8 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. გათამაშების მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
8 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. გათამაშების მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. მესამე ტური გატანილი გოლების სიმრავლით ჯერჯერობით სარეკორდოა მიმდინარე სეზონში.

სათამაშო დღე "თელასისა" და "აფხაზეთის" დაპირისპირებით დაიწყო და თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმს, განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე წარიმართა და საბოლოოდ მოქმედი ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვებით, 7:2 დასრულდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

იოსებ მამაგულაშვილი, "აფხაზეთი": "ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და გამოცდილების პრობლემა გვაქვს, შეუთამაშებელები ვართ და ამან გამოიწვია მარცხიც. კიდევ პრობლემა იყო მომენტების გამოუყენებლობა. ჩვენ რომ ეს მომენტები გამოგვეყენებინა, თამაშის სცენარი, შესაძლოა, შეცვლილიყო და სხვა ანგარიშით დამთავრებულიყო მატჩი".

ავთო ასათიანი, "სტუ-თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი: "საკმაოდ დაძაბული ლიგაა, გუნდებმა საკმაოდ მოუმატეს. გამოკვეთილი ფავორიტი, ჩემი აზრით, არ ჰყავს ეროვნულ ჩემპიონატს. ეს, რა თქმა უნდა, მაყურებლისთვისაა კარგი, რადგან რაც უფრო დაძაბულია თამაში, მეტ სიამოვნებას იღებს მაყურებელი".

ზედმეტი გართულებების გარეშე მოიპოვა პირველი 3 ქულა ბსუ-მ. წყალტუბოელებმა "ბათუმელ სტუდენტებს" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა, როდესაც ორჯერ მოახერხეს წინ გასვლა, თუმცა მეორე ნახევარში სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს და 2:9 დათმეს.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

გოჩა მახარაძე, ბსუ: "შეხვედრის პირველი წუთები დაძაბულად მიდიოდა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რითაც ისარგებლა მეტოქემ და წინ გასვლა შეძლო. პირველი ნახევრის შემდეგ გავაანალიზეთ შეცდომები, დავალაგეთ თამაში და მოგებაც მოვახერხეთ".

ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გათამაშდა "კოლხისა" და "თბილისის" დაპირისპირებაში. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაზეც მსაჯების მიერ ნაჩვენები 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათიც მოწმობს. საბოლოოდ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება ირანელი ლეგიონერებით გაძლიერებული "კოლხი-გულრიფშის" გამარჯვებით, 7:6 დასრულდა, რომელთა რიგებში ჰეთ-თრიკით გამოირჩა გუნდის დებიუტანტი ჰამედ ჰოსეინზადე.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

დავით დარჩია, "კოლხი": "დაძაბული მატჩის მოლოდინი გვქონდა და ასეც იყო. ჩვენმა შრომამ გაამართლა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო, არასასურველი შედეგით დავიწყეთ ლიგა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და მოწინააღმდეგეს ღირსეული თამაშისთვის".

რაც შეეხება ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას "აგორასა" და "ტატიშვილს" შორის, ბრძოლა მხოლოდ შეხვედრის პირველ ნახევარში შედგა. მეორე ტაიმში "მედიკოსები" გაცილებით მოტივირებულები და კონცენტრირებულები გამოვიდნენ პარკეტზე და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 7:2 ალე ძაბირაძის შეგირდების სასარგებლოდ. გამარჯვებულებს გიორგი სილაგავამ ულიდერა, რომელიც ბრწყინვალე თამაშის გარდა, საკუთარ გუნდს ოთხი გატანილი გოლითაც დაეხმარა.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

გიორგი სილაგავა, მფკ "ტატიშვილი": "პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რომელიც გვერდით გვედგა მთელი თამაშის განმავლობაში. "აგორა" ძალიან ძლიერი გუნდია, ვიცოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვება უფრო მონდომებამ განაპირობა, რადგან მოედანზე უფრო მოტივირებულები გავედით".

08.11.2017. ფუტსალის ლიგა. III ტური

სტუ-თელასი - აფხაზეთი 7:2 (2:2)

გოლები: 02:43’სოზაშვილი (1:0), 03:10’ჭუმბურიძე (ს.კ 1:1), 05:03’ ჭუმბურიძე (2:1), 17:00’ ბ.მამაგულაშვილი (2:2), 25:46’ წვერავა (3:2), 28:29’ სოზაშვილი (4:2), 31:41’ მაისაია (5:2), 34:04’ ბოკერია (6:2), 35:16’ კურბანოვი (7:2)

წყალტუბო - ბსუ (ბთ) 2:9 (2:2)

გოლები: 01:08’ გოგსაძე (1:0), 08:47’ ნადარაია (1:1), 16:00’ ბერეჩიკიძე (2:1), 19:47’ ბროლაძე (2:2), 21:13’ გაბუნია (2:3), 22:12’ მამულაძე (2:4), 26:19’ ნინიძე (2:5), 26:52’ ბროლაძე (2:6), 29:03’ ხინიკაძე (2:7), 36:34’ ნინიძე (2:8), 38:37’ მამულაძე (2:9)

გაფრთხილება: 08:40’ გორგოძე (წყა), 34:07’ დოლიძე (ბსუ)

კოლხი-გულრიფში - თბილისი 7:6 (2:3)

გოლები: 01:58’ ალავერიქჰანი (1:0), 11:43’ ჰოსეინზადე (2:0), 11:58’ გოგოხია (2:1), 14:18’ კუხალეიშვილი (2:2), 16:12’ ძაგანია (2:3), 22:48’ გოგოხია (2:4), 26:08’ ანდღულაძე (3:4), 30:13’ ჰოსეინზადე (4:4), 33:41’ ალავერიქჰანი 6მ (5:4), 33:53’ ცხომარია 10მ (6:4), 35:08’ ჰოსეინზადე (7:4), 35:14’ კუხალეიშვილი (7:5), 35:57’ კვანტალიანი (7:6)

გაფრთხილება: 06:29’ კვანტალიანი (თბ), 09:50’ ანდღულაძე (კოლ), 23:05’ წოწკოლაური (თბ), 33:41’/34:32’ სანიკიძე

გაძევება: 06:00’ რეხვიაშვილი (კოლ), 34:32’ სანიკიძე (თბ)

აგორა - ტატიშვილი 2:7 (1:2)

გოლები: 13:22’ დანელია (აგო), 15:59’ სილაგავა (ტატ), 17:37’ სილაგავა 10მ (1:2), 20:55’ ექიზაშვილი (1:3), 22:03’ ექიზაშვილი (1:4), 29:59’ სილაგავა (1:5), 33:42’ ჩერნიშევი (1:6), 36:06’ ჩიმაკაძე (2:6), 38:20’ სილაგავა (2:7)

გაფრთხილება: 07:29’ ონიანი (ტატ), 07:59’ ლუკავა (ტატ), 14:31’ სიგუნავა (აგო), 29:34’ ბუკია (ტატ), 30:39’ დანელია (აგო)

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: პრინციპული ტური!
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში