"ბორჯღალოსანი" კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბიში ითამაშებს
"ბორჯღალოსანი" კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბიში ითამაშებს.

30 წლის მორაგბემ იაპონურ "სანვულვზთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერრაგბის კლუბს 1-ლი იანვრიდან შეუერთდება. ამ ტრანსფერში უდიდესი როლი მილტონ ჰეიგს მიუძღვის, რომელმაც ბრეგვაძე იაპონელებს დააკავშირა.

"აგვისტოში მილტონ ჰეიგს მისი მეგობარი ჯეიმი ჯოზეფი დაუკავშირდა, რომელიც იაპონიის ნაკრებისა და "სანვულვზის" მთავარი მწვრთნელია და უთხრა, რომ პირველი და მეორე ხაზის მოთამაშეებს ეძებდა. მილტონმა ეს წინადადება მე გამაცნო და ჩემი აგენტის მეშვეობით მოლაპარაკება დაიწყო, რომელიც მალევე წარმატებით დასრულდა და იაპონელებთან კონტრაქტი გავაფორმე. მისი მოქმედება პირველ იანვარს იწყება და "სანვულვზში" ერთ სეზონს გავატარებ, მერე კი ვნახოთ, რა როგორ იქნება" - ამბობს ბრეგვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სუპერრაგბის სათამაშო ტემპს ალღოს მალე აუღებს:

"ფიზმომზადების მწვრთნელთან მიმოწერა მქონდა და მითხრა, რა კონდიციებია საჭირო იქ სათამაშოდ. რასაც აქ ვვარჯიშობთ და რა მოთხოვნებიც აქ გვაქვს, მასსა და ახალ მოთხოვნებს შორის დიდი განსხვავება არაა. იაპონელი ფიზმომზადების მწვრთნელი ჩვენს ფიზმომზადების მწვრთნელთან, ირაკლი ჭყონიასთან დავაკავშირე და წასვლამდე მომზადებას მასთან გავივლი. ველოდები ვიზას და იანვრიდან ახალ გუნდს შევუერთდები".

იყო პირველი - ეს ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და ბრეგვაძეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გაცნობიერებული:

"სუპერრაგბიში თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. იაპონიის ნაკრები ახლახან ფრედ ეთამაშა საფრანგეთს, შარშან ცოტა დააკლდა უელსთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა სამხრეთი აფრიკა, ხოლო "სანვულვზი" იაპონიის ნაკრების საბაზო გუნდია. მომიწევს თამაში ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი, ავსტრალიელი და არგენტინელი ვარსკვლავების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ვიქნები პირველი ქართველი სუპერრაგბიში და უნდა დავამტკიცო, რომ თუ ვთამაშობთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ამის გაკეთება სუპერრაგბიშიც შეგვიძლია. ვფიქრობ, იქ ინგლისზე უფრო მაღალი სათამაშო ტემპია, მაგრამ თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, ორი-სამი თამაშის შემდეგ ამ ტემპს ალღოს ავუღებ და ყველაფერი კარგად იქნება".

ჯაბა ბრეგვაძეს 2012-14 წლებში საფრანგეთში, ტოპ 14-ის "ტულუზში", ხოლო 2015-17 წლებში ინგლისის პრემიერშიფის "ვუსტერში" უთამაშია. წელს ის დიდ 10-ში თბილისის "ლოკომოტივის", ხოლო ჩელენჯ ქაფზე კრასნოიარსკის "კრასნი იარის" ღირსებას იცავდა.

ჯაბამ "ბორჯღალოსნების" რიგებში 49 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ორ მსოფლიო თასზე (2011, 2015) ითამაშა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
თუ მანდ გზა გავიკვალეთ,მაშინ ექვს ერსაც გადავასწრებთ მალე.
borka
არა ზე 14 საფრანგეტი 2 რეზე პრო2 მესამეზე
Ot
ევროპაში საფრანგეთს და ინგლისს, ბოლო ორი-სამი წელია სულ ცოტათი, მაგრამ მაინც ინგლისის ჩემპიონატმა გადაუსწრო, ძირითადად "სარასენსის" და "ჰარლეკინსის" მეოხებით.
vaxo
სადაც ჯაბა გადავიდა, ზუსტად ეგ არის ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატი. კლუბი იაპონურია, მაგრამ მონაწილეობს ზე რაგბში, სადაც თამაშობენ ზელანდიური, ავსტრალიური და სამხრეთ აფრიკული გრანდები.
guri
მაგარია, მაგარი, ნამდვილად, ეს ერთი და სხვა მრავალი.
gogi
ვინც კარგად ერკვევით რაგბში ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატი რაგბში რომელ ქვეყანას აქვს საფრანგეთს ?
ანდრი
ძალიან სასიხარულო ამბავია! საღოლ მილტონი, და ჯაბას დიდ წარმატება! ეს ერთი და სხვა მრავალი :) სუპერ რაგბიში ექვს ერზე ადრე შევედით :):):)
hasheem
მშვენიერი სიახლეა, წარმატებები ჯაბას და ქართულ რაგბს!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბიში" ითამაშებს!
ოფიციალურად: ნიკოლოზ ხატიაშვილი "სანვულვზში" ჩაირიცხა
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა