ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ყველაზე საფეხბურთო ქალაქი

ყველაზე საფეხბურთო ქალაქი

დიდი მატჩის წინ; ღვთაებრივი დერბი, ანუ "მადონინა" - ასე უწოდებენ იტალიაში ორი მილანური გრანდის დაპირისპირებას

და მადონინა, ანუ ღვთაებრივი დერბი

ღვთაებრივი დერბი, ანუ "მადონინა" - ასე უწოდებენ იტალიაში ორი მილანური გრანდის დაპირისპირებას. ხვალ, მართლაც რომ დიდი მატჩი გაიმართება, ერთმანეთის პირისპირ ტრადიციული, ისტორიული მეტოქეები წარსდგებიან და ამ ყველაფერს, სატურნირო ცხრილში არსებული ძალიან დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო ალამაზებს - "მილანი" ჩემპიონატის ლიდერია, თუმცა მხოლოდ ორი ქულით უსწრებს თანაქალაქელს და მათ უშუალო დაპირისპირებაში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ამბობენ, რომ თუ "მილანმა" მოიგო და ქულათა სხვაობა ხუთამდე გაზარდა, ამით პრაქტიკულად ყველაფერი დამთავრდება, თუმცა არა გვგონია ასე მარტივად იყოს საქმე, მით უმეტეს, ბოლო დროს "როსონერის" არასტაბილურობა დასჩემდა. კონკრეტულად ხვალინდელი დაპირისპირების შესახებ ტურის წინასიტყვაობაში ვისაუბრებთ, დღეს სხვა თვალით შევხედოთ მილანურ დერბის და საინტერესო ექსკურსი გავაკეთოთ წარსულში და არა მარტო.... სანამ თემას განვავრცობდეთ, აღვნიშნავთ, რომ მილანური გუნდების ჯახს ხშირად პრეზიდენტების დაპირისპირებას უწოდებენ - ალბათ ბევრი არ მოიძებნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც პირველ რიგში ტიფოზია საკუთარი გუნდის და მხოლოდ შემდეგ მისი მფლობელი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილვიო ბერლუსკონი "მილანთან" ასოცირდება, მასიმო მორატი კი "ინტერთან" - ათეულობით წლებია კლუბებს მართავენ და ასეთი პრეცედენტის პოვნაც საკმაოდ რთულია. მაშ ასე, ბერლუსკონი Vშ მორატი...

სილვიო ბერლუსკონი

სილვიო ბერლუსკონი ბავშვობიდან "მილანის" თავგადაკლული ტიფოზია და დღესაც აცხადებს, რომ მისი ოცნება ყოველთვის "როსონერის" სათავეში ყოფნა და ამ კლუბთან ერთად წარმატებების მიღწევა იყო. განსხვავებით პოლიტიკური კარიერისა და ქვეყნის პრემიერმინისტრობისა, ეს მართლაც მიზანი იყო მისი, რომელიც აისრულა და რომლითაც დღემდე ძალიან ამაყობს. დიდი ფული სილვიომ სამშენებლო ბიზნესით და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იშოვა, რასაც სატელევიზიო ბიზნესი და კიდევ უფრო დიდი შემოსავლები მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ მიეცა საშუალება ბავშვობის ოცნება აეხდინა და "მილანის" მთავარი აქციონერი გამხდარიყო. 1986 წელს ბერლუსკონი "მილანის" მფლობელი გახდა და ამ კლუბის პრეზიდენტადაც დაინიშნა. შეეძლო კლუბის მმართველად სხვა დაენიშნა, მაგრამ უშუალოდ სურდა პროცესებში მონაწილეობის მიღება.

ბერლუსკონიმ უამრავი ფული ჩაყარა კლუბის განვითარებაში, თანხის უდიდესი ნაწილი კი ტრანსფერებში იხარჯებოდა - სხვადასხვა დროს, "როსონერის" რიგები არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა შეავსეს, რომელთა გვარებიც ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი: მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი, ფრანკ რაიკარდი, დეიან სავიჩევიჩი, ზვონიმირ ბობანი, რობერტო ბაჯო, ჟორჟ ვეა და ა.შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერლუსკონიმ ახალი ერა შექმნა ფეხბურთში - სწორედ მისი "მილანი" იყო პირველი გუნდი, რომელსაც 22 და მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავდა შემადგენლობაში. მაშინ, დაიწყო საუბრები იმაზე, რომ არსებობდა ორი "მილანი": A და B, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ შეეძლოთ თამაში და ამ მატჩს უამრავი გულშემატკივარი დიდი ინტერესით მიადევნებდა თვალს. შემდგომ უკვე სხვებმაც მიბაძეს ბერლუსკონის და დღეს, უკვე წესია, რომ ამბიციურ გუნდში აუცილებლად 22-25 მაღალი კლასის ფეხბურთელი უნდა ირიცხებოდეს.

1994 წლიდან, სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკამ გაიტაცა და ამ ფრონტზეც უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, თუმცა მიუხედავად ამისა, "მილანის" გაყიდვა ერთი წუთითაც არ უფიქრია. იტალიის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრემიერმინისტრს ეკრძალება საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობა და სწორედ ამიტომ, აღნიშნული პოსტი საერთოდ გააუქმა - ანუ, "მილანის" გენერალურ მმართველად ადრიანო გალიანი დანიშნა, თვითონ კი მფლობელის სტატუსით გახლავთ კლუბის საქმეებში ჩართული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სილვიომ "მილანის" სათავეში ყოფნის 25 წლისთავი აღნიშნა და სიტყვით გამოსვლ;ისას განაცხადა, რომ კიდევ მინიმუმ 25 წარმატებული წელი წინ აქვს. საინტერესოა, რას ფიქრობს "მილანის" ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი მთავარ კონკურენტზე, ისტორიულ მეტოქესა და უბრალოდ, თანაქალაქელ "ინტერზე"? - მოვუსმინოთ მას:

"მამაჩემი "მილანის" თავგადაკლული გულშემატკივარი იყო, თამაშს არ ტოვებდა და მეც სულ სტადიონზე დავყავდი. თავიდან მხოლოდ იმიტომ ვქომაგობდი "როსონერის", რომ მამა ცუდ ხასიათზე არ ყოფილიყო და ჩემთვის ნაყინი ეყიდა, თუმცა შემდეგ ჩემამდეც მოვიდა ეს დიდი განცდა. რაც შეეხება "ინტერს", არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "მილანის" შემდეგ სწორედ "ნერაძურის" ვგულშემატკივრობ. ისევ და ისევ მამაჩემს გავიხსენებ, რომელიც მუდმივად მიმეორებდა, რომ ჯერ "მილანისთვის" უნდა მექომაგა, შემდეგ ჩვენი ქალაქის მეორე წარმომადგენლისთვის და შემდეგ ყველა იტალიური გუნდისთვის ევროასპარეზზე. ამიტომ, "ინტერის" მიმართ არავითარი მტრული დამოკიდებულება არ მაქვს, პირიქით".

მასიმო მორატი

სილვიო ბერლუსკონისგან განსხვავებით, რომელმაც თვითონ, ფაქტობრივად არაფრისგან შექმნა დიდი იმპერია და დიდი ისტორია, მასიმო მორატის ყველაფერი მემკვიდრეობით ერგო. მამამისი ანჯელო მორატი წლების განმავლობაში "ინტერის" პრეზიდენტი გახლდათ და იტალიაში ყველაზე დიდი ნავთობკომპანიის მფლობელი. სწორედ მან დაუტოვა თავის შვილს კლუბიც და დიდძალი ქონებაც, რომლის წყალობითაც მორატების ოჯახი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია მთელს იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ მასიმოს ეს ყველაფერი მემკვიდრეობით ერგო, გუნდის გულშემატკივრები მას განსაკუთრებულად აფასებენ და უყვართ. მორატი უმცროსი მუდმივად იმას იმეორებს მასმედიასთან ურთიერთობისას, რომ მისთვის ყველაზე მთავარი სწორედ "ნერაძურია" და ის ნავთობკომპანიაც იმისთვის უნდა, რომ საყვარელ კლუბს დიდძალი ფინანსები მოახმაროს.

მასიმო მორატი უკვე 16 წელია სათავეში უდგას მილანურ გრანდს და ამ ხნის განმავლობაში 600 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული. ამ მაჩვენებლით ის უდავო რეკორდსმენია მსოფლიო მასშტაბით და პირველ პოზიციას ალბათ არც მომავალში დათმობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვარსკვლავი იყიდა და შეგვიძლია რამდენიმე მათგანის გვარიც გავიხსენოთ: რობერტო კარლოსი, ივან სამორანო, რონალდო, კრისტიან ვიერი, რობერტო ბაჯო, ერნან კრესპო, ადრიანო...

მიუხედავად იმისა, რომ მორატიმ თავიდანვე დიდი ფული ჩაყარა კლუბში, წარმატება მალე არ მოსულა - მისი მოღვაწეობა ორ ეტაპად შეგვიძლია გავყოთ: წარუმატებელი და წარმატებელი. პირველ ეტაპზე "ინტერმა" მხოლოდ უეფას თასის გათამაშებაში გაიმარჯვა და ისიც ერთხელ, როდესაც ფინალში გერმანული "შალკე" დაამარცხა. თუმცა, დაუღალავმა შრომამ და გაუტეხავმა ხასიათმა ბოლო ხუთ წელიწადში გამოიღო შედეგი - ამ მოკლე პერიოდში "ინტერმა" მოიგო ყველაფერი, რაზეც მასიმო მორატი წლების განმავლობაში ოცნებოდა: იტალიის თასი სამჯერ, იტალიის სუპერთასი ოთხჯერ, სკუდეტო ხუთჯერ ზედიზედ, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ამასთან, ერთ სეზონში ჰეთთრიკი შეასრულა (სკუდეტო, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა), რაც აქამდე არც ერთ სხვა იტალიურ გუნდს არ გაუკეთებია. მოკლედ, მორატიმ მიიღო ყველაფერი ის, რაზეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. თუმცა, ამით მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად არ შექმნია, მას კიდევ წყურია ტროფეები და დიდი გამარჯვებები. და რას ფიქრობს სენიორ მასიმო თანაქალაქელ "მილანზე"? - მოვუსმინოთ და გავიგებთ:

"სილვიო ბერლუსკონის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, ის ყოველთვის მილოცავს, როდესაც ტროფეის ვიღებთ და ანალოგიურად ვიქცევი მეც, როდესაც "მილანია" გამარჯვებული. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმული იყო "როსონერის" წარმატებები და ყოველთვის მსურდა, რომ თანაქალაქელისთვის მეჯობნა. ეს ხან გამომდის, ხან არა, მაგრამ მთავარი მაინც ერთია - ევროპაში არ არსებობს მეორე ქალაქი, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ორი აღიარებული გრანდი ბინადრობს".

ზეედორფიდან იბრაჰიმოვიჩამდე

პრეზიდენტების სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად ამ ორი გუნდის ისტორიული კონკურენციისა, მტრობაზე საუბარი მაინც არ შეიძლება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ არაერთი ისეთი ფეხბურთელი გვახსოვს, რომლებსაც ორივე გუნდის მაისური მოურგია და ამას ტიფოზების მხრიდან განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია. ამ მხრივ, უფრო "მილანის" მესვეურთა ნაყოფიერი მუშაობა უნდა აღვნიშნოთ, რომლებმაც თავის დროზე არაერთი ვარსკვლავი გამოსტაცეს თანაქალაქელს. გავიხსენოთ ანდრეა პირლო და კლარენს ზეედორფი, რომლებმაც ბევრი ვერაფრით წარმოაჩინეს თავი "ნერაძურიში", "მილანში" კი ბოლომდე გაიხსნენ და გუნდთან ერთად პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეს, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. დღემდე ძირითადი შემადგენლობის წევრებად ითვლებიან და ამით ყველაფერია ნათქვამი.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რონალდო, რომელიც კარიერის საწყის წლებში სწორედ "ინტერში" ბრწყინავდა, შემდეგ "რეალში" გადაბარგდა და ევროპული კარიერის მიწურულს "მილანში" იასპარეზა. ერთადერთი, სწორედ რონალდოს "მილანში" გადაბარგება გააპროტესტეს "ინტერის" გულშემატკივრებმა - მართალია, მინდორზე გოჭის თავი არ უსვრიათ, როგორც ეს ლუიშ ფიგუს შემთხვევაში მოხდა "ელ კლასიკოზე", მაგრამ სტვენა ნამდვილად არ დააკლეს. შეგვიძლია გავიხსენოთ კრისტიან ვიერიც, რომელიც ჯერ "ინტერში" ასპარეზობდა, შემდეგ კი "მილანში" - ამ ფეხბურთელმაც უკეთესო პერიოდი "შავ-ლურჯთა" ბანაკში გაატარა. ვნახოთ რა იქნება ზლატან იბრტაჰიმოვიჩის შემთხვევაში, რომელმაც მიჯრით მოიგო სკუდეტოები "ინტერთან" ერთად და კატალონიური ტრანზიტით "მილანში" ამოჰყო თავი. ამბობენ, რომ სადაც ზლატანია, იქ არის სკუდეტოც და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს ტრადიცია.

ისე გამოვიდა, რომ ყველა ჩამოთვლილი ფეხბურთელი ჯერ "ინტერში" ასპარეზობდა და შემდეგ "მილანში". იყო საპირისპირო შემთხვევებიც, თუმცა ნაკლებად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ერნან კრესპო, რომელმაც "როსონერისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა, "ლივერპულს" ორი გოლი გაუტანა და როგორც ყველას გვახსოვს, მაინც დამარცხდა - შემდეგ, ცოტა ხანი "ნერაძურიშიც" ითამაშა და ბევრი ვერაფერი გააწყო. იყო ასეთი ფეხბურთელი: ფრანჩესკო კოკო, რომელმაც "მილანში" დაიწყო კარიერა, პერსპექტიულ განაპირა მცველად ითვლებოდა, თუმცა შემდეგ დაღმასვლა დაეწყო - ერთი ხანობა "ბარსელონაში" ითამაშა, "ინტერშიც" სცადა ბედი, მაგრამ წახდენილ საქმეს ვეღარ უშველა. და ყველაზე საინტერესო, ლეონარდო, ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად მთელი საფეხბურთო კარიერა "მილანს" მიუძღვნა, პირველი სამწვრთნელო ნაბიჯებიც "როსონერიში" გადადგა და დღეს "ინტერს" უდგას სათავეში. ლეოს თქმით, ის არასდროს ყოფილა "ნერაძურის" ტიფოზი, თუმცა დადგა იქ, სადაც მისი საჭიროება დაინახეს.

ეს საინტერესოა...

იტალიაში ქომაგობა ოჯახებით იციან - ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრობა თაობიდან თაობას გადაეცემა და ბერლუსკონისა თუ მორატის მაგალითებიც ამის ნათელი დადასტურებაა. სწორედ ამიტომ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელები თუ მათი ოჯახის წევრები დიდ გაუგებრობაში ხვდებიან. მაგალითად, ალესანდრო კოსტაკურტას ოჯახში ტრადიციულად "ინტერს" გულშემატკივრობდნენ და პატარა ბილიც შესაბამისად "ნერაძურის" საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. ერთი ხანობა, სწორედ "ინტერის' ბავშვთა გუნდში ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ დაიწუნეს და კარისკენ მიუთითეს, აქაოდა და პერსპექტივას ვერ ვხედავთო. ალესანდროს ისღა დარჩენოდა, რომ "მილანის" საბავშვო სკოლაში მისულიყო და სწორედ იქიდან დაიწყო მისი წინსვლა და დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროცესი. თუ რა სიმაღლეებს მიაღწია კოსტაკურტამ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს - მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მთელი საფეხბურთო კარიერა "როსონერის" შესწირა და ამ გუნდის სიმბოლოდ იქცა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამან ვერაფერი დააკლო მისი ოჯახის "ინტერისადმი" განსაკუთრებულ სიყვარულს, ამაში თავად ალესანდროს სიტყვები დაგარწმუნებთ:

"რაც თავი მახსოვს, მამაჩემი "ინტერის" გულშემატკივარია და ბავშვობიდან მეც ასე მზრდიდა. მაშინაც კი "ნერაძურის" ქომაგობდა, როდესაც მე "მილანის' ღირსებას ვიცავდი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩემი შვილიც "ინტერის" ტიფოზია და მასაც ვერაფრით შევაყვარე "მილანი". ხშირად დავდივართ ქალაქის ქუჩებში ერთად, ჩემ შვილს კი მუდამ "ინტერის" ფორმა აცვია - უნდა ნახოთ როგორი გაოცებული თვალებით გვიყურებს ხალხი".

ბავშვობიდან "ინტერის" ტიფოზია ანდრეა პირლო და ამას არც მალავს. სწორედ "ნერაძურის" საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი, ამ გუნდში დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში, მაგრამ უპერსპექტივოდ მიიჩნიეს და "ბრეშაში" გაუშვეს. ამ პატარა და მოკრძალებულ გუნდში ანდრეამ რობერტო ბაჯოს მხარდამხარ იასპარეზა, როგორც თავად ამბობს, ბევრი ისწავლა მისგან და სრულიად სხვაგვარად ათამაშდა. მალე "მილანის" შეთავაზება მიიღო და დათანხმდა კიდეც. "როსონერიში' ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა დღემდე "ნერაძურის" ქომაგად რჩება - ეს მისივე სიტყვებია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც გვინდა რომ შევეხოთ. მილანი იტალიის ინდუსტრიული დედაქალაქია, მსოფლიო მოდის ცენტრი და თუ მასიმო მორატის დავესესხებით, ერთადერთი ქალაქი ევროპაში, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ორი აღიარებული გრანდი ჰყავს. საინტერესოა, ვინ არის ამ შესანიშნავი ქალაქის მერი? - ვინ და "ინტერის" მფლობელის ძმის, ჯანმარკო მორატის მეუღლე: ლეტიცია მორატი. ერთი მხრივ, მორატების ოჯახის წევრი, მაგრამ მეორე მხრივ სილვიო ბერლუსკონის პარტიის წევრი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა. ცნობილია, რომ პირადად ბერლუსკონისადმი ლეტიცია განსაკუთრებული სიმპატიით არის განწყობილი და მის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად ითვლება. როდესაც ჰკითხეს თუ ვის გულშემატკივრობს მილანურ დერბიში, შემდეგი პასუხი გასცა: "ამ კითხვაზე ნამდვილად ვერ ვუპასუხებ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ერთ მხარეს ჩემი ოჯახია, ხოლო მეორე მხარეს ჩემი პოლიტიკური გუნდი, უბრალოდ, მერი ვარ და ჩვენი ქალაქის ორივე გუნდი ერთნაირად მიყვარს".

P.შ.

ბოლოს, დავუბრუნდეთ პრეზიდენტებს და სტატისტიკას გადავხედოთ: მასიმო მორატი 16 წელია მართავს "ინტერს" და ამ პერიოდში 15 ტროფეი მოიგო; სილვიო ბერლუსკონი 25 წელია "მილანის" მფლობელია და 26 ტიტული აქვს მოგებული.

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია