აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა 100 მილიონ ლარამდე დაჯდება
"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა 100 მილიონ ლარამდე დაჯდება.

სტადიონი, რომელიც 20 000 ადამიანს დაიტევს, უეფა-ს მე-4 კატეგორიის იქნება და ხელშეკრულების მიხედვით, 34 თვეში უნდა აშენდეს.

ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს "ანაგი" ააშენებს.

დოკუმენტს შპს "სტადიონის" დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს "ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.

შპს "ანაგის" მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის.

ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა

ფოტოები: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდი"

roma-ni
ბათუმელი გულშემატკივრები ვიმსახურებთ ასეთ სტადიონს მაგრამ გუნდი უნდა გადახალისდეს და ეს ფულისმჭამლები მოცილდეს რომ მომავალში დაგვაბრუნოს ვინმე ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა უმაღლესში, უშველეთ ბათუმის დინამოს.
მსოფლიო ჩემპიონატზე?)))
..მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფის თამაშისთვის მინიმუმი ტევადობა განსაზღვრულია ფიფას მიერ 45ათასით!..რუსებმა თხოვეს,,,ჩააწყვეს,,(გაუჭირდებოდათ,,) და ზოგან 35-ათასიანს აშენებენ და ისიც დროებითი ტრიბუნებით,რომელსაც ჩემპიონატის შემდეგ მოშლიან და დარჩება 22-25 ათასიანი .რატომ მოსახლეობით მილიონიან (და მეტიც) ქალაქებში მხოლოდ 22-25 ათასიანი სტადიონი?....
დათო
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ კარგი იქნებოდა გათვლა ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატის სტანდარტებზე, მინიმუმ 27 000 -იანზე. სხვა მხრივ არაფერი არ დაეწუნება თუ ასეთი აშენდება მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ოთხივე მხრიდან ტრიბუნები თავისი გადახურვით, ასევე ორიგინალურია სანაკრებო და საკლუბო ფერებში განათება, მოკლედ გვეღირსება თანამედროვე არენა, იმედია რაც პროექტშია ზუსტად ისე აშენდება და ზუგდიდის სტადიონისავით არ გაათახსირებენ.
ლუკა
საქართველოში პირველი თანამედროვე სტადიონი იქნება. სასიამოვნო იქნება ახალ სტადიონზე კარგი თამაშის ნახვა. წარმატებას ვუსურვებ ბათუმს!
sad banaob
rais mushebs ar uxdidnen fuls sad banaob dzmao da saidan mogaqvt es chorebi ra ubedurebaa kacebj xart tu choriknebi?anagi ertsrti useriozulesi samsheneblo kompania gadi tavisuplebaze da pushkinis skvertan imxela shenobaa aashenes mere ilaarake es shterobebi
ვახტანგი
ყოჩაღ ბათუმი. ემჩნევა ბათუმს რომ უყვართ თავიანთი ქალაქი, ამშვენებენ და ალამაზებენ. თბილისს კი არ გავს, დედა რომ ვუტირეთ და ბანგლადეშს რომ დავამსგავსეთ
zura
შპს ანაგი რომელია? ქ.რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია რომ გააკეთა? მუშები ისე გარბოდნენ ერთმანეთს ასწრებდნენ,ფულს,რომ არ უხდიდნენ და ხან ინდოელები ამუშავეს და ხან პაკისტანელები... ახლა იშლება რაც გალესეს და შეღებეს...
ზურა
რაც მანდ მაყუთი მოიხსნება იმის 1 პროცენტი მომცა რაღა მომკლავდა
ქუთაისელი
წარმატებები ბათუმს! ბათუმი უნდა დაბრუნდეს უმაღლეს ლიგაში!
jako
მახსოვს ქარველი არქიტექტორი სთავაზობდა მინიმანურ ფასად აშენებას. იმედია წილები გაინაწილეს და აშენდება .
ზურა
არვიცი ამასაც რამდენად გააკეთებენ.. მე უფრო ის მეგონა, რომ რადგანაც პირველ ლიგაში გავვარდით, სტადიონის თემა დაიხურებოდა, მაგრამ რადგანაც მიდის მოლაპარაკებები უკვე და თანაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ძალიან მიხარია :))
Tbiliseli
აი როგორ ზღაპრად მეჩვენება იცი? :) იმედია მართლა ააშებენ, ბათუმი იმსახურებს სტადიონს, მაგარი ფანები ჰყავთ :)
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალურად - მექვაბიშვილი "ჩიკაგო ფაიერის" ფეხბურთელია
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
"რუსეთში სექს-წვეულებებზე უკანალზე გირტყამდნენ, მაშინ ჩემზე დაქორწინებული იყავი..." - ლოპესის სკანდალური მონაყოლი და ვანდას პასუხი
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
აქტუალური თემა: სტადიონები, ინფრასტრუქტურა და საკურორტო ბიზნესი
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება