არნემის “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობამ საქართველოს ნაკრების წევრს კონტრაქტი 2013 წლამდე გაუხანგრძლივა
არნემის “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობამ გურამ კაშიასა და იაპონელ მიჩიჰირო იასუდას კონტრაქტები 2013 წლამდე გაუხანგრძლივა. საქართველოს ნაკრების წევრს, ისევე, როგორც იასუდას, ერედივიზიონის გუნდთან ხელშეკრულება ოფციონის წესით (1+2) ჰქონდა გაფორმებული. თუმცა სეზონი ჯერ არ დასრულებულა და არნემელებმა ორივეს შენარჩუნებაზე იზრუნეს.

“ვიტესის” ვებგვერდმა ინფორმაცია 29 მარტს გაავრცელა. როგორც ჩანს, გურამმა კონტრაქტი სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლამდე გააფორმა.

მართალია, კაშია გუნდში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დღეს, 31 აგვისტოს დაიმატეს, მაგრამ “ვიტესში” უკვე 22 შეხვედრის ჩატარება და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კაშიას სატრანსფერო ფასიც: თუ ჰოლანდიაში გადასვლამდე ცნობილი გერმანული სააგენტო “ტრანსფერმარკეტი” ქართველი მცველის ტრანსფერს 300 ათას ევროდ აფასებდა, ახლა ნახევარი მილიონით, 800 ათას ევრომდე გააძვირა.

დღეს გურამ კაშიას “ვიტესში” მისთვის უჩვეული პოზიციაზე, მარჯვენა მცველად ათამაშებენ. ტროლეიბუსზე ანეკდოტის არ იყოს, ცენტრალურ მცველად რომ ეთამაშა, იქნებ, სამუდამო კონტრაქტიც შეეთავაზებინათ?

შეგახსენებთ, რომ “ვიტესში” ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ თამაშობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი ჭანტურია. მას 18 აპრილს 18 წელი შეუსრულდება, ზაფხულამდე კი კონტრაქტის გაფორმებისა და ჰოლანდიაში თამაშის უფლებას მიანიჭებენ.

ერედივიზიონის აუტსაიდერმა “ვიტესმა” კი იმდენი მოახერხა, რომ ფსკერიდან თავი დაიძვრინა, 29 ქულით 15-ე ადგილზე აინაცვლა და უახლოეს მდევარ “ეკსელსიორს” 7 ქულით გაასწრო.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა