15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა
15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ოთხივე დაპირისპირება უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

პირველი ქულები და გამარჯვება მოიპოვა "წყალტუბომ", რომელმაც "აფხაზეთის" დამარცხება შეძლო მინიმალური სხვაობით - 2:1.

უხვგოლიანი გამოდგა "თბილისისა" და ბსუ-ს დაპირისპირება, რომელიც "დედაქალაქელთა" გამარჯვებით, 7:4 დასრულდა.

თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თბილისელმა გიორგი კვანტალიანმა, რომელმაც თავის აქტივში ოთხი შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

მორიგი საფეხბურთო სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს "კოლხი-გულრიფშმა", რომელსაც ამჯერად "პარტნიორობა" "აგორამ" გაუწია. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, 4:4 დასრულდა. "ფინანსისტები" ზედიზედ მეორე მარცხისგან მატჩის დასრულებამდე 19 წამით ადრე ლაშა სიგუნავამ იხსნა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ტურის ცენტრალური დაპირისპირება, მოქმედ ჩემპიონ "სტუ-თელასსა" და ვიცე-ჩემპიონ "ტატიშვილს" შორის. გარდა "ძველი ანგარიშებისა", ამ მატჩს დამატებით ინტრიგას ისიც სძენდა, რომ ორივე გუნდი ამ ტურამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა.

მატჩის დაწყებამდე adjarasport.com-მა III ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, "ტატიშვილის" შემტევი გიორგი სილაგავა დააჯილდოვა.

შეხვედრა, მოლოდინისამებრ, დაძაბული გამოდგა და მიუხედავად "მედიკოსების" უპირატესობისა, გამარჯვება ჩემპიონს ხვდა წილად - 3:1 და სატურნირო ცხრილშიც ერთპიროვნულად სწორედ ის გალიდერდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო "ენერგეტიკოსების" კიპერი ჯაბა ჯამბურია, რომელმაც თავისი გუნდი ათზე მეტ შემთხვევაში იხსნა გოლისგან.

15.11.2017. ფუტსალის ლიგა. IV ტური

აფხაზეთი - წყალტუბო 1:2 (0:1)

გოლები: 15:34’ ბერეჩიკიძე (0:1), 24:35’ ჯანიკაშვილი (1:1), 28:35’ გოგსაძე (1:2)

გაფრთხილება: 18:48’ თადუმაძე (აფხ), 30:51’ კუხიანიძე (აფხ)

თბილისი - ბსუ (ბთ) 7:4 (4:2)

გოლები: 01:56’ გაბუნია (0:1), 06:33’ კვანტალიანი (1:1), 07:23’ კვანტალიანი (2:1), 11:01’ მამულაძე (2:2), 15:00’ გოგოხია (3:2), 20:00’ კვანტალიანი (4:2)

გაფრთხილება: 16:47’ გ.მახარაძე (ბსუ), 23:22’ გოგოხია (თბ)

გაძევება: 34:00’ ხ.მახარაძე (ბსუ)

კოლხი-გულრიფში - აგორა 4:4 (2:2)

გოლები: 04:20’ დანელია (0:1), 13:12’ ანდღულაძე (1:1), 15:02’ გიორგაია (1:2), 16:00’ ცხომარია (2:2), 33:22’ ნადირაძე (3:2), 35:46’ ალავერიქჰანი (4:2), 37:00’ დანელია (4:3), 39:41’ სიგუნავა (4:4)

გაფრთხილება: 21:16’ დანელია (აგო)

ტატიშვილი - თელასი 1:3 (1:0)

გოლები: 01:42’ ექიზაშვილი (1:0), 23:03’ წვერავა (1:1), 25:14’ გეეგშიძე (1:2), 37:43’ ასათიანი (1:3)

გაფრთხილება: 07:27’ ექიზაშვილი (ტატ), 28:52’ ბუკია (ტატ), 31:28’ სოზაშვილი (თელ), 33:17’ ესებუა (თელ)

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა