ევროლიგა. 1/4 ფინალი. III მატჩები

ევროლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდებმა მესამე მატჩებში გაარკვიეს ურთიერთობა. ოთხივე სერიაში ანგარიში 1:1 იყო და მორიგი შეხვედრების შემდეგ სამმა გუნდმა "ოთხთა ფინალში" გასვლის კარგი შანსი მიიღო - "მონტეპასკი", "მაკაბი" და "პანათინაიკოსი" შემდეგ მატჩებსაც შინ ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გაღწევენ.

მონტეპასკი-ოლიმპიაკოსი 81:72

21:14, 18:23, 21:13, 21:22

მ: იარიჩი (24), ლავრინოვიჩი (15+7 მოხსნა), კაუკენასი (15), მოსი (11).

ო: ნესტეროვიჩი (16), სპანულისი (15+4 პასი), გორდონი (9+3 ჩაჭრა), პაპალუკასი (8+6 პასი).

სერია: 2-1

პირველ მატჩში 48 ქულით წაგების შემდეგ "მონტეპასკიმ" უკვე მეორე შეხვედრა მოუგო ბერძნულ გრანდს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო პირველი ტაიმის ბოლო წამზე "იტალიელი" კაუკუნასის მიერ ჩაგდებული ორქულიანი. "მონტეპასკი" ორი ქულით გავიდა წინ და როგორც შემდეგ გაირკვა, ამ სროლამ ფსიქოლოგიურად გატეხა "ოლიმპიაკოსი". სტუმრებმა მესამე მეოთხეში ვერაფერი დაუპირისპირეს მეტოქეს. მარკო იარიჩმა 10 წუთში ცხრა ქულა მოიპოვა, მისმა გუნდმა ეს მონაკვეთი 21:13 მოიგო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან.

მარკო იარიჩმა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ევროლიგაზე შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. 2002 წელს მან 30 ქულა ჩაუგდო "ლონდონ თაუერზს", ამჯერად კი 24 ქულა მიითვალა და ამ დღის პირველი MVP გახდა.

"ოლიმპიაკოსის" მარცხის მიზეზი გახდა 20 შეცდომა (აქედან 11 პაპალუკასსა და სპანულისზე მოდის), გარდა ამისა, ბერძნებმა ზედიზედ მეორე მატჩში ძალიან ცუდად ისროლეს სამქულიანები - 18-დან 4 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. თუ ასე გააგრძელეს, "ოთხთა ფინალის" მიღმა დარჩებიან.

მაკაბი-კ. ლაბორალი 81:60

24:23, 17:7, 28:15, 12:15

მ: პარგო (23), ბლიუ (16), შორცანიდისი (9+8 მოხსნა+5 პასი).

კ-ლ: ტელეტოვიჩი (14), ბარაცი (11), ლოგანი (10), უერტასი (9+6 მოხსნა+5 პასი).

სერია: 2-1

ამ მატჩში ყველაფერი პრაქტიკულად მეორე მეოთხედში გადაწყდა. ჯერემი პარგო ორი ზუსტი სამქულიანით თავის გუნდს 10:0 გაქცევაში დაეხმარა. "მაკაბის" ერთქულიანი უპირატესობა 11-მდე გაიზარდა და ესპანელი სტუმრები მეტოქეს ვეღარ დაეწიენ.

"კახა ლაბორალმა" 22 სამქულიანიდან ხუთი გამოიყენა და მეტოქეზე შვიდით მეტი შეცდომა დაუშვა. "მაკაბის" კი თამაშიდან ტყორცნების გამოყენების 52 პროცენტი ჰქონდა და შესაბამისად, მატჩის საბოლოო შედეგი გასაკვირი არ უნდა იყოს.

იარიჩისგან განსხვავებით, ევროლიგაზე შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა პარგომ - მის ანგარიშზე 23 ქულა მოდის.

"მაკაბიმ" ბოლომდე ვერ გაიხარა ამ მოგებით. მოხსნებში გუნდის საუკეთესო სპეციალისტი დორონ პერკინსი მეორე მეოთხედში დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ მას მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელისთვის ეს სეზონი დასრულებულია.

ვალენსია-რეალი 66:75

19:17, 15:14, 17:17, 15:27

ვ: სავანოვიჩი (21+5 მოხსნა), მარტინესი (11), კუკი (10+8 პასი).

რ: ფიშერი (19+8 მოხსნა), ტომიჩი (15), ტაკერი (13), პრიჯიონი (8+4 პასი).

სერია: 1-2

მეორე მეოთხედში "ვალენსიამ" სავანოვიჩისა და დე კოლოს მონდომებით 11:2 გაქცევა მოახერხა და 30:19 დაწინაურდა. მაგრამ მასპინძლებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - დიდი შესვენებისთვის ამ ჰანდიკაპისგან მხოლოდ სამი ქულა დარჩა, მესამე 10-წუთეულში კი "ვალენსიამ" მართალია რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შეხვედრის წარმატებით დასამთავრებლად ძალა აღარ ეყო.

მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხეს დასაწყისში "სამეფო კლუბმა" 13 უპასუხო ქულა დააგროვა და რვაქულიანი ჩამორჩენა ხუთქულიან უპირატესობად აქცია. თანაც ათამაშდა დ'ორ ფიშერი, რომელმაც ბოლო 10 წუთში 13 ქულა დააგროვა. ფიშერი იარიჩთან ერთად ტურის MVP გახდა. "რეალმა" მეოთხე მეოთხედში 12-დან 10 ორქულიანი ჩააგდო და ბოლო 10 წუთი 27:15 მოიგო.

პანათინაიკოსი-ბარსელონა 76:74

16:13, 17:16, 22:20, 21:25

პ: დიამანტიდისი (18+7 პასი), ნიკოლასი (13), ბატისტი (12+6 მოხსნა), ფოცისი (10+6 მოხსნა).

ბ: რუბიო (16+3 ჩაჭრა), ლაკოვიჩი (13), ანდერსონი (12), მორისი (10).

სერია: 2-1

მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ წყვილში კრიტიკული მომენტი დაუდგა მოქმედ ჩემპიონ "ბარსელონას". კიდევ ერთი მარცხი და კატალონელები გამოეთიშებიან ევროლიგას.

სერიის მესამე მატჩი თანაბარი აღმოჩნდა და მხოლოდ მესამე მეოთხედის ბოლოსკენ შეძლო "პაომ" შვიდი ქულით წინ გასვლა - ბატისტის ჩატენვისა და სატოს სამქულიანის შემდეგ. მაგრამ მეოთხე მეოთხედის სტარტზე ტერენს მორისმა ორჯერ ჩააგდო სამქულიანი, ერთხელ ეს რუბიომ გააკეთა, ინგლსმა კი წინ გაყვანა "ბარსა" - 63:61.

და სწორედ ამ დროს უკეთ წარმოაჩინეს თავი მასპინძლებმა. განსაკუთრებით კარგი იყო დიამანტიდისი, ვინც ბოლო ხუთ წუთში 10 ქულა მოიპოვა. კატალონელებმა ორჯერ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. სირენამდე ოთხი წამით ადრე იმავე დიამანტიდისმა ორი საჯარიმო გამოიყენა. "პანათინაიკოსმა" სამ ქულამდე გაზარდა ანგარიში და იქვე ტაქტიკური ჯარიმა აიღო ლაკოვიჩზე - მას სამქულიანის სროლის საშუალება არ მისცა. სლოვენიელმა ერთი საჯარიმო ჩააგდო, მეორე სპეციალურად ააცილა, მაგრამ მოხსნა ბატისტმა მოიგო...

მატჩის შემდეგ "პანათინაიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა განაცხადა, რომ თავის შეგირდებს ნავაროს აქტიური მეურვეობა დაავალა. შედეგად, "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა სეზონში მეორედ ვერ შეძლო ვერც ერთი სამქულიანის ჩაგდება და მხოლოდ ცხრა ქულით დაეხმარა თავის გუნდს.

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად