ხვალიდან ამერიკულ ჩოგბურთს, შესაძლოა, ახალი პირველი ნომერი ჰყავდეს - თუკი მარდი ფიში მეოთხედფინალში დავიდ ფერერს დაამარცხებს
ხვალიდან ამერიკულ ჩოგბურთს, შესაძლოა, ახალი პირველი ნომერი ჰყავდეს. თუ მარდი ფიში მეოთხედფინალში შეძლებს ესპანელი დავიდ ფერერის დამარცხებას, 29 წლის ჩოგბურთელი უკან ჩამოიტოვებს ენდი როდიკს და ამერიკული ჩოგბურთის ახალი ლიდერი გახდება.

რა თქმა უნდა, ფიშისა და ხუან მარტინ დელ პოტროს მატჩში ფავორიტად არგენტინელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, რომელმაც წინა წრეში მოულოდნელად იოლად მოუგო შვედ რობინ სიოდერლინგს. მაგრამ ამჯერად ორ სეტში დამარცხდა მასპინძელთან. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ დელ პოტრო ამ მატჩში უშანსოდ იყო. მაგალითად, პირველ სეტში 4:4-ზე არგენტინელს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკამდე საქმე ვერ მიიყვანა. ბოლოს კი ხუთი სეტბოლი მოიგერია, თუმცა პარტია ვერ გადაარჩინა.

ამერიკელი უფრო აქტიური იყო და ორჯერ მეტი "ვინერსიც" დაუგროვდა. ამან ფიშს დიდი უპირატესობა მაინც ვერ მოუტანა და მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ოდნავი ინიციატივა მასპინძელს ჰქონდა და შემოკლებული გეიმი მან 7:5 მოიგო.

როგორც ზემოთ გითხარით, ფიში მეოთხედფინალში დავიდ ფერერს შეხვდება. ესპანელი ბრწყინვალე ფორმაშია. მერვედფინალში მან თანამემამულე მარსელ გრანოლერსი გაანადგურა - 6:1, 6:2, სულ კი ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 12 გეიმი წააგო.

მამაკაცთა ტურის ლიდერებმა მაქსიმალურად სწრაფად მოიგეს თავიანთი მატჩები. როჯერ ფედერერმა, რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჯამში იმაზე ნაკლები დრო გაატარეს კორტზე, ვიდრე მარია შარაპოვამ და ალექსანდა დულგერუმ. შვეიცარიელი 50 წუთში გაუსწორდა ბელგიელ ოლივიე როხუსს. იოლი ამოცანა ჰქონდა ნადალს, რადგან მეტოქედ უკრაინელი ალექსანდ დოლგოპოლოვი ჰყავდა, რომელსაც იმ დღეს ორი მატჩის ჩატარება მოუწია. ჯერ 7:5 მოუგო ჟო-ვილფრიდ ცონგას გადამწყვეტი სეტი გადადებულ მატჩში, შემდეგ კი ნადალთან სათამაშოდ გავიდა, მაგრამ იმდენად დაღლილი ჩანდა, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია. რაფამ მხოლოდ სამი გეიმი დათმო და სულ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან კარიერაში მეცხრედ დაამარცხა მეგობარი და თანამემამულე ვიქტორ ტროიცკი და ამ სეზონში მოგებათა სერია 23 მატჩამდე აიყვანა. ნოვაკს ბოლომდე დომინირება არ გამოუვიდა, რადგან ტროიცკიმ საპატიო შედეგს მიაღწია - ხუთი გეიმი მოიგო. სხვათა შორის, სერბს ბოლო სამ მატჩში მხოლოდ რვა გეიმი აქვს წაგებული.

ერთადერთი, ვისაც ფავორიტთა ჯგუფიდან გაუჭირდა, ჩეხი ტომაშ ბერდიხი იყო, ვინც ორსაათნახევარი მოანდომა გერმანელი ფლორიან მაიერის დამარცხებას. მატჩის ბედი გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე გაირკვა.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/16 ფინალი

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 15) 6:7, 6:4, 7:5.

1/8 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 6)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:1, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21) 6:1, 6:2; მარდი ფიში (აშშ, 14)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 7:5, 7:6; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ჯონ ისნერი (აშშ, 30) 6:3, 7:6; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 2:6, 7:6; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 16) 6:3, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 25)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 4:6, 7:6, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:3, 6:1.

1/4 ფინალი

ნადალი (1)-ბერდიხი (7); ფედერერი (3)-სიმონი (25); ფერერი (6)-ფიში (14); ანდერსონი-ჯოკოვიჩი (2).

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია