ფელიქს მაგათს ვოლფსბურგში სერიოზული მიზნები აქვს

„ვოლფსბურგში“ დაბრუნებულ ფელიქს მაგათს სერიოზული მიზნები აქვს. მისი უპირველესი ამოცანა გუნდის მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან გადარჩენაა, სამომავლოდ კი, „დესპოტი ფელიქსი“ „ვოლფსბურგთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს.

„ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე გავაფორმე და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ბუნდესლიგაში ბოლო სამსახური იქნება. 2013 წლამდე კი დიდი დროა და მიზნად მაქსიმუმს ვისახავ, მაქსიმუმში კი დიახაც, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგულისხმობ. თუკი ეს გუნდი გერმანიის ჩემპიონი გავხადე, რატომ არ უნდა ვიფიქრო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც? დიდი ხანია, ამაზე ვოცნებობ და ისიც ვიცი, რომ ხელმძღვანელები ხელს ყველანაირად შემიწყობენ,“ - აცხადებს მაგათი „ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კიელინი ერთი თვით ლაზარეთში

უკრაინისა და იტალიის ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრის დროს, რომელიც „სკუადრა აძურამ“ ჯუზეპე როსისა და ალესანდრო მატრის გოლების წყალობით 2:0 მოიგო, „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ მუხლის ტრავმა მიიღო. ტურინული გრანდის ექიმებმა მას დიაგნოზი გუშინ დაუსვეს: კიელინი ფეხბურთს ერთი თვით ემშვიდობება. ჯორჯო უკრაინასთან ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული და „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ის ტრავმის გამო, პირველივე ტაიმში „კალიარის“ ცენტრალური უკანახაზელით, დავიდე ასტორით შეცვალა.

გოტფრიდ ლენცი

ბუფონი, მასკერანო და გაბრიელ მილიტო რომაში?

მას მერე, რაც „რომას“ ტომას დიბენედეტოს სახით ახალი, უმდიდრესი მფლობელი გამოუჩნდა, იტალიურ პრესაში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ „ჯალოროსი“ ზაფხულში მაგრად გაძლიერდება. დიბენედეტო „რომას“ ფანებს დაპირდა, რომ ზაფხულში 5-6 უმაღლესი კლასის მოთამაშეს იყიდის. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, პირველი სუპერვარსკვლავი, რომელსაც „რომას“ ახალმა მფლობელმა თვალი დაადგა, „იუვენტუსის“ მეკარე ჯიჯი ბუფონია.

ესოპანური გამოცემა „სპორტი“ კი გუშინდელ ნომერში წერდა, რომ „რომა“ „ბარსელონას“ ორი ფეხბურთელითაა დაინტერესებული - საუბარია საყრდენ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოსა და მცველ გაბრიელ მილიტოზეც.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე