ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან 8:11 დამარცხდა
საბერძნეთის წყალბურთელთა ნაკრები მეშვიდე წელიწადია, სპორტის ამ სახეობის მსოფლიო ელიტაში შედის. ამდენად, ის კონტინენტის შესარჩევ ჯგუფში თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა. ელადელებმა გუშინ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თუმცა, საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია – უფრო მეტიც, პირველ და მეორე მეოთხედებში არაფრით ჩამოუვარდებოდა სტუმრებს. დარჩენილ დროში კი გამოცდილებამ თავისი გაიტანა.

„ოლიმპიკის“ აუზში თავიდან ბერძნები დაწინაურდნენ 2:0, მაგრამ პერიოდის ბოლომდე ჩომახიძემ, კორდიჩმა და ბაღათურიამ სამი ბურთი გაიტანეს. პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი მაინც ფრედ დამთავრდა (3:3) – წონასწორობა ელმისიანმა აღადგინა. მეორე პერიოდიც დაძაბულად წარიმართა. ელინელები შესვენებამდე ერთბურთიანი სხვაობით გავიდნენ წინ. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სერბი დრაგან ანდრიჩის შეგირდებმა ის ორბურთიანი უპირატესობით (3:1) მოიგეს. საბოლოოდ ჯგუფის ფავორიტმა 11:8 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ათენში გაიმართება.

თბილისი. „ოლიმპიკის“ აუზი. 30 მარტი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

საქართველო-საბერძნეთი 8:11 (3:3, 3:4, 1:3, 1:1)

საქართველო: 1. ზურაბ ჭუმბურიძე (ლიგამუსი), 2. გალაქტიონ ლაითაძე (თბილისი, 1 ბურთი), 3. მარკო ელაჩა (რიეკას პრიმორიცა, ხორვატია,), 4. იოვან პოპოვიჩი (ლიგამუსი), 5. მარკო კორდიჩი (ლიგამუსი,2), 6. გიორგი ხვედელიანი (ლიგამუსი), 7. რევაზ ჩომახიძე (ლიგამუსი, 1), 8. მიხეილ ბაღათურია (თბილისი, 2), 9. ზურაბ რურუა (კ. ლიგამუსი), 10. კონსტანტინე გეგელაშვილი (ლიგამუსი), 11. ტატო ნიკოლეიშვილი (ლიგამუსი), 12. მარკო ელეზი (ბრეშია, იტალია, 2), 13. ალექსანდრე ნამორაძე (თბილისი). მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი, მწვრთნელი მირიან ასათიანი.

საბერძნეთი: 1. ფილიპოს კარამპეტსოსი (პანათინაიკოსი), 2. ემანუილ მილონაკისი (ოლიმპიაკოსი, 1), 3. არტინ ელმისიანი (ვოულიაგმენი, 1), 4. ანდრეას მირალისი (პანიონიოსი), 5. ევანგელოს-იოანის დელაკასი (ოლიმპიაკოსი, 1), 6. არგირის ტეოდოროპოულოსი (ოლიმპიაკოსი), 7. ხრისტოს ასროდაკისი (ოლიმპიაკოსი), 8. გეორგიოს ტიკასი (ოლიმპიაკოსი, 4), 9. კონსტანტინოს მოურიკისი (პანიონიოსი, 2), 10. იოანის ფოუნტოულისი (ოლიმპიაკოსი, 2), 11. ავრაამ ალიჩანდისი (ლარისა), 12. მატეოს ვოუგარაკისი (ვოულიაგმენი), 13. სტილიანოს პროტონოტარიოსი (ვოულიაგმენი). მთავარი მწვრთნელი დრაგან ანდრიჩი, მწვრთნელი კონსტანტინოს ვამიაკირისი.

მსაჯები - გერვინ რეინინკი (გერმანია) და გემ ფალიკრაჩი (თურქეთი).

დელეგატი: ბულგარელი ანდრეი კონსტანტინოვი.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა