ნიკოლოზ ბასილაშვილი ოკლაჰომა სიტიში დაწყებული ვაჟ ჩოგბურთელთა მცირე საერთაშორისო ტურნირის (15 ათასი დოლარი) მერვედფინალში გავიდა
ოკლაჰომა სიტიში დაიწყო ვაჟ ჩოგბურთელთა მცირე საერთაშორისო ტურნირი (15 ათასი დოლარი), სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი (705) მონაწილეობს. ჩვენი პირველი ჩოგანი პირველ წრეში "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელ კრისტოფერ ჰეიუორთს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 6:2, 6:7 (4), 6:3. ასეა თუ ისე, ჩვენებური მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი ჯემი ბეიკერი (401) იქნება. ნიკა წყვილთა ბადეს უკვე გამოემშვიდობა - ბულგარელ ბორის ბაკალოვთან (810) დუეტში პირველივე წრეში მე-2 ნომრად განთესილ წყვილთან (მონრო, პოსპიშილი) დამარცხდა - 1:6, 1:6.

17 წლის ნიკა დოლიძემ წარუმატებლად იასპარეზა ესპანეთის ქალაქ რეუსში (10 ათასი დოლარი). ჩვენებურმა პირველ საკვალიფიკაციო წრეში მე-13 ნომრად განთესილ არგენტინელ ფაკუნდო მენასთან (1039) წააგო - 1:6, 2:6. წლეულს ესპანეთში ნიკამ უკვე მესამე ტურნირში სცადა ძირითად ბადეში გაღწევა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

მონსონის (ესპანეთი, 50 ათასი დოლარი) საერთაშორისო ტურნირის წყვილთა ბადეში კარგად თამაშობს მაკა ჩახნაშვილისა (232) და ხორვატი ივანა ლისიაკის (241) დუეტი. ქართველი და ხორვატი უკვე ნახევარფინალში არიან, სადაც პირველ ნომრად განთესილებს, მარია კამერინს (იტალია, 117) და დარია კუსტოვას (ბელარუსი, 171) ხვდებიან. პირველ წრეში მათ მე-4 ნომრად განთესილი რუსები (ბრატჩიკოვა, ივანოვა) დაამარცხეს, შემდეგ კი იტალიელ კორინა დენტონისა (149) და რუს ანასტასია პივოვაროვას (120) სძლიეს - 6:3, 7:5.

ჩინურ ვენშანში (50 ათასი დოლარი) ოქსანა კალაშნიკოვა (196) წყვილთა ბადესაც დაეთხოვა. მეოთხედფინალში კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ვერონიკა კაპშაიმ (324) ბრიტანელ რობსონთან და ტაივანელ ჩანთან წააგეს - 3:6, 5:7.

22 წლის ნათია გეგიამ თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, მან ასტანას ტურნირის (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია, თუმცა იქ პირველი წრის მატჩი ვერ ჩაამთავრა, რუს მუხაბატ საიდოვას (884) დანებდა - 1:6, 1:4.

ანთალიაში (10 ათასი დოლარი) აგრძელებს ბრძოლას მე-4 ნომრად განთესილი ეკა გორგოძე (552). მერვედფინალში ქართველმა ავსტრიელ პატრისია ჰაასს იოლად აჯობა - 6:0, 6:2. ახლა ეკა მეოთხედფინალში შვედ ბეატრის სედერმარკს (925) დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა