ქართველი ფეხბურთელების მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი
ქართველი ფეხბურთელების მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი.

მაგრამ თუ გადავხედავთ 23 წლამდე ქართველ ფეხბურთელებს, გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა, სხვა ღირებულებებზე არ გაცვლიან სპორტულ ასპარეზს.

გთავაზობთ 10 23 წლამდე ქართველ ფეხბურთელს, რომლებიც გერმანულ გამოცემა transfermarkt-ზე ამ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებულნი არიან.

10. ვაკო გვილია ("ბატე") - 23 წლის - 500 000 ევრო - ქართველ ნახევარმცველს ბოლო სეზონია, არ ეძლევა კლუბში თამაშის საშუალება, არადა, საქართველოს ნაკრებში თავის პოზიციაზე ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ვაკო ნაკრებში ყოველთვის კარგი თამაშით და გარჯით გამოირჩევა.

9. საბა ლობჟანიძე ("რანდერსი") - 22 წლის - 550 000 ევრო - საბას სხვადასხვა მიზეზის გამო უთამაშებლობა საქართველოს ჩემპიონატშიც და დანიის სუპერლიგაშიც გამოუცდია, მაგრამ როგორც კი მინდორზე გასულა, დაუმტკიცებია, რომ მუდმივად იმსახურებს ძირითად შემადგენლობას. იმის მიუხედავად, რომ "რანდერსი" არ არის წარმატებული კლუბი, ლობჟანიძე მაინც ახერხებს თავის გამოჩენას და მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

8. ჯიმი ტაბიძე ("უფა") - 21 წლის - 600 000 ევრო - ტაბიძე ყოველთვის ახერხებს უცხოური კლუბებისგან ყურადღების მიქცევას. მან თავი დაიმკვიდრა რუსეთის პრემიერლიგაში და ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველადაც ითვლება.

7. ლაშა დვალი ("პოგონი") - 22 წლის - 600 000 ევრო - ლაშა კლუბების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. თუ მის სატრანსფერო ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მის საფეხბურთო ასპარეზზე 9 კლუბი ფიგურირებს უკვე. მიუხედავად ამისა, მან შეძლო "პოგონში" თავის დამკვიდრება და პოლონეთის ექსტრაკლასაში შეუცვლელად ასპარეზობს.

6. ოთარ კიტეიშვილი ("დინამო") - 21 წლის - 650 000 ევრო - ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" რიგებს შემორჩა. რამდენად მოახერხებს მის შენარჩუნებას თბილისური კლუბი სამომავლოდ, ძნელი სათქმელია. კიტეიშვილის ნიჭზე ისიც მეტყველებს, რომ მის მიმართ ინტერესს ვლადიმირ ვაისიც იჩენს და საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

5. გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო") - 21 წლის - 650 000 ევრო - 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა, ეს არის მისი მონაგარი ეროვნულ ლიგაში. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და უკვე ზაფხულში მის მიმართ ინტერესს გერმანული, ჰოლანდიური და დანიური კლუბები იჩენდნენ.

4. გიორგი არაბიძე ("შახტარი) - 19 წლის - 700 000 ევრო - არაბიძის მიმართ დღემდე არსებობს იმედები. ის ჯერ კიდევ დონეცკური კლუბის 21-წლამდელებში რჩება და რთული სავარაუდოა, რომ ის მთავარ შემადგენლობაში ვიხილოთ. ქართველი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი, ალბათ, ზამთარშივე კლუბის გამოცვლა იქნება, რადგან ის ახალგაზრდულშიც ვერ ბრწყინავს და სხვა სათამაშო ასპარეზმა შეიძლება უფრო გახსნას.

3. ნიკა კაჭარავა ("კორონა") - 23 წლის - 700 000 ევრო - ფაქტია, რომ ეროვნულ ნაკრებში თავსამსხმელის პრობლემის გადაჭრა ნიკას შეუძლია, რადგან მას ყველანაირი მონაცემი აქვს, იყოს იდეალური ფორვარდი. სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა ტრავმა და უკვე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კაჭარავა ორჯერ მოხვდა პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურში.

2. გიორგი აბურჯანია ("სევილია B") - 22 წლის - 800 000 ევრო - აბურჯანიას მთავარი შეცდომა ალბათ ცუდი საფეხბურთო აგენტია, რადგან როცა ის ბრწყინავდა "ხიმნასტიკში", მოხვდა "სევილიას" მეორე გუნდში, სადაც სრულყოფილად დღემდე ვერ დაიმკვიდრა თავი. ფაქტია, მას განვითარების შესაძლებლობა ანდალუსიურ კლუბში არ ეძლევა და ახალი საფეხბურთო ასპარეზი იდეალური ვარიანტი იქნებოდა მისთვის.

1. გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი") - 18 წლის - 1 200 000 ევრო - ჩაკვეტაძეზე ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა, მაგრამ ფაქტია, რომ "გენტი" არ არის ის გუნდი, სადაც უნდა ითამაშოს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ამჟამად ტრავმა აქვს და გამოჯანმრთელების მიუხედავად, რამდენად მოხვდება ბელგიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში, ეს კიდევ საკითხავია.

ჯიჯის
ფიალას არ იმსახურებენ მართალია. ჭიქა ან ყანწი
ფეოლა ( ფოთი )
ჩაკვეტაძე ფიფიამ გაწირა ამისათვის ფიფია უნდა დაისაჯოს , ჩაკვეტაძე ფიფიამ გაყიდა როგორც რიგითი მონა, ფიფია გასაგდებია ქართული ფეხბურთიდან
sandrik
ჯიჯე თუ ჯიჯი, ძმაო გამოცემა transfermarkt-ს ეკითხები თუ დიმიტრია ყიფიანს, როცა სვავ კითხვას -"საიდან მოგაგვთ ეს თანხები". საიდან და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, კვახების საიტიდან არის მოტანილი. მოსულა?
მორაგბე
იმაზე რატომ არ ამბობთ არაფერს მორაგბეებს რამდენი აქვთ ხელფასი კლუბებში? ფეხბურთელებთან შედარებით კაპიკები. ამათგან ყველაზე ცუდ გუნდში მოთამაშესაც კი მამუკა გორგოძეზე მაღალი ხელფასი აქვს. ნაკრებში კი უფრო მეტს უხდიან და მაგიტომ თამაშობენ მორაგბეები :)
ჯიჯი.
საიდან მოგაგვთ ასეთი თანხები, თითო ნული დააკელით. თქვენ თუ დაგიჯერებთ ქართულ ფეხბურთს ეშველება უახლოეს 10 წელიწადში. უბედურება ისაა, რომ აქ მაინც არ ითამაშებენ, ფეხებს უფრთხილდებიან, ტრამვების გამო, ფული ურჩევნიათ ქვეყნის ღირსებას, სიყვარულს და სახელს, მორაგბეებისაგან განსხვავებით.(საინტერესოა მორაგბეები რატომ არ იხევენ უკან, არ ეშინიათ ტრამვების თუ...)მარა სული და გული აქვთ ქართული. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს კანონით უნდა აეკრძალოთ საქართველოს სადღეგრძელოს თქმა და ფიალის დალევა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა