ორდღიანი წვიმების შემდეგ ფლორიდაში გამოიდარა, მატჩები გრაფიკის მიხედვით ჩატარდა და კაცებმა პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოავლინეს
ორდღიანი წვიმების შემდეგ ფლორიდაში გამოიდარა და მატჩები გრაფიკის მიხედვით ჩატარდა, მაგრამ ამჯერად ჩოგბურთელებს სხვა პრობლემები შეექმნათ - მაიამიში ქარი ამოვარდა და მოთამაშეებს გვარიანად შეუშალა ხელი.

გუშინ კაცებმა პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოავლინეს. ყველაზე დამაინტრიგებელი იყო დავიდ ფერერისა და მარდი ფიშის მეოთხედფინალი, რომელშიც რთული იყო გამარჯვებულის პროგნოზირება. ბუკმეიკერები ოდნავ უპირატესობას მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს აძლევდნენ, თუმცა ამერიკელიც ღირსეულ თამაშს აჩვენებს მაიმიში. მან აქ არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეებს, წინა წრეში კი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ბრძოლას. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ.

ფიშმა უფრო ადრე აუღო ალღო ქარში თამაშს, ფერერმა კი მატჩის ბოლომდე ვერ გარკვია რა ტრაექტორიით დაფრინავდა ბურთი. ამის გამო ესპანელს უჩვეულოდ ბევრი უნებლიე შეცდომა დაუგროვდა და ორი სეტში დამარცხდა - 5:7, 2:6. მატჩის ინტრიგა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ მოგებით ფიში პირველად გახდა ამერიკული ჩოგბურთის ახალი ლიდერი. მან შეწყვიტა ენდი როდიკის მრავალწლიანი დომინირება. მომავალ კვირას ფიშს გარანტირებული აქვს ATP-ის რეიტინგში მე-11 ადგილი, მაგრამ თუ ნახევარფინალსაც მოიგებს, მაშინ ათეულში შეღწევას შეძლებს.

ნახევარფინალში კი ამერიკელს ძალიან გაუჭირდება, რადგან იქ მას ნოვაკ ჯოკოვიჩი ელის, რომელსაც დაავიწყდა რა არის წაგება. სერბმა კვლავ ორ სეტში მოიგო მორიგი შეხვედრა და სეზონის სტარტიდან მოყოლებული გამარჯვებათა რაოდენობა 24 მატჩამდე აიყვანა. სერბისთვის სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან შეხვედრას პრინციპული ხასიათი ჰქონდა. სამი წლის წინ სწორედ კევინმა შეწყვიტა ჯოკოვიჩის წარმატებული სერია. მაშინაც, ნოვაკს მოგებული ჰქონდა ავსტრალიის ღია პირველობა და ინდიან უელსის მასტერსი და მისი შეჩერება სწორედ ანდერსონმა მოახერხა. თუმცა ახლა სერბი გაცილებით სტაბილური გახდა და წესით არ უნდა გასჭირვებოდა განუთესავი აფრიკელის დამარცხება. ასეც მოხდა. ანდერსონს ორივე სეტში ჰქონდა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ერთიც ვერ გამოიყენა, ჯოკოვიჩმა კი ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა - 6:4, 6:3.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/4 ფინალი

მარდი ფიში (აშშ, 14)-დავიდ ფერერი (ესპ, 6) 7:5, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 6:2.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა