ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივართათვის პროექტს იწყებს [VIDEO]
ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, 13 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ახალი პროექტი განიხილეს, რომელიც სწორედ საფეხბურთო კლუბების გულშემატკივართა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კლუბების მხრიდან, შეხვედრას ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის დირექტორები, ფან-კლუბების წარმომადგენლები და გულშემატკივართა მეკავშირეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მასპინძლებმა სტუმრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი გააცნეს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ახალ სეზონში ფან-კლუბებს მნიშვნელოვანი სიახლეები და მხარდაჭერა ელით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა დამსწრეთა კითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კლუბები ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ფანებისთვის საჭირო ატრიბუტიკის, საგარეო მატჩებზე მგზავრობისა თუ სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ.

„ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სხვადასხვა ახალ პროექტზე მუშაობს. მათ შორის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ფან-კლუბების პროექტი, რომელიც ეროვნული ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში ფანების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება- კერძოდ, 2017 წელს 20-ვე კლუბს ექნება უფლება მოითხოვოს და მიიღოს ფან-კლუბისათვის აუცილებელი ატრიბუტიკა. ყველა კლუბს შეუძლია თავად განსაზღვროს, რა ჭირდება მის ფან-კლუბს და ამის შემდეგ ინდივიდუალური მოთხოვნა წამოაყენოს...ხოლო 2018 წელს, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის 360-ვე შეხვედრაზე სტუმარი გუნდის ფანკლუბის გადაადგილებას, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად დააფინანსებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გულშემატკივარს საშუალება ექნება მისი საყვარელი კლუბის გასვლით მატჩებსაც დაესწროს,“- აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა