ფუტსალის ლიგა: დღეს ფავორიტების მატჩია
დღეს, 15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის IV ტურის შეხვედრები გაიმართება.

სასტარტო შეხვედრაში 15:00 სთ-ზე, ერთმანეთს აფხაზეთი და წყალტუბო დაუპირისპირდებიან. თუკი "შავიზღვისპირელებს" სამი ტურის შემდეგ ზურგს ერთი ქულა უმაგრებთ, იმერლების კვლავ პირველი მონაგარის ძიებაში არიან.

პრინციპული და უშუალო კონკურენტების დაპირისპირება შედგება 17:00 სთ-ზე. წინა ტურში დამარცხებული თბილისი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ეცდება ხასიათის გამოსწორებას, რომელიც თავის მხრივ, ბოლო შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ქულების მარაგის გასაზრდელად იბრძოლებს.

უაღრესად საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი კოლხისა და აგორას შორის, რომელიც 19:00 სთ-ზე დაიწყება. ამ შეხვედრას გუნდები განსხვავებული განწყობით ხვდებიან - ირანული ლეგიონით გაძლიერებულმა "კოლხებმა" უმძიმეს ბრძოლაში შეძლეს თბილისთან გამარჯვების მოპოვება, "ფინანსისტებმა კი მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს ტატიშვილს წინააღმდეგობა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მეოთხე ტური, ცენტრალური მატჩით დასრულდება. 21:00 სთ-ზე ერთმანეთს შარშანდელი სეზონის ფინალისტები და მიმდინარე გათამაშების ორი ფავორიტი, ტატიშვილი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. სამი ტურის შემდეგ ორივე გუნდი უდანაკარგოა, "მედიკოსები" მხოლოდ უკეთესი ბურთების სხვაობით პირველობენ და შესაძლოა ამ მატჩის შემდეგ ლიგას ერთპიროვნული ლიდერიც გამოუჩნდეს. აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, გულშემატკივარს 20:50 სთ-დან სილკ უნივერსალის ეთერში შეეძლება.

15.11.2017. ფუტსალის ლიგა. III ტური

15:00 აფხაზეთი - წყალტუბო

17:00 თბილისი - ბსუ (ბთ)

19:00 კოლხი-გულრიფში - აგორა

21:00 ტატიშვილი - თელასი

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი" ტელეკომპანია"SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო დასპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი",ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com,mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა