გერმანიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტერაქტი აღკვეთა
გერმანიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა (Bundeskriminalamt - BKA) ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტერორისტული აქტი აღკვეთა. ხსენებული სამსახურის მიერ გუშინ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, შაბათს დორტმუნდში, „ვესტფალენშტადიონთან“ სავარაუდოდ უდიდესი ტერაქტი იგეგმებოდა.

დაკავებულია ერთ-ერთი უმთავრესი ეჭვმიტანილიც - გერმანიის 25 წლის მოქალაქე, რომელსაც სასტუმროს ნომერში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვადასხვა ქიმიური მინარევები უპოვნეს. მოტივი, თუ რატომ აპირებდა ეჭვმიტანილი ტერაქტის მოწყობას, უცნობია.

კრიმინალისტიკური სამსახურის სპეცრაზმელებმა 25 წლის მამაკაცი ხუთშაბათს გამთეენისას დააკაცეს. როგორც ირკვევა, მას „ჰანოვერთან“ მატჩის წინ, „ვესტფალენშტადიონის“ შესასვლელებთან მასობრივი აფეთქებები ჰქონდა დაგეგმილი, რაც სავარაუდოდ ათიათასობით ადამიანის სიცოცხეს შეიწირავდა.

ეჭვი, მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ პირველად თებერვალში გაჩნდა, როცა პაკისტანში, გერმანიის საელჩოს ანონიმური პიროვნება დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში გერმანიაში ორი უდიდესი ტერაქტი იგეგმებოდა. გერმანიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა მაშინვე დაიწყო გამოძიება - ანონიმური ინფორმატორი თებერვალშივე დააკავეს.

25 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა და რომლის ვინაობაც მკაცრადაა გასაიდუმლოებული, კიოლნში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მან აღიარა, რომ „ვესტფალენშტადიონის“ შესასვლელებთან რამდენიმე ბომბი დაამონტაჟა. BKA-ს სტადიონის სიახლოვეს ასაფეთქებელი საშუალებები მართლაც აღმოაჩინეს.

დორტმუნდის პოლიციის ოფიციალური განცხადებით, „დორტმუნდისა“ და „ჰანოვერის“ მატჩის გადადება საჭირო არ არის, რადგან უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია. „საფრთხე აღარ არსებობს და გულშემატკივრებს შეუძლიათ, მატჩს მშვიდად დაესწრონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე