სპორტსმენი მოსაკლავად 36 წლის მამაკაცმა გაიმეტა, რომელიც ეჭვობდა, რომ მოკრივეს მის მეუღლესთან რომანი ჰქონდა
მექსიკელი მოკრივე უმბერტო ტაპია ვარჯიშის დროს დაცხრილეს. ინციდენტი 29 მარტს გვიან ღამით ტიხუანში მოხდა. 25 წლის სპორტსმენი 36 წლის მამაკაცმა, სახელად ადოლფო სალსიდომ ჩაცხრილა, რომელიც ეჭვობდა, რომ მოკრივეს მის მეუღლესთან რომანი ჰქონდა.

სალსიდო საწვრთნელ დარბაზში მივიდა, სადაც ტაპია ვარჯიშობდა და მოკრივესთან შეხლა-შემოხლა დაიწყო. ხანგრძლივი დავის შემდეგ სალსიდომ პისტოლეტი ამოიღო და სპორტსმენს მუცელში ესროლა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა იატაკზე დაცემული, გასისხლიანებული ტაპია აღმოაჩინეს, მაგრამ მედიკოსთა მოსვლიდან მცირე ხანში სპორტსმენი გარდაიცვალა.

ტაპია 63.5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიონალურ რინგზე მოკრივემ 32 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 15-ში გაიმარჯვა (8 ნოკაუტით) და 16 მარცხი იწვნია, ერთი ბრძოლა კი ფრედ დაასრულა.

მომზადებულია El Sol de Tijuana-ს მიხედვით

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"