NBA: დასასრულს უახლოვდება რეგულარული ჩემპიონატი და თანდათან იკვეთება იმ გუნდთა ჯგუფი, რომლებიც პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას
დასასრულს უახლოვდება რეგულარული ჩემპიონატი და თანდათან იკვეთება იმ გუნდთა ჯგუფი, რომლებიც პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას. ამ მხრივ, თითქმის გამოუვალ სიტუაციაშია "ჰიუსტონი". "მემფისთან" ჩამორჩენას თუ გავითვალისწინებთ, "როკეტსს" გუშინ არ ჰქონდა "ფილადელფიასთან" წაგების უფლება - მხოლოდ მოგებით თუ შეინარჩუნებდა პლეი ოფში მოხვედრის მეტნაკლებად რეალურ შანსს.

ტექსასელებისთვის მატჩი კარგად დაიწყო - ისინი სამი მეოთხედი გასაქანს არ აძლევდნენ მეტოქეს. როგორც ყოველთვის, სტუმრების რიგებში გამორჩეულები იყვნენ ლოური, მარტინი და სკოლა. მათი წყალობით "ჰიუსტონი" დიდი ხანი ლიდერობდა ამ მატჩში.

მაგრამ ბოლო მეოთხედში სტუმრების ყველანაირი მონდომება წყალში ჩაიყარა. "როკეტსის" შეტევა უბრალოდ გაჩერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ფილადელფიელთა დამსახურება, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტებში ბრწყინვალედ დაიცვეს თავი. შეტევაში კი მასპინძელთა რიგებში ჰოლიდეი და იანგი ბრწყინავდნენ. ახლა, როგორც ჩანს, ტექსასელებს აღარ დარჩათ პლეი ოფში მოხვედრის შანსი.

"ორლანდოსთან" ურთულესი გამარჯვების შემდეგ "ნიუ იორკმა" ასევე გაჭირვებით მოუგო "ნიუ ჯერსის". გუნდებმა ამ შეხვედრაში საერთოდ დაივიწყეს დაცვა და შეტევითი კალათბურთით გაახარეს მაყურებელი. პირველ ტაიმში ბრუკ ლოპესის შედეგიანი თამაშის გადამკიდე "ნიქსი" მდევრის როლში აღმოჩნდა. "ნეტსის" ცენტრმა პირველ ორ მეოთხედში მეტოქის ფარში 20 ქულა ჩააგდო.

მაგრამ თავისი კოზირი "ნიუ იორკსაც" ჰქონდა. როცა მასპინძლების მდგომარეობა კრიტიკული გახდა, თამაშზე კონტროლი დააწესა მათმა მთავარმა სამეულმა. ენტონიმ, ბილაპსმა და სტაუდმაიერმა ბოლო წუთებისთვის შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ხოლო, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ენტონიმ. თუმცა "ნიქსმა" ცალკე მადლობა უნდა გადაუხადოს დერონ უილიამსს, რომელმაც გადამწყვეტი საშუალო ტყორცნა ააცილა.

ამყარებს თავის პოზიციებს "ნიუ ორლეანი". ურთულესმა გრაფიკმა და დევიდ უესტის ტრავმამ "ჰორნეტსი" ურთულეს სიტუაციაში ჩააყენა. მაგრამ ლუიზიანელები დანებებას არ აპირებენ. ასე მაგალითად, გუშინ მათ მძიმე ბრძოლაში მოუგეს "პორტლენდს". მატჩის მსვლელობისას "ნიუ ორლეანს" ხასიათის გამოვლენა დასჭირდა, რადგან "ბლეიზერსი" თავიდანვე გავიდა წინ.

ამის შემდეგ "ჰორნეტსმა" გამოასწორა მთავარი ნაკლი - დაცვაში თამაში, შეტევაში კი მთავარი ძალა სწორედ უესტის შემცვლელი კარლ ლენდრი გახდა. ეს მძიმე ფორვარდი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა თავისი გუნდის შემადგენლობაში. რაც შეეხება "პორტლენდს", ორეგონელები აქტიურად ცდილობდნენ ბოლო წეთზე მატჩის გადარჩენას, მაგრამ მილერმა ეს ვერ მოახერხა. ამ მოგებით "ჰორნეტსი" გაუთანაბრდა ცხრილში "პორტლენდს".

დასავლეთში მეორე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს "დალასი". დაძაბულ შეხვედრაში "მავერიქსმა" სტუმრად გატეხა "კლიპერსის" წინააღმდეგობა. კალიფორნიელთა აუთსაიდერის სტატუსის მიუხედავად, "მავერიქსს" იოლი გასეირნება არ ჰქონია. სტუმრებისთვის მთავარი თავსატეხი ბლეიკ გრიფინისა და მო უილიამსის შეჩერება გახდა. და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შუაში "დალასმა" ინიციატივა მოიპოვა, გამარჯვებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევი იყო.

ბოლო მეოთხედში ტექსასელებმა გაქცევა მოაწყვეს და მეტოქეს 15 ქულით დაშორდნენ. სტუმრებმა გადაწყვიტეს, რომ საქმე გაკეთებული იყო და კინაღამ მთლიანად გაფლანგეს კომფორტული უპირატესობა. "კლიპერსის" 11:0 გაქცევამ "დალასის" გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მაგრამ ნოვიცკისა და პარტნიორების მშვიდმა მოქმედებამ დღის სენსაცია ააცილა თავიდან "კოვბოებს". შემდეგ მატჩსაც "დალასი" ლოს ანჯელესში" ჩაატარებს, ოღონდ "ლეიკერსის" წინააღმდეგ.

ატლანტა-ორლანდო 85:82

27:25, 19:18, 23:18, 16:21

ა: სმიტი (26+6 მოხსნა), ჯონსონი (18+6 მოხსნა), ჰორფორდი (11+9 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (10+6 მოხსნა).

ო: ნელსონი (20+5 პასი), ჰოვარდი (17+13 მოხსნა), თურქოგლუ (17+8 მოხსნა+5 პასი), ანდერსონი (13), ბასი (12).

ინდიანა-დეტროიტი 111:101

24:27, 35:20, 32:23, 20:31

ი: კოლისონი (20), გრეინჯერი (17), მაკრობერტსი (15+13 მოხსნა), ჰიბერტი (12).

დ: სტაკი (24+9 პასი+7 მოხსნა), ჰემილტონი (19+5 მოხსნა+5 პასი), მონრო (14+9 მოხსნა), პრინსი (14).

ფილადელფია-ჰიუსტონი 108:97

31:33, 21:22, 32:27, 24:15

ფ: ჰოლიდეი (24+12 პასი), იანგი (22+9 მოხსნა), უილიამსი (15+5 პასი), ჰოუესი (12+7 მოხსნა), მიქსი (12), იგუოდალა (9+10 პასი+8 მოხსნა).

ჰ: ლოური (19), მარტინი (18), სკოლა (17+6 მოხსნა), ბადინგერი (15+9 მოხსნა).

ვაშინგტონი-მაიამი 107:123

29:32, 23:31, 29:25, 26:35

ვ: კროუფორდი (39), ევანსი (21+5 მოხსნა), ჯეფერსი (15+8 მოხსნა), ბლეტჩი (14+8 მოხსნა), მაკგი (12+5 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (35+8 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), უეიდი (33+9 პასი), ბოში (26+8 მოხსნა), ჯონსი (12).

ტორონტო-მილუოკი 98:104

28:22, 21:30, 27:24, 22:28

ტ: ბარნიანი (22), დეროზანი (20), ბარბოზა (18), კალდერონი (13+8 პასი).

მ: ჯენინგსი (25+7 პასი), გუდენი (22+11 მოხსნა), ბოგუტი (17+10 მოხსნა), დელფინო (14).

შარლოტი-კლივლენდი 98:97

28:26, 19:24, 29:26, 22:21

შ: დიაო (26+11 პასი+7 მოხსნა), ბრაუნი (16+8 მოხსნა), ჰენდერსონი (14+5 მოხსნა), კანინგემი (12), ოგუსტინი (8+12 პასი).

კ: სეშენსი (24+5 მოხსნა), ჰიქსონი (20+7 მოხსნა), პარკერი (14), დევისი (11+6 პასი), გი (10).

ნიუ იორკი-ნიუ ჯერსი 120:116

30:36, 28:32, 33:24, 29:24

ნ-ი: ენტონი (39+10 მოხსნა+5 პასი), ბილაპსი (33+6 მოხსნა+6 პასი), სტაუდმაიერი (23).

ნ-ჯ: მოროუ (30+5 მოხსნა), ლოპესი (26+9 მოხსნა), უილიამსი (22+8 მოხსნა+8 პასი), ჰემფრიზი (15+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 95:91

25:31, 23:19, 20:20, 27:21

ნ-ო: ლენდრი (21+6 მოხსნა), ბელინელი (16), ოკაფორი (15+10 მოხსნა), გრინი (12), პოლი (11+12 პასი+7 მოხსნა).

პ: ოლდრიჯი (24+15 მოხსნა), მილერი (19+5 პასი), უოლასი (14+10 მოხსნა), მილსი (13).

მინესოტა-ჩიკაგო 91:108

19:30, 25:27, 22:29, 25:22

მ: ლავი (16+9 მოხსნა), რენდოლფი (15+5 მოხსნა), ტოლივერი (14), ბიზლი (12), რიდნური (11).

ჩ: ბუზერი (24+14 მოხსნა), როუზი (23+10 პასი), დენგი (13+5 მოხსნა+5 პასი), უოტსონი (13).

მემფისი-გ. სტეიტი 110:91

29:24, 19:29, 31:19, 31:19

მ: ალენი (21+8 მოხსნა), რენდოლფი (20+13 მოხსნა+6 პასი), კონლი (20+7 პასი), არტური (17+7 მოხსნა), იანგი (11).

გ-ს: რაიტი (16), ელისი (16), ლი (12+9 მოხსნა), რადმანოვიჩი (11).

დენვერი-საკრამენტო 104:90

20:28, 21:23, 33:20, 30:19

დ: ლოუსონი (20), გალინარი (17+9 მოხსნა), სმიტი (17+5 მოხსნა), ჰარინგტონი (15), ნენე (12+15 მოხსნა), ფელტონი (11+7 პასი).

ს: ტორნტონი (27), ევანსი (22+7 პასი), უდრიხი (12+10 პასი), კაზინსი (11).

ფინიქსი-ოკლაჰომა 98:116

28:33, 23:22, 22:24, 25:37

ფ: კარტერი (28+5 მოხსნა), დადლი (16), გორტატი (9+10 მოხსნა).

ო: დურანტი (22), ჰარდენი (22), უესტბრუკი (16+8 პასი), იბაკა (15+10 მოხსნა), პერკინსი (13).

კლიპერსი-დალასი 100:106

28:23, 18:25, 24:27, 30:31

კ: გრიფინი (25+17 მოხსნა), უილიამსი (19+5 პასი), გორდონი (15+5 პასი), კამანი (12+8 მოხსნა), ფოიე (12).

დ: ნოვიცკი (24+6 მოხსნა), ბარეა (22+6 პასი), სტოიაკოვიჩი (11), მერიონი (10+9 მოხსნა), კიდი (5+10 პასი).

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია