საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

შიო ხეცურიანმა ერთი საათით ადრე უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, მან აღნიშნა, რომ მათ ვერ მოახერხეს უსამართლობის დამარცხება და მან ამ მომენტამდე არ იცოდა დელაგატების რაოდენობა, ხოლო საბოლოოდ გუნდთან ერთად გადაწყვიტა, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ხეცურიანის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ყველა კალათბურთელისთვის ცნობილია და ის წარმატებას უსურვებს მომავალ კალათბურთის ფედერაციას.

შიო ხეცურიანმა კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა, პასუხს თავი აარიდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ ყველა თანამოაზრეს, ჩემ ყველა მეგობარს - ყველას, ვინც გვერდში მედგა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვინც იბრძოდა ჩემთან ერთად იმ უსამართლობის წინააღდმეგ, რაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის და დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდება.

არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს.

ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს "ქორთიარდ მარიოტში", 13:00 საათზე გაიმართება.

ლუკა
ცუდია..... ანუ დარჩა კალათბურთი გაბრიჩიძის ხელში და ბასკონიის წანგებიანი კემპიც სადაც უამრავი ფული კეთდება..... არავის არ გინდათ პროგრესი კალათბურთშივდა დაღუპავთ ისე როგორც ქართული ფეხბურთი გაანადგურეთ......
iii
ხო შიო ლანდზგეთ და ნახავთ 4 წლის მერე სადაც იქნება კალათბურთი
Nix
შიოს ნდობას ფაქტია უცხადებენ, გარდა ამისა ალბათ ყველამ ნახა რამდენი იშრომა ამ მომენტამდე. ფაქტია რომ დიდ უსამართლობას ქონდა ადგილი. ვინც არ უნდა გიცხადებდეს ნდობას, როცა აშკარად იცი რომ ბლოკს გიკეთებენ, რა აზრი აქვს წაგებულ ბრძოლაში შესვლას? სამწუხაროდ ნაკრების წევრებს დელეგატის მანდატები არ აქვთ :)
Nix
დასანანი ფაქტია. სამწუხაროა რომ შიო ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა ან მიიყვანეს. ჩვენ როგორც ერი იმ აზროვნებამდე ვერ მივედით რომ ნებისმიერი სპორტის ხელძღვანელი კარგი მენეჯერი უნდა იყო. ამას კარდა კარგი სპორცმენიც თუ არის ეს ძალიან კარგია. შიო როგორც მენეჯერი წარმატებული და შემდგარი ადამიანია. ის ასევე თამაშობდა ნაკრებში და უყვარს კალათბურთი. პატივსაცემია ბატონი პაატა როგორც სპორცმენი, მაგრამ კარგი სპორცმენი სულაც არ ნიშნავს კარგ მენეჯერს და ხელმძღვანელს. ძალიან საინტერესოა მისი გამოცდილება ამ თვალსაზრისით...
ლევანი
ზეწოლა მე მთავრობიდან ვიცი და მთავრობა ამას უჭერდა მხარს.
ანუ, "მხოლოდ ფაჩულია", შერმადინი, მამაშვილი შენგელიები...
ესენი არ ითვლება? "შიო ხეცურიანს თითქმის არავინ იცნობს"-?! თუნდაც, სხვა ყველაფერში მართალი იყო...
euhh
es igivea rac nemsadzis shemtx evashi moxda an ertadgils atamashebs da qna is rac gatvlili hqondat.ankide mxdali yopila...(ttuvcdbi momiteos shiom)
დათო
კაცს რომელსაც ნდობას უცხადებს ნაკრების კალათბურთელთა ყველა ლიდერი და ზეწოლის ან სხვა მიზეზების გამო უარს იძახის არჩევნებში მონაწილეობაზე ეს ნიშნავს იმას რომ ან ინტრიგანია, ან აფერისტია ან მშიშარა.
Jeka
სწორი და ღირსეული ნაბიჯია! მონაწილეობა, რომ მიეღო ფედერაციის უკანონო და უსამართლო ქმედებების ლეგიტიმაცია გამოდიოდა მისი მხრიდან. ქართული კალათბურთი მაინც გაიმარჯვებს, შიოსთანე ერთად!
ზურა
შაბათს პაატა გურასპაულის პროგრამის წარდგენისას გამოჩნდა, რომ საკალათბურთო სამყაროს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა ცნობილი კალათბურთელი, ევროპის ფედერაციები მხარს სწორედ პაატა გურასპაულს უჭერენ. შიო ხეცურიანს კი თითქმის არავინ იცნობს და მხოლოდ ის იციან, ზაზა ფაჩულის მეგობარია. ხეცურიანი მიხვდა, რომ მიუხედავად ვიღაცეებისთვის დაპირებების მიცემის და მთავრობაში სიარულისა, შანსი არ აქვს. ახლა, თავის გამართლებას ცდილობს და ტყუის, თიღქოს დელეგატები არ არის ცნობილი. ამ დროს, დელეგატების სია ოფიციალურად აქვს მიღებული გასულ კვირაში და მაგიდაზე უდევს.
gigi
კარგით რაა რას მაუმუნობთ
bell
ან სერიოზული ზეწოლა განხორციელდა მასზე ანაც უბრალოდ არასერიოზული ადამიანი ყოფილა შიო, როგორ შეიძლება ესე მარტივად დათმო ბრძოლის შანსი როდესაც თვლი, რომ კალათბურთს მომავალი ენგრევა გაუგებარია.... მაშინ გამოდის რომ წინასაარჩევნო პერიოდის ტყუილზე ქონდა აგებული და გურასპაული ღირსეული შემცვლელი იქნება მოქმედი პრეზიდენტის.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს