1:0

გოლი: 1:0 ბერგარა (66)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, ვეზუ, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (46. ნაჩო), ა. პერეირა (63. მინა) - როდრიგო, ძაძა

გაძევება: არამბარი (25. ხეტაფე)

ეიბარი-ესპანიოლი 3:1

გოლები: 1:0 კიკე (9), 2:0 ალეხო (38), 3:0 ხორდანი (69-პენ), 3:1 ენრიჩი (79. ს.კ.)

ლას პალმასი-ბეტისი 1:0

გოლი: 1:0 კალიერი (19)

ორშაბათი, 4 დეკემბერი

ჟირონა-ალავესი 23:59

ბომბარდირები: 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - იაგო ასპასი (სელტა), როდრიგო (ვალენსია).

მომდევნო ტური

8 დეკემბერი: ალავესი-ლას პალმასი;

9 დეკემბერი: ხეტაფე-ეიბარი, რეალი-სევილია, დეპორტივო-ლეგანესი, ვალენსია-სელტა;

10 დეკემბერი: რეალ სოსიედადი-მალაგა, ბეტისი-ატლეტიკო, ლევანტე-ბილბაო, ვილიარეალი-ბარსელონა;

11 დეკემბერი: ესპანიოლი-ჟირონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

[VIDEO] მიქაუტაძეს ბრწყინვალე გოლამდე სულ ცოტა დააკლდა- "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო

[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა

[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო

იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი

იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს

გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა

"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება

"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"

იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო

"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა

"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს

[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა

ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია

ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა

31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე

"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა

[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა

[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო

გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა