სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა გადამზადების სემინარი რუსთავში ჩატარდა
საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა კალათბურთის განხრით გადამზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთასხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა – სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

პროგრამა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში განხორციელდა, სადაც ჯამში 500-ამდე პედაგოგი გადამზადდა.

მორიგი სემინარები რუსთავში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში მომუშავე 55-მა პედაგოგმა. მათ სემინარი საკალათბურთო „აკადემიისა“ და 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიცმათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლებისკომპლექტი გათამაშდება.

რუსთავში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა-ს სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პედაგოგები სერთიფიკატები შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა, თამაზ ხაჩიურმა გადასცა.

ნოდარ ავალიშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი:

„მინდა მოგახსენოთ, რომ პროგრამის უდიდესი ნაწილი უკვე განხორციელდა. ჩვენი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა საქართველოს 10 რეგიონში, სადაც 500-ამდე პედაგოგი გადამზადდა. მათ ჩვენ გადავეცით შესაბამისი ლიტერატურა და სერთიფიკატები. პროგრამა დასრულდება დეკემბრის თვეში და დასკვნით სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგები“.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს