გვაპატიონ პრემიერლიგის სხვა კლუბებმა, მაგრამ ინგლისში კვირას ორი ისეთი მატჩია, რომელთა გამოც სხვა ყველა, მათ შორის, ლონდონური დერბიც, გვერდით უნდა გადავდოთ
გვაპატიონ პრემიერლიგის სხვა კლუბებმა, მაგრამ ინგლისში კვირას ორი ისეთი მატჩია, რომელთა გამოც სხვა ყველა, მათ შორის, ლონდონური დერბიც, გვერდით უნდა გადავდოთ და მხოლოდ ამ ორ თამაშზე ვისაუბროთ.

დავიწყოთ მანჩესტერული ომით. მტრების ჯახში დანდობა გამორიცხულია. მით უმეტეს, ცხრილში ორივე გუნდი კენწეროშია. "სიტი" პირველია, "იუნაიტედი" კი - მეორე.

რა თქმა უნდა, ამ გუნდებს შორის სიტყვიერი ომი უკვე დაიწყო. ამაზე დაწვრილებით აღარ მოვყვებით, რადგან ჩვენი გაზეთის საშუალებით მკითხველი უკვე შეიტყობდა, როგორ დაადანაშაულა ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლა სიცრუეში. პეპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დერბიში დავიდ სილვას თამაში, მოუმ კი ეს არ დაიჯერა და თქვა, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი იტყუება და ეჭვი არ ეპარება, რომ ესპანელი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე იქნება.

"სიტის" დიდებული სერია აქვს და, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში რიგით მეორე მანჩესტერული კლუბი მის შეწყვეტას არ აპირებს. თავის მხრივ, მოურინიოს გუნდი ამაყია "არსენალის" გასვლაზე ძლევით და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხასიათი არ წაიხდინოს.

იმედია, მატჩის მნიშვნელობის მიუხედავად, არ ვიხილავთ "ავტობუსს" ჟოზეს შესრულებით. ასე არ იყო "არსენალთან" და ამით ამ შეხვედრამ მხოლოდ და მხოლოდ მოიგო. იმედია, ამჯერადაც ღია, გახსნილ ფეხბურთს ვნახავთ.

როცა "იუნაიტედისა" და "სიტის" დაპირისპირებაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, ცალკე არ გამოვყოთ უშუალოდ გვარდიოლას და მოურინიოს შორის ღია თუ ფარული ომის ისტორია.

მოურინიო იყო "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში, როცა პეპი ჯერ კიდევ კატალონიური გრანდის მოთამაშე გახლდათ. გავიდა წლები და ისინი ერთმანეთის პირისპირ დადგნენ ლა ლიგის მთავარ ბრძოლებში "რეალსა" და "ბარსას" შორის, რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი წუთი გვაჩუქა.

კვირას ჟოზეს და პეპის მე-17 უშუალო ჯახია. წინა 16-დან 11 მატჩი მათ ესპანურ წარსულს უკავშირდება. გვარდიოლას საერთო უპირატესობა აშკარაა - 16 მატჩიდან მან 7 მოიგო, სამში დამარცხდა, ხოლო 6 მატჩი ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობაც, ცხადია, მის სასარგებლოდაა - 26:16. ამათგან, ყველაზე შთამბეჭდავი იყო 2010 წლის მატჩი, რომელშიც პეპის "ბარსამ" ჟოზეს "რეალს" შავი დღე აყარა - 5:0.

და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 5 დერბიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა, მაშინ, როცა "ქალაქელებთან" მანამდე ზედიზედ 4 პრემიერლიგური დაპირისპირება ჰქონდა წაგებული.

"ოლდ ტრაფორდზე" გატანილი გოლების რაოდენობით (27), "მანჩესტერ სიტის" თანაბარი მაჩვენებელი აქვს "ჩელსისთან" ერთად და ეს ყველაზე მაღალი შედეგია პრემიერლიგის გუნდებს შორის.

"მანჩესტერ იუნაიტედს" უგრძესი საშინაო დაუმარცხებელი სერია აქვს - 24 მატჩში 14 გამარჯვება (აქედან 8 - ზედიზედ), 10 ფრე და არც ერთი წაგება. სხვათა შორის, ბოლო საშინაო მარცხი "იუნაიტედმა" სწორედ "სიტისგან" იწვნია 2016 წლის სექტემბერში.

თუ "მანჩესტერ სიტი" მოიგებს საკვირაო დერბის, ეს იქნება ამ გუნდის ზედიზედ მე-14 გამარჯვება ინგლისის მთავარ ლიგაში და ამ მაჩვენებლით გაუტოლდება "არსენალს", რომელსაც ანალოგიური მიღწევა 2002 წლის თებერვალ-აგვისტოში ჰქონდა.

გადავიდეთ ლივერპულურ დერბიზე, რომელიც "ენფილდზე" გაიმართება. ოთხშაბათს აქ იურგენ კლოპის გუნდმა ლამაზი შოუ დადგა ჩემპიონთა ლიგაში "სპარტაკის" განადგურებით (7:0). მაგრამ, უდიდესი ალბათობით, ასე ვერ იქნება "ევერტონთან", რომელსაც სათავეში ჩაუდგა სემ ელერდაისი. "კანფეტები" არც ისეთი სუსტები არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მით უმეტეს, ვერ იქნება სუსტი "დიდი სემის" ხელში.

"ლივერპული" კი ბოლო შეხვედრებში ზეშედეგიან ფეხბურთს გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, კლოპის გაწვრთნილი გუნდი მოწინააღმდეგეს არ დაინდობს. ასე რომ, "ევერტონის" უკანახაზელებს დიდი ბრძოლა მოუწევთ მასპინძელი შემტევების შესაჩერებლად.

ისღა დაგვრჩენია, კვირას ბლომად პოპკორნი მოვიმარაგოთ და ამ ორ დიდ მატჩს ჩავუჯდეთ.

წესით, თუ შედეგის ფაქტორმა არ გადაწონა, დიდებული თამაშები უნდა გამოვიდეს.

ფაქტები

"ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო ხუთ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ბოლო 4 შეხვედრაა, "კრისტალ პალასს" არ წაუგია.

"ჰადერსფილდი" და "ბრაიტონი" პრემიერლიგაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

"სუონსისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

4 მატჩია, "სტოკს" "ტოტენჰემისთვის" არ მოუგია.

"ლესტერი" ბოლო ოთხ ურთიერთშეხვედრაში უგებს "ნიუკასლს".

ყველა ტურნირის ჩათვლით, 14 მატჩია, "ევერტონს" "ლივერპული" არ გაუმწარებია.

ბოლო 6 მანჩესტერული დერბიდან ხუთში ორივემ ვერ გაიტანა.

პრემიერლიგა. XVI ტური

შაბათი, 9 დეკემბერი

ვესტ ჰემი-ჩელსი 16:30

ბარნლი-უოტფორდი 19:00

კრ. პალასი-ბორნმუთი 19:00

ჰადერსფილდი-ბრაიტონი 19:00

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ტოტენჰემი-სტოკი 19:00

ნიუკასლი-ლესტერი 21:30

კვირა, 10 დეკემბერი

საუთჰემპტონი-არსენალი 16:00

ლივერპული-ევერტონი 18:15

მანჩესტერ იუნ-მანჩესტ. სიტი 20:30

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?