სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ისევ გაიმარჯვა
ამერიკის სტუდენტრური ლიგის ერთ-ერთი უძლიერეს კონფერენცია “ბიგ ისთის” ლიდერთა შორისაა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი”. ნიუ იორკის სამხრეთით, 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლება ნიუ ორანჯის ეს უნივერსიტეტი ისეთ წამყვან საკალათბურთო გუნდებში იწონებთ თავს, როგორებიც “ვილანოვა”, “ჯორჯთაუნი”, “ბატლერი”, ქსავიერი”, სენტ ჯონსი”, “კრეიტონი” არიან. მართალია, ჯერ კონფერენციის პირველობა არ დაწყებულა, თუმცა სეზონი დაწყებულია და სხვადასხვა კონფერენციების წარმომადგენლებთან მატჩებში “სეტონ ჰოლმა” 9-დან უკვე მე-8 გამარჯვება მოიპოვა.

ის ერთადერთი მატჩიც, რომელიც მამუკელაშვილის გუნდმა წააგო, “როდ აილენდთან”, ბოლო წამზე მიღებული ბურთის გამო დათმეს. ბოლო შეხვედრა “სეტონ ჰოლმა” დღეს, გამთენიისას, “VCU რამსთან” 90:67 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ) მოიგო. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთი გამოჩნდა. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ჯამში მამუკელაშვილმა 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა.

სანდრო მიმდინარე სეზონში გამართულ 9 შეხვედრაში საშუალოდ 12.3 წუთს თამაშობს, რის განმავლობაშიც 3.4 ქულას, 2.8 მოხსნას, 0.8 დაფარებას და 0.5 პასს აგროვებს. “სეტონ ჰოლი” 8 მოგებითა და 1 მარცხით 10-გუნდიან “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. ამაზე მნიშვნელოვანი კი ის პოზიცია გახლავთ, რომელიც მამუკელაშვილის გუნდს რეიტინგებში უკავია. სტატიკური ცხრილების გარდა სტუდენტურ ლიგაში არსებობს რამდენიმე რეიტინგი, რომელსაც ცალკე მწვრთნელები და რამდენიმე წამყვანი მედია-კორპორაცია (Associated Press, USA Today) ადგენენ. “სეტონ ჰოლი” სტუდენტური ლიგის I დივიზიონის 400-ზე მეტ გუნდში წამყვან რეიტინგებში მე-19 ადგილს იკავებს.

მორიგ მატჩს ნიუ ორანჯელები კვლავ შინ, 13 დეკემბერს, სენტ პიტერის უნივერსიტეტთან გამართავენ. წესის თანახმად, სტუდენტური ლიგის 32 კონფერენციის გუნდები თავდაპირველად ერთმანეთში თამაშობენ. სეზონის დაწყებამდე თითოეული უნივერსიტეტი საკუთარ განრიგს ადგენს და დაახლოებით 12-15 მატჩს სხვა კონფერენციების გუნდებთან ატარებს. არასაკონფერენციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაახლოებით დეკემბრის ბოლოს იწყება კონფერენციის შიდა პირველობები. მაგალითისთვის, “სეტონ ჰოლი” ბოლო არასაკონფერენციო მატჩს 23 დეკემბერს გამართავს, რის შემდეგაც, 29 დეკემბრიდან ჩაებმება საკუთარი, “ბიგ ისთის” კონფერენციის ჩემპიონატში. შიდასაკონფერენციო პირველობაზე გუნდები შინ და სტუმრად ერთმანეთში 2 წრეს თამაშობენ და შესაბამის ადგილებს იკავებენ. კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი გადის პლეი ოფში, რომლებიც რომელიმე, წინასწარ შერჩეულ ქალაქში იკრიბებიან და თამაშობენ გადამწყვეტ საპლეიოფო მატჩებს, რის შემდეგაც თითოეული კონფერენცია ავლენს საკუთარ ჩემპიონს.

ამის შემდეგ იწყება მთავარი – ეგრედწოდებული “მარტის სიგიჟე”. ეს გახლავთ სრულიად ამერიკის სტუდენტური ლიგის ფინალური ჩემპიონატი, რომელშიც ლიგის საუკეთესო 64 გუნდი მონაწილეობს. ამ ტურნირში, რა თქმა უნდა, ადგილი გარანტირებული აქვს 32 კონფერენციის გამარჯვებულ 32 გუნდს. დარჩენილ 32-ს კი სწორედ იმ რეიტინგებიდან ამატებენ, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ და რომლებშიც ამ მომენტისთვის მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” მე-19 ადგილზეა. ანუ “სეტონ ჰოლი” საკუთარ კონფერენციაში ჩემპიონი რომ ვერ გახდეს, იმ პოზიციის წყალობით, რომელიც ამ მომენტისთვის რეიტინგებში უკავია, ლიგის ფინალურ, 64-გუნდიან ჩემპიონატში მაინც მოხვდება. თუმცა წამყვან პოზიციაზე ადგილის შენარჩუნება, რაც შიდასაკონფერენციო მატჩები დაიწყება, ცხადია, გაჭირდება.

ცნობისთვის, “ბიგ ისტის” ძლიერი, 10-გუნდიანი კონფერენციიდან შესაძლოა ფინალურ ტურნირში 8 მოხვდეს, ხოლო სხვა, სუსტ კონფერენციებს მხოლოდ 1 წარმომადგენელი – ჩემპიონი ეყოლებათ. ცნობისთვის, 2017 წლის სტუდენტური ლიგის ფინალურ ტურნირში ყველაზე მეტი – 8 გუნდით წარმოდგენილი იყო ACC (Atlantic Coast) კონფერენცია, ხოლო “ბიგ ისთს” და “ბიგ 10”-ს “მარტის სიგიჟეში” 7-7 გუნდი ჰყავდათ მივლენილი.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ცისანა ჭკადუა
''სითონ ჰოლი'' ქვია მაგ კოლეჯს და არა სეტონ ჰოლი
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
სანდრო მამუკელაშვილმა კონფერენციის ჩემპიონობა დაკარგა და NCAA-ის საგზური მოიგო
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
სანდრო მამუკელაშვილის საპლეიოფო ამბები: ორმაგი დუბლი, თამაშიდან გაძევება და ფინალის საგზური
სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის ბოლო მატჩში "უოფორდთან" 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონთან მატჩში 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა
მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი კონფერენციის ლიდერთან [VIDEO]
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"