ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დასრულდა ჩვენთვის ძალიან კარგად -  დავით ხოჭოლავას "შახტარმა" საშინაო ასპარეზზე მოუგო "მანჩესტერ სიტის" და სანუკვარი პლეი ოფის საგზური ჯიბეში ჩაიდო.

საქართველოს ნაკრების მცველი მინდორზე 89-ე წუთზე გამოჩნდა...

რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩვენებურის წარმატება. მით უმეტეს, გაგვიიშვიათდა წარმომადგენლები ისეთ კლუბებში, მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძვიან.

არადა, "შახტარმა" ჯგუფში ჩატოვა "ნაპოლი", რომელიც დღეს ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

გუშინ ბევრი არ იყო ისეთი შეხვედრა, რომელიც რამეს წყვეტდა. ერთ-ერთი გამონაკლისი სწორედ "შახტარი"-"სიტი" იყო. დონეცკელებს არ უნდა წაეგოთ, მაგრამ შერეული შემადგენლობით მოთამაშე პრემიერლიგის ლიდერთან გეგმა სულაც გადაჭარბებით შეასრულა და გაიმარჯვა.

უნდა აღინიშნოს, რომ "მანჩესტერთან" გასამართი დერბის წინ პეპ გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობის არაერთ ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება. ჩანდა, "სიტიმ" ბოლომდე არ მოინდომა, ამან კი დონეცკელთა წისქვილზე დაასხა წყალი.

ანგარიში ბრაზილიის ნაკრების წევრობის კანდიდატმა ბერნარდმა გახსნა. ამას ისმაილის გოლი მოჰყვა. მკითხველი დაგვეთანხმება: თუ რომელიმე რგოლს "შედარებით სუსტი" შეიძლება ეწოდოს "სიტიში", ეს უდავოდ დაცვაა.

გუშინ მანჩესტერელთა უკანა ხაზი გასაგები მიზეზების გამო არეული იყო. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა მეკარე ედერსონის თამაში. კარიდან მისი არასწორი გამოსვლა ინგლისურ კლუბს გოლადაც დაუჯდა...

ინგლისელებმა სულ ბოლოს შეამცირეს სხვაობა. სერხიო აგუერომ თერთმეტმეტრიანი შეაგდო, მაგრამ ამას "შახტარის" შანსებზე არ უმოქმედია. დონეცკურმა კლუბმა დამსახურებულად მოიპოვა პლეი ოფში თამაშის უფლება.

არაფერს წყვეტდა "რეალისა" და "დორტმუნდის" მადრიდული მატჩი, მაგრამ ტრადიციულად, სანახაობა შედგა. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ალბათ ბოლო საევროთასო შეხვედრა ჩაატარა გერმანულ გრანდში და ის ან "ლივერპულში" წავა, ან სწორედ "რეალში", რომელსაც გუშინ ორი გოლი გაუტანა. მასზე ამბობენ, მთელი ძალით აღარ თამაშობს ბუნდესლიგაშიო. გუშინ ითამაშა, "რეალთან"...

ძალიან ღია თამაშში "რეალი" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მძინარე "ობამ" გამოიღვიძა. ვინ იცის, ის იქნებ მომავალ კლუბს აწონებდა თავს. ბრძოლა ბრძოლად და, ალბათ, პიტერ ბოშის დორტმუნდული სკამი კიდევ უფრო შეირყა - გუნდმა სამარცხვინოდ, ორი ქულით დაასრულა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაში და ევროპალიგაზეც მხოლოდ იმიტომ გადაინაცვლა, რომ ჯგუფში ბეჩავი აპოელ-ი ჰყავდა, რომელმაც ზუსტად იმდენივე ქულა მოაგროვა, რამდენიც მისმა მეტოქემ. "რეალს" კი საწყენად მხოლოდ ის თუ დარჩება, რომ პირველი ადგილი "ტოტენჰემთან" ფიცხელ ბრძოლაში დათმო...

ლამაზი შოუ შედგა "ენფილდზე", სადაც "ლივერპულმა" რუსეთის "სახალხო გუნდი" სახალხოდ შეარცხვინა - 7:0. აღსანიშნავია ფელიპე კოუტინიოს ჰეთ თრიკი.

E ჯგუფი

მარიბორი-სევილია 1:1

გოლები: 1:0 ტავარეში (10), 1:1 განსო (75)

მარიბორი (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - მილეცი, სულერი, ბილონგი, ვილერი - ვრჰოვეცი - ბაიდე, პიჰლერი (79. ვრშიჩი), კაბა, ბოჰარი (90. ჰოტიჩი) - ტავარეში.

სევილია (4-3-3): რიკო - მერკადო (70. ნავასი), კიაერი, ლენგლე, ესკუდერო - პისარო, კრონ-დელი (59. განსო), ბანეგა - სარაბია, კორეა, ბენ იედერი (76. მურიელი).

ლივერპული-სპარტაკი 7:0

გოლები: 1:0 კოუტინიო (4-პენ), 2:0 კოუტინიო (15), 3:0 ფირმინო (19), 4:0 მანე (47), 5:0 კოუტინიო (50), 6:0 მანე (76), 7:0 სალაჰი (80)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ლოვრენი (60. ალექსანდერ-არნოლდი), კლავანი, მორენო (45. მილნერი) - ვეინალდუმი, ჩანი, კოუტინიო - სალაჰი, ფირმინო (72. სტარიჯი), მანე.

სპარტაკი (4-2-3-1): სელიხოვი - ეშჩენკო, ტასკი, ბოკეტი, ჯიქია (60. პაშალიჩი) - გლუშაკოვი, ფერნანდო - ზობნინი, ადრიანო, პრომესი (75. სამედოვი) - ზე ლუიში (51. მელგარეხო).

Video

06.12.17. ლივერპული - სპარტაკი 7:0

F ჯგუფი

ფეიენოორდი-ნაპოლი 2:1

გოლები: 0:1 ზელინსკი (2), 1:1 იორგენსენი (33), 2:1 სტ. ჯუსტი (90)

ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი - ნიუვკოოპი (76. სტ. ჯუსტი), ვან ბეეკი, ტაპია, მალასია - ამრაბატი, ტოონსტრა, ვილენია - ბერგჰუისი (72. ლარსონი), ბუტიუსი, იორგენსენი.

ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო (64. მარიო რუი), ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი - ალანი (60. როგი), დიავარა, ჰამშიკი - კალიეხონი (74. უნასი), ზელინსკი, მერტენსი.

გაძევება: ვილენია (83. ფეიენოორდი)

Video

06.12.17 ფეინოორდი – ნაპოლი 2:1

შახტარი-მანჩესტერ სიტი 2:1

გოლები: 1:0 ბერნარდი (26), 2:0 ისმაილი (32), 2:1 აგუერო (90+2-პენ)

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიტსკი, ისმაილი (64. ასევედო) - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი (82. კოვალენკო), ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა (89. ხოჭოლავა).

სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, ადარაბიოიო, მანგალა, ფოდენი - გიუნდოგანი, ფერნანდინიო (70. აგუერო), ტურე - ბერნარდო სილვა, სანე (62. დიასი), გაბრიელ ჟეზუში.

Video

06.12.17. შახტარი - მანჩესტერ სიტი 2:1

G ჯგუფი

ლაიპციგი-ბეშიქთაში 1:2

გოლები: 0:1 ნეგრედო (10-პენ), 1:1 კეიტა (87), 1:2 ტალიშკა (90)

ლაიპციგი (4-4-2): გულაში - კლოსტერმანი, ილსანკერი, ორბანი (71. კომპერი), ჰალსტენბერგი (66. ბერნარდო) - კამპლი (74. კაიზერი), კეიტა, დემე, ბრუმა - აუგუსტინი, ვერნერი.

ბეშიქთაში (4-2-3-1): ზენგინი - უისალი (51. ადრიანო), მიტროვიჩი, ტოშიჩი, ერქინი - მედელი, ოზიაკუპი - ლენსი, ტალიშკა, პეკტემეკი (68. ჩინარი) - ნეგრედო (80. ტოსუნი).

გაძევება: ილსანკერი (82. ლაიპციგი)

Video

06.12.17 ლაიპციგი – ბეშიქთაში 1:2

პორტუ-მონაკო 5:2

გოლები: 1:0 აბუბაკარი (9), 2:0 აბუბაკარი (33), 3:0 ბრაჰიმი (45), 3:1 გლიკი (61-პენ), 4:1 ტელიესი (65), 4:2 ფალკაო (78), 5:2 სოარეში (88)

პორტუ (4-3-3): ჟოზე სა - რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ტელიესი - დ. პერეირა, ერერა, ანდრე (42. რეიესი) - მარეცგა (67. კორონა), ბრაჰიმი, აბუბაკარი (74. სოარეში).

მონაკო (4-2-3-1): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო - მეიტე (66. მოუტინიო), ნდორამი - რონი ლოპესი, კარილიო (66. ფალკაო), გეზალი - დიახაბი (72. კეიტა).

გაძევება: ფელიპე (38. პორტუ), გეზალი (38. მონაკო)

Video

06.12.17. პორტუ - მონაკო 5:2

H ჯგუფი

რეალი-დორტმუნდი 3:2

გოლები: 1:0 მაიორალი (8), 2:0 რონალდო (12), 2:1 ობამეიანგი (43), 2:2 ობამეიანგი (49), 3:2 ლუკასი (81)

რეალი (4-3-3): ნავასი - ნაჩო, რამოსი, ვარანი (38. ასენსიო), ტეო ერნანდესი - ისკო (69. ლორენტე), კაზემირო, კოვაჩიჩი (58. სებალიოსი) - ლუკასი, რონალდო, მაიორალი.

დორტმუნდი (3-4-3): ბურკი - პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, შმელცერი - ბარტრა (80. ტოპრაკი), შაჰინი (65. ვაიგლი), დაჰუდი, გერეირო - პულიშიჩი, კაგავა (90. იარმოლენკო), ობამეიანგი.

Video

06.12.17. რეალი - ბორუსია (დ) 3:2

ტოტენჰემი-აპოელ-ი 3:0

გოლები: 1:0 ლორენტე (20), 2:0 სონი (37), 3:0 ნკუდუ (80)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ორიე, ფოიტი, სანჩესი, როუზი (70. უოლკერ-პიტერსი) - სისოკო, უინქსი - ნკუდუ, ალი (88. კ. სტერლინგი), სონი (65. დემბელე) - ლორენტე.

აპოელ (4-2-3-1): პერესი - ვუროსი, რუედა, კარლაო, ლაგო - ვინისიუში, მორაისი - ზაჰიდი, ებესილიო, ალონეფტისი (75. დე კამარგო) - პოტე (81. ანტონიუ).

Video

06.12.17. ტოტენჰემი - აპოელ-ი 3:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აბო
ეგ არ მახსოვდა მანდ რო ყავთ
აბო
ეს მინდორზე მაინც შეუშვეს, სხვებს მინმდვრამდეც არ უშვებენ თამაშის დღეს. ჩვენ მდგომარეობაში აშკარად საიმედო მოვლენაა.
lippi
ესეთი ჩათლახური კომენტარები წაშალეთ ხოლმე, ბოღმიანი ტიპების, შენ რას მიკეტებ რითი ხარ ცხოვრებაში დაკავებული? ბიჭმა ცხოვრება აიწყო აწი და შენ იმის მაგივრად რო გაგიხარდეს აქ რაღაც მიკეძოებულ რარაცეებს წერ. კიდევ გაიზრდება ხოჭოლავა ჯიგარო. შენ კიდე იჯექი მანდ და გასკდი ბოღმით.
roma
"მ ა ლ ა დ ე ც" ჯიქია,ასე "წარმატებით" გეთამაშოს სულ,მთელი ცხოვრების მანძილზე,იმედია უკვე გატეხილი ხარ და ფეხზე წამოდგომას და აზრზზე მოსვლას ვეღარ მოახერხებ,ასე მოუვა ყველა მოღალატეს და გამყიდველს,ფუი შენს კაცობას და უი შენს ოჯახს.სამართალმა პური ჭამა.
დემე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დასრულდა ჩვენთვის ძალიან კარგად - დავით ხოჭოლავას "შახტარმა" საშინაო ასპარეზზე მოუგო "მანჩესტერ სიტის" და სანუკვარი პლეი ოფის საგზური ჯიბეში ჩაიდო. საქართველოს ნაკრების მცველი მინდორზე 89-ე წუთზე გამოჩნდა... ეს არის სასიხარულო 89-ე წუთზე რომ შეგიშვებენ სათამაშოდ.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს