მე-15 ტური აუცილებლად შეუწყობს ხელს იუპ ჰაინკესის გუნდის მორიგ ჩემპიონობას: ჯერ ერთი, მიუნხენის "ბაიერნმა" გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევრებთან და რაც მთავარია, პირველი წრის ჩემპიონი გახდა
მე-15 ტური აუცილებლად შეუწყობს ხელს იუპ ჰაინკესის გუნდის მორიგ ჩემპიონობას: ჯერ ერთი, მიუნხენის "ბაიერნმა" გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევრებთან და რაც მთავარია, პირველი წრის ჩემპიონი გახდა. როცა სეზონის პირველ ნახევარში ასეთი რამ ხდება, "რეკორდმაისტერი" 86 პროცენტის შემთხვევაში გერმანიის ჩემპიონის ტიტულს იღებს...
"აინტრახტთან" მატჩს "ბაიერნი" უცნაურად იწყებდა: ლევანდოვსკი რატომღაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, კარში ვეტერანი შტარკე იდგა (ულრაიხი მოთელვისას დაშავდა), რომელმაც კარიერა ნოიერის ტრავმის გამო განაახლა. გარდა ამისა, "ბაიერნის" რიგებში 365-ე მატჩს ატარებდა რიბერი - ის ამ მაჩვენებლით კლუბის ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს გაუთანაბრდა.
მიუნხენელთა რიგებში ორი იუბილარიც იყო - მე-300 მატჩს თამაშობდა ბუნდესლიგაში რაფინია, მეასეს - კიმიხი. სწორედ ამ უკანასკნელმა სეზონში მეათე საგოლე პასი შეასრულა და ვიდალმა ზედიზედ მეოთხე ტურში გაიტანა. ამის შემდეგ "ბაიერნი" ეკონომრეჟიმში თამაშზე გადავიდა, რადგან "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩმა გუნდს ბევრი ძალა წაართვა.
"აინტრახტმა" ბევრი ვერაფერი შეძლო და 0:1 წააგო. "ბაიერნმა" კი 23-ედ მოიგო პირველი წრე და ასეთ დროს, წინა 22 შემთხვევაში მხოლოდ სამჯერ ვერ შეძლო ჩემპიონატის მოგება.
გაგრძელდა "დორტმუნდის" ვარდნა. წინა ტურში "ლევერკუზენთან" წაგების შემდეგ პეტერ ბოშის შეგირდებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ, მაგრამ შეკვეთით მოგება არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსია" შინ ეთამაშებოდა აუტსაიდერ "ვერდერს", რომელიც ეგერშტაინის ძალიან ლამაზი დარტყმით დაწინაურდა.
"დორტმუნდს" ობამეიანგის გოლმაც ვერ უშველა. გაბონელისთვის ნაკლები შვება იქნებოდა ის, რომ ამ გოლის შემდეგ ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი აფრიკელი გახდა. მასპინძლებმა არათუ ვერ განავრცეს ეს წარმატება, არამედ ძალიან მალე კუთხურის გათამაშების შემდეგ გაუშვეს. "დორტმუნდი" 30 სექტემბრიდან ვერ იგებს ბუნდესლიგაში და ამ სერიამ რვა მატჩს მიაღწია. ბუნებრივია, ამის შემდეგ პეტერ ბოშის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენება ლოგიკური ნაბიჯი იყო.
"დორტმუნდი" 13 ქულით ჩამორჩა "ბაიერნს" და, რა თქმა უნდა, აღარ მიიჩნევა ლიდერის კონკურენტად. ამგვარი სტატუსის მინიჭება "ლაიპციგისთვის" შეიძლება, თუმცა ისიც უკვე ძალიან ბევრს აგებს რეკორდმაისტერთან. ვიცე-ჩემპიონისთვის ძალიან დასანანი იყო ქულების დაკარგვა შინ "მაინცთან", რადგან ორჯერ იგებდა და უპირატესობასაც ფლობდა. არადა, ვერ ვიტყვით, რომ "ლაიპციგს" ცუდი სამსახური გაუწია ორ ფრონტზე თამაშმა - ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ მან ოთხჯერ მოიგო და ორჯერ ფრედ ითამაშა.
"ბაიერნისთვის" ასევე სასურველი შედეგით დასრულდა შაბათის სათამაშო დღის ბოლო მატჩი. მოგების შემთხვევაში, "შალკეს" შეეძლო ერთპიროვნული მეორეადგილოსანი გამხდარიყო, მაგრამ ვერ მოახერხა სტუმრად "გლადბახის" დამარცხება.
ეს აღმოჩნდა ყველაზე სანახაობრივი მატჩი ტურში. ჯერ "შალკეს" შეეძლო დაწინაურება, მაგრამ გინტერმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, შემდეგ კი მასპინძლები დააწინაურა კრამერმა, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მატჩის ყველაზე უიღბლო მოთამაშე კი შტინდლი აღმოჩნდა, რომელსაც ჯერ ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ კი მის მიერ მოპოვებული პენალტი გააუქმა ვიდეოგამეორების სისტემამ - შტინდლი მართლაც წააქციეს საჯარიმოში, მაგრამ მანამდე მის თანაგუნდელს თამაშის წესი დაურღვევია.
ამდენი უიღბლობის შემდეგ მასპინძლებისთვის მართლაც დასანანი იყო ვესტერგაარდის ავტოგოლი 62-ე წუთზე. დარჩენილ დროში კი გამარჯვებასთან უფრო ახლოს "შალკე" იყო - მის საუკეთესო ბომბარდირ ბურგშტალერს "მკვდარი" ბურთი აუღო ზომერმა. ეს ფრე "ლაიპციგსაც" აწყობდა, თუმცა "შალკე" მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება, "გლადბახმა" კი ისევ მეხუთე ადგილამდე ჩამოაქვეითა "ლევერკუზენი".
ფაქტები
შეწყდა საკუთარ მოედანზე "შტუტგარტის" ექვსმატჩიანი (+5 =1) წაუგებელი სერია.
"ლევერკუზენი" 10 მატჩია (+5 =5) არ მარცხდება ბუნდესლიგაში. ასეთი სერია გუნდს ორწელიწად-ნახევარია არ ჰქონია.
"შტუტგარტი" 13 მატჩია (=3 -10) ვერ ამარცხებს "ლევერკუზენს".
"ლევერკუზენი" ბუნდესლიგაში 20 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ეს არის ამ გუნდის საუკეთესო სერია ბოლო 12 წელიწადში.
"ლევერკუზენი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
ობამეიანგმა 97-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, გაუსწრო ენტონი იებოას და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი აფრიკელი გახდა.
"ვერდერმა" შეწყვიტა დორტმუნდში 10-მატჩიანი წაგებათა სერია.
მაქს კრუზემ ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე "გოლი+პასის" სისტემით 122 ქულაა.
"ლაიპციგი" ამ სეზონში დაუმარცხებელია შინ - "რედ ბულ არენაზე" 21 შესაძლებლიდან 17 ქულა აიღო.
"მაინცი" 13 მატჩია სტუმრად ვერ იგებს.
"ბაიერნის" ფეხბურთელებმა - კიმიხმა და შტარკემ მე-100 მატჩი ჩაატარეს ბუნდესლიგაში, რაფინიამ - მე-300 მატჩი.
"აინტრახტი" 13 მატჩია (=3 -10) ვერ ამარცხებს "ბაიერნს".
"ჰამბურგი" და "ვოლფსბურგი" 41-ედ შეხვდნენ ერთმანეთს და პირველად ითამაშეს 0:0.
"ჰამბურგი"-"ვოლფსბურგის" მატჩში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სამმა ჩემპიონმა ითამაშა - დუგლას სანტოსმა, უოლასმა და ვილიამმა.
"ჰამბურგი" ზედიზედ სამი მატჩია გოლს არ უშვებს, რაც პირველად მოხდა 2015 წლის სექტემბრის შემდეგ.
"ჰამბურგი"-"ვოლფსბურგის" მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა 69-ე წუთზე განხორციელდა. "ვოლფსბურგს" არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია 90 წუთის განმავლობაში.
"გლადბახის" ნახევარმცველმა კრამერმა პირველი გოლი გაიტანა 2014 წლის დეკემბრის შემდეგ.
"შალკე" ცხრა მატჩია დაუმარცხებელია - ასეთი სერია გუნდს რვა წელია არ ჰქონია.
"კიოლნს" 15 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ეს არის ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდი.
ბუნდესლიგა. XV ტური
შტუტგარტი-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 ჰაფერცი (20), 0:2 ლ. ბენდერი (80)
ლევერკუზენი: ლენო - ტა, ს. ბენდერი, რეტსოსი (46. ბაუმგარტლინგერი) - მეჰმედი (61. ჰენრიხსი), კორი, ლ. ბენდერი, ბეილი - ჰაფერცი, ბრანდტი (72. ბელარაბი) - ფოლანდი.
დორტმუნდი-ვერდერი 1:2
გოლები: 0:1 მ. ეგეშტაინი (26), 1:1 ობამეიანგი (57), 1:2 გებრესელასიე (65)
დორტმუნდი: ბიურკი - პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ბარტრა - პულიშიჩი, დაუდი (82. ისაკი), რაფაელ გერეირო (46. შაჰინი), შმელცერი - იარმოლენკო (46. შიურლე), კაგავა - ობამეიანგი.
ლაიპციგი-მაინცი 2:2
გოლები: 1:0 კამპლი (29), 1:1 კესონი (39), 2:1 ვერნერი (45+3-პენ), 2:2 ბერგრეენი (87)
ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი, ილსანკერი (46. კომპერი), ორბანი, ბერნარდო - კაიზერი (83. ჰალშტენბერგი), დემე, ლემერი (46. ბრუმა), კამპლი - პოულსენი, ვერნერი.
9.12.17 დორტმუნდი - ვერდერი
აინტრახტი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 ვიდალი (20)
ბაიერნი: შტარკე - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ზიულე, რაფინია - ხავი მარტინესი, ვიდალი (55. ტოლისო) - კომანი (83. ლევანდოვსკი), ხამეს როდრიგესი, რიბერი (68. ალაბა) - მიულერი.
გლადბახი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 კრამერი (23), 1:1 ვესტერგაარდი (62-საკ. კარში)
გლადბახი: ზომერი - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი - ტ. აზარი, კრამერი (79. კუიზანსი), ზაკარია, გრიფო (76. ბობადილია) - შტინდლი, რაფაელი.
შალკე: ფერმანი - კერერი (67. სტამბული), ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მაკკენი, მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარიტი (83. კონოპლიანკა), დი სანტო, ემბოლო (60. ბურგშტალერი).
9.12.17 ფრანკფურტი - ბაიერნი 0:1
კიოლნი-ფრაიბურგი 3:4
გოლები: 1:0 კლიუნტერი (8), 2:0 გირასი (16), 3:0 სტანკო (29-საკ. კარში), 3:1 პეტერსენი (39), 3:2 ჰაბერერი (65"), 3:3 პეტერსენი (89-პენ), 3:4 პეტერსენი (90+4-პენ)
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (59), 2:0 ჰარნიკი (86)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ფოგტი, ჰიუბნერი, ცუბერი (73. შულცი) - გაიგერი (46. აკპოგუმა) - რუპი (65. შალაი), ამირი - გნაბრი - უტი, კრამარიჩი.
აუგსბურგი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 კაიუბი (74), 1:1 კალუ (90+2)
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 0:0
ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 7 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი).
მომდევნო ტური
12 დეკემბერი: ვოლფსბურგი-ლაიპციგი, ფრაიბურგი-გლადბახი, ჰამბურგი-აინტრახტი, მაინცი-დორტმუნდი.
13 დეკემბერი: ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი, ბაიერნი-კიოლნი, ჰერტა-ჰანოვერი, შალკე-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ვერდერი.
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
40 წლის ასაკში ბუნდესლიგაში - "შალკეს" ჯეკოს შენარჩუნება სურს
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში