სფფ-ს საგანმანათლებლო პროგრამა ფეხბურთის ექიმებისთვის [VIDEO]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდის ეროთობლივი პროექტი - „ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამა“ 15 დეკემბერს, პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიწყო. კურსი, რომელიც ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ექიმებისათვის ტარდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო მიმართულების უახლესი პროექტია. მსმენელები სამი დღის განმავლობაში დაესწრებიან აღნიშულ კურსს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ვარძუკაშვილი წარუძღვება და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს.

მერაბ ვარძუკაშვილი: აქცენტი გადატანილია იმაზე თუ როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობისას ფეხბურთში. ეს გამოიხატება როგორც ლექცია-სემინარებში, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებში. კურსის მონაწილეებს უშუალო შეხება მოუწევთ მანეკენებთან, მოხდება თითოეული სიტუაციის სწორად შეფასება და შემდგომ რეაგირება. ეს ყველაფერი კი, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ სცენარით მოხდება, რადგან კლუბისა თუ ნაკრების ექიმი საჭიროების შემთხვევაში ადვილად გაერკვიოს სიტუაციაში, სწორად იმოქმედოს და გადაარჩინოს სიცოცხლე.

პროგრამის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ. მათ მსმენელებთან პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის მხარდაჭერით დაფუძნდა დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდი, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო და პირველი პროექტი ფეხბურთის ექიმების გადამზადებას ეხება. თქვენ იცით, რომ ამ სფეროში ჩვენ საკმაოდ დიდი პრობლემები გვქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს სემინარი ხელს შეუწყობს საფეხბურთო სპეციალისტების სწორად განვითარებას. ამის შედეგად ჩვენ საშუალება გვექნება ამ სფეროში წინ წავიდეთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა სემინარების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.

ალექსანდრე იაშვილი: სპორტული მედიცინის განვითარება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორად განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული ამ სფეროზე. აღნიშნული სემინარები ძალიან საჭიროა და მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ბევრი სიახლე გვექნება იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელები სწორად განვითარდნენ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს